კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

ხალხური მინიშნება: თუ ჩიტი უკუღმა მიფრინავს, ესე იგი, ძლიერი ქარი უბერავს.

***

– საყვარელო, ეს სუპი გუშინდელია?

– ხვალინდელიც...

***

ზოოპარკში დამთვალიერებელი მომვლელს ეუბნება:

– რა სჭირს ამ ვეფხვს, რაღაც არაბუნებრივია და თან, ყოველ წუთში კუჭში გადის...

– იცით, ვეფხვი ავად გაგვიხდა და მცველს ჩავაცვით ვეფხვის ფორმა...

– და ქვეშ რატომ ისვრის...

– მეორე ვეფხვი ხომ ნამდვილია.

***

– რა კარგი კბილები გაქვს...

– დედაჩემისგანაა...

– ვა, რა კარგად მოგრგებია.

***

სანდრო სახლში ჩალურჯებული თვალით მივიდა.

– თავს დამესხნენ, ტელეფონის წართმევა უნდოდათ და...

– ამოცნობა შეგიძლია?

– მე – რატომ... თავისიანებმა ამოიცნონ.

***

როგორღაც გადაწყვიტა ცოლ-ქმარმა რესტორანში წასვლა.

– რამე ისეთი მომიტანეთ, კარგად რომ დავნაყრდე, – შეუკვეთა ქმარმა.

– და ქათამზე რას იტყვით?

– ეგ თვითონ შეუკვეთავს.

***

ქმარმა ნოუთბუქში გადაქაჩა პორნოფილმები. ცოლისთვის რომ დაემალა, დაარქვა „ტექნიკა და მეცნიერება.“ ამ დროს წააწყდა ცოლის ფოლდერს, „ჭრა­კერვა“... გახსნა და – პორნოა... 

– ნამდვილად შევეფერებით ერთმანეთს.

***

ეჩხუბა ქმარი ცოლს და მერე სამზარეულოში გავიდა – ყველა ქილას მაგრად მოუჭირა თავსახური.

– ესეც ასე, პირველი თვითონ მოვიდეს ჩემთან.

***

ძალიან მეშინია ექიმების, განსაკუთრებით ჩემი კურსელების.

***

ინტელიგენტი შინ ადრე დაბრუნდა. საძინებელში ცოლი საყვარელთან ნებივრობს. შევიდა საძინებელში... წამოდგა საყვარელი საწოლიდან – უზარმაზარია, ორმეტრიანი ვერზილა...

– ო, კარგია, თქვენ ასეთი დიდი რომ ხართ, თორემ სათვალე სამსახურში დამრჩა... – უთხრა ქმარმა და პისტოლეტი მოიმარჯვა.

***

და აი, დადგა 2015 წელი – სახლში 4 კომპიუტერია, 6 მობილური ტელეფონი და 1 წიგნი.

***

პატრული აჩერებს თავისი ყოფილი მასწავლებლის მანქანას:

– გამარჯობათ, ლია მასწავლებელო! ამოიღეთ ჩანთიდან კალამი და ფურცელი და 100-ჯერ გამოწერეთ: „მეტჯერ მოძრაობის წესებს აღარ დავარღვევ“.

скачать dle 11.3