კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

„წვრილმანი“ სიამოვნება

 

ყველაფერი კარგია, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს – მნიშვნელობა არა აქვს, რა მასშტაბები ექნება მოვლენას. მთავარია, მისი აღქმის უნარი გქონდეს და სიხარული ცხოვრებაში კიდევ ბევრჯერ გექნება. ავიღოთ უბრალო ესემესი – ხომ თითქოს არაფერია, მაგრამ, დილით მიღებული პოზიტიური მესიჯი მთელ დღეს პოზიტივით აგივსებს და გაგილამაზებს. მესიჯი ხომ უბრალოდ სიტყვები არ არის, მასში გაცილებით ღრმა აზრია ჩადებული, რომ, ის, ვინც მესიჯი მოგწერა, შენზე ფიქრობს, ზრუნავს, შენი კარგად ყოფნაც უხარია. არასდროს დაიზაროთ, მისწეროთ საყვარელ ადამიანს მესიჯი და, შესაბამისად, დააფასეთ ანალოგიური ყურადღება მისი მხრიდანაც.

ადამიანები ძალიან ვცდებით, როცა ეგრეთ წოდებულ წვრილმანებს ყურადღებას არ ვაქცევთ. სწორედ ეს წვრილმანებია, რაც ჩვენს ცხოვრებას ავსებს და ახალისებს. როცა მათ დანახვასა და დაფასებას ვისწავლით, გაცილებით უკეთ ვიგრძნობთ თავს. არ არის აუცილებელი, მამაკაცმა გამაოგნებელი საჩუქარი მოგართვათ, ან რაღაც განსაკუთრებული მოიმოქმედოს. იმითაც კმაყოფილი იყავით, რასაც აკეთებს თქვენთვის... ეს მისთვის სტიმულიც იქნება და თქვენი სიყვარულის აღიარებაც. წარმოიდგინეთ, რა შეუძლია მამაკაცს, რომლისთვისაც თქვენთან ურთიერთობა სიამოვნებაა...

კიდევ ერთიც: არ არსებობს „წვრილმანი“ სიამოვნება – ის ყოველთვის მასშტაბურია, რადგან, ახალ-ახალი სიამოვნების წყარო და სათავე ხდება...

 

უფროსი თუ პარტნიორი...

 

ოჯახი – პატარა სახელმწიფო, რომელშიც ორი ადამიანი „ხელისუფლებაში“ მოსვლისთვის იბრძვის. ზოგჯერ აშკარად, ფარული ბრძოლები კი მუდმივად მიმდინარეობს. გავრცელებულია მოსაზრება, რომ მამაკაცები და ქალები სხვადასხვანაირად ეკიდებიან ოჯახსა და ქორწინებას. ანუ, იმისთვის, რომ ოჯახში თავი ბედნიერად იგრძნოს, მამაკაცს სხვა ფაქტორები ესაჭიროება. ზოგიერთი კაცი (და ასეთები ცოტანი არ არიან), ოჯახს განიხილავს, როგორც თავის კუთვნილ პატარა სამეფოს, სადაც შეუძლია ერთპიროვნულად იმბრძანებლოს. ასეთები ადგენენ იერარქიას და ვერ იტანენ უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც კი.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ, ძალიან ბევრი მამაკაცი ისურვებდა ძლიერი მბრძანებლის როლს „საოჯახო სამეფოში“. ამ მიდრეკილებას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს, მაგრამ, ესეც არ არის მთავარი. ცუდია ის, რომ, შესაძლოა, მან ვერ „გაქაჩოს“ ეს როლი, მაგრამ, თუ ეს იცის და ამის სურვილი მაინც