კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჟანრის ფილმი გადაიღო გიორგი მარკოზაშვილმა და რიგით მერამდენეა ეს ფილმი დამწყები რეჟისორისთვის

10 იანვარს კინოს სახლში ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი მარკოზაშვილის ფილმის – „ღამის გაჩერების ადგილის“ პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება. „ღამის გაჩერების ადგილი“ ოთხი მეგობრის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომლებიც ქალაქგარეთ მანიაკს გადააწყდებიან. აღსანიშნავია, რომ ფილმში არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ, თუმცა მაყურებელი ამას ნამდვილად ვერ იგრძნობს. გარდა იმისა, რომ გიორგი რეჟისორია, თავადვეა სცენარისტიც, ამავდროულად საკუთარ ფილმში მეორეხარისხოვან როლსაც თამაშობს. მთავარ როლებს კი საბა ხომასურიძე, გიორგი ფოლადაშვილი, თიკა ბუჩუკური და ნინი ამირანაშვილი ასრულებენ. 25 წლის რეჟისორისთვის ეს რიგით მეორე ფილმია.

გიორგი მარკოზაშვილი: საშინელებათა ჟანრის ფილმები ბავშვობიდან მიყვარს და, ბუნებრივია, რომ ეს ჟანრი ავირჩიე ჩემი ფილმებისთვის. უფრო კი იმიტომ გადავწყვიტე მისტიკური ფილმების გადაღება, რომ ეს ჟანრი ნაკლებად პოპულარულია საქართველოში, და,  მინდა, ჩემი შემოქმედებით მცირე წვლილი შევიტანო მის განვითარებაში.

скачать dle 11.3