კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იზიდავს ადამიანი დადებით და უარყოფით ენერგიებს და რა აგებს პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე

როგორც ეზოთერიკოსები და მეცნიერები ამბობენ, ადამიანი ფიქრისა და სიტყვების საშუალებით იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიებს და თავად გამოიმუშავებს სწორ აზრ-ფორმირებას, რაც მისსავე წარმატება-წარუმატებლობაზე აგებს პასუხს. ასევე, მათივე თქმით, სიზმარი დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვაა და მათი გათვალისწინებაც აუცილებელია. ადამიანებზე, რომლებსაც ხშირად უმართლებთ, ამბობენ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო, თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი ლია ამბობს, თითოეული ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის წყალობისა და მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ ის გვიწერს, თუ როგორი იქნება ჩვენი ბედისწერა. 

ლია: არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით და, ასევე, ფიქრისა და სიტყვების წყალობით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. შესაძლოა, ამაში ბევრი არ დამეთანხმოს და თქვას, სულ პრობლემების მოგვარებაზე ვფიქრობ და რატომ არ მიმართლებს, რატომ ვერ ვშოულობ თუნდაც საარსებო მინიმუმსო. მე მათ ვეტყვი, რომ, ქაოსური და უმისამართო ფიქრი ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოსური და არამიზნობრივი შრომა. შესაძლოა, ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ მიზანმიმართული ფიქრი, თუნდაც მატერიალურ ფორმირებაზე, არასწორია; უბრალოდ, საჭიროა, გამოიმუშაოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. კერძოდ, ამ დროს ჩამოყალიბდება აზრ-ფორმა, რომელსაც შეუძლია სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის მიმოქცევის გამოწვევა კონკრეტული ადამიანისთვის.

– იქნებ, უიღბლობა ადამიანის ბედისწერაა და, რაც არ უნდა შეცვალოს, ის მაინც უკან დახევს ცხოვრებაში?

– მაპატიეთ, მაგრამ, ვერ დაგეთანხმებით.  რომ ამბობენ, ბედნიერები არ ვართო, აბა, მიიღონ მოვლენები, სიტუაციები და ადამიანები ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და მიხვდებიან, სად უშვებენ შეცდომას და სად ბლოკავენ საკუთარ ბედნიერებას. დამერწმუნეთ, ნებისმიერი მოვლენა და თვით მთელი სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, ნუ შეებრძოლებით სამყაროს და ნუ აღუდგებით მას წინ სხვადასხვა აზრით, სიტყვითა და სიტუაციით. გირჩევთ, ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორიც არის და არა ისე, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს. არ ეცადოთ საკუთარი აზრის დაცვას და ვინმეს დარწმუნებას. მიიღეთ ყველას აზრი წინააღმდეგობის გარეშე და არ მიეჯაჭვოთ არც ერთ მათგანს. როგორც იტყვიან, ყველას აზრი გაითვალისწინეთ, მაგრამ, არ დაიჯეროთ. 

– რომ ამბობენ, სურვილების ახდენა ყველას შეუძლია, მთავარია, მას სწორი გზა მივცეთო, ეს რას ნიშნავს? 

– მოკლედ, არსებობს განზრახვისა და სურვილის კანონი. ჩამოწერეთ ფურცელზე საკუთარი სურვილების სია, ამ სურვილების ასრულება მიანდეთ ზეციურ ძალებს და იყავით დარწმუნებული, რომ ისინი აუცილებლად აგისრულდებათ. ეს სია ყოველთვის თან ატარეთ, გნებავთ – ჩანთით, გნებავთ – ჯიბით, მთავარია, ის თქვენთან ახლოს იყოს და დროდადრო ხშირად გადაიკითხეთ, თან, იფიქრეთ, რომ სამყაროში არაფერია შეუძლებელი და ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. არ დაემორჩილოთ ნებას და არ გაფანტოთ ყურადღება, მიიღეთ აწმყო მორჩილად და სურვილების ასრულების იმედი არასდროს დაკარგოთ. ბუნების კანონები ამ სურვილების ახდენაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ფურცელზე დაწერითა და თან ტარებით კი თქვენს სურვილს სწორ გეზს მისცემთ სამყაროში. 

– ქალბატონო ლია, არის თუ არა სიზმარი დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ მხრივ? 

