კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსეთის ჩემპიონი ქართველი კარატისტი – გიორგი დვალაშვილი შავი ქამრის მფლობელი გახდა

ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის საამაყო და სასიხარულოა, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე, კიდევ ერთი ქართველის წარმატებების შესახებ ვიგებთ. ასეთ ქართველთა რიგს მიეკუთვნება კარატისტი გიორგი დვალაშვილი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს და ძალიან წარმატებულადაც.

20 დეკემბერს გიორგი დვალაშვილმა მოსკოვში, კარატეს ფედერაციის მიერ გამართულ გამოცდაზე საუკეთესო შედეგები აჩვენა, სენსეის წოდება მოიპოვა და შავი ქამრის მფლობელიც გახდა. ეს უდიდესი წარმატებაა, განსაკუთრებით კი, მის ასაკში. გიორგი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და უკვე ოფიციალურად მოიპოვა მასწავლებლის სტატუსი. ისე კი მოსწავლეებთან ურთიერთობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი დვალაშვილი: რუსეთის ჩემპიონობის შემდეგ, ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო და ამისთვის ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. ეს ჩემთვის დიდი წარმატება და წინსვლაა და ბუნებრივია, ძალიან გამიხარდა. წელს სკოლას ვამთავრებ. ახლა, პარალელურად, უმაღლეშში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის ვემზადები. თუმცა, ისევ ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, რადგან მინდა, მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე.

გარდა ამისა, გიორგიმ ოქტომბერში მოსკოვში გამართულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა და შესაბამისად, მოსკოვის ჩემპიონიც გახდა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დვალაშვილი უკვე არის  რუსეთის ორგზის ჩემპიონი. პირველად მან 2013 წელს მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობა – 14-დან 15 წლამდე ასაკის და 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. 2014 წელს კი მეორედ მოიპოვა ეს ტიტული. გარდა ამისა, მას მოგებული აქვს არაერთი შიდა შეჯიბრება.

скачать dle 11.3