– ეზოთერიკოსები ძილის პროცესს რეინკარნაციასაც უკავშირებენ და მათ თავიანთი ახსნებიც აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით. ძილის დროს პრაქტიკულად ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება, თითქოს ადამიანი ამ სამყაროს შორდება და სხვა სამყაროში ხვდება. ამ დროს არარეალური სამყაროს სტუმრები ვართ, გამოღვიძებისთანავე კი რეალობას ვეჯახებით, ანუ რეალურ სამყაროში ვბრუნდებით. სიზმარში მოდის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გადახარშვაც ხდება და ამით ჩვენი ქვეცნობიერი იმართება. ბევრი მეკითხება, არის თუ არა სიზმარი სინამდვილის ანარეკლი, დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვა, აქვს თუ არა სიზმარს წინასწარმეტყველების უნარი, ან, არის თუ არა ის ჩვენი განწყობის სტიმულატორი, შთაგონების წყარო და ასე შემდეგ. გეტყვით, რომ დაპროგრამებული სიზმრები ძალიან საშიშია და სახიფათო, ამიტომ, ყველას უნდა შეეძლოს მისი სწორად მართვა და ახსნა. კერძოდ, ცუდი სიზმარი გაღვიძებისთანავე უნდა გაანეიტრალოთ, რათა მისი შედეგები უარყოფითად არ აისახოს თქვენს ცხოვრებაზე. სიზმარს, როგორც სხვა ყველაფერს სამყაროში, ორი ძალა მართავს: დადებითი და უარყოფითი. როგორ სიზმარსაც ხედავს ადამიანი, სწორედ ისეთი აურა აქვს მას, ანუ ისეთი დადებითი ან უარყოფითი ძალის ზეწოლის ქვეშ იმყოფება რეალურ ცხოვრებაში. ხშირად ადამიანებს წინასწარმეტყველური სიზმრები ახალმთვარეობის დღეებში ესიზმრებათ. ამიტომ, ამ სიზმრებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოთ ისინი. 

– იმასაც ამბობენ, თითოეულ ადამიანს თავისი მფარველი ვარსკვლავი ჰყავს, რომელიც მის ბედ-იღბალზე აგებს პასუხსო. ამაზე რას იტყვით? 

– მართალია, ყოველ ადამიანს საკუთარი ბედის ვარსკვლავი ჰყავს, რომელიც ადამიანის დაბადებისთანავე ჩნდება და იწყებს კაშკაშს, მისი სიკვდილის მომენტში კი სწყდება ცის კაბადონს და ქრება. იმასაც გეტყვით, რომ ვარსკვლავის მოწყვეტა და მისი ჩაქრობა ერთბაშად არ ხდება. როცა კონკრეტული ადამიანის სიკვდილის დრო ახლოვდება, ვარსკვლავი ნელ-ნელა იწყებს ჩაქრობას, სიკვდილის მომენტში კი ცას სწყდება; ხოლო, იმაზე, თუ როგორ კაშკაშებს ვარსკვლავი, დამოკიდებულია ადამიანის ბედ-იღბალი. თუ ის საკმაოდ კაშკაშაა, მაშინ ადამიანს უმართლებს ბედში, მაგრამ, თუ შედარებით მკრთალია, მაშინ, უბედოა ან არ უმართლებს. ის ჩვენს განზომილებაში არ ჩანს და ჩვენს გადაადგილებასთან ერთად უხილავად მოძრაობს. ნათქვამია, თუ კაცი ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, უკაცრიელ კუნძულზეც რომ მოხვდეს, არ გაიწირებაო. ამიტომ, სულ ვამბობ ხოლმე, როცა ადამიანი ჯანმრთელია, არ შია და სწყურია, არ უნდა იწუწუნოს ბედზე და ამით საკუთარი ბედ-იღბლის ვარსკვლავი არ უნდა გაანაწყენოს-მეთქი. თუ კარგად დააკვირდებით, თავადვე მიხვდებით, რომ ყოველი ჩვენგანი სამყაროზე ვართ დამოკიდებული. სამყაროში კი არაფერი იკარგება უმიზნოდ, მით უმეტეს – ადამიანის საქციელი, სიტყვა თუ აზრი. შესაბამისად, არც არაფერი ხდება შემთხვევით. ამიტომ ვურჩევ ხოლმე ყველას, რომ მეტად დაკვირვებულები იყვნენ; ნუ ისვრიან სიტყვებს უმიზნოდ და დაუფიქრებლად; ყურადღება მიაქციონ ყველა წვრილმანს და თავად დაიცვან საკუთარი სიცოცხლე და თავი შესაძლო საფრთხისგან. რასაც თქვენ საკუთარ თავს დაუშავებთ, იმდენს სხვა ვერას დაგაკლებთ. ეზოთერიკის გარკვეული ცოდნა კი მოგაწვდით ინფორმაციას, რითაც, შესაძლოა, თქვენი პრობლემების გადაჭრის გზებიც ადვილად მოიძიოთ. 

скачать dle 11.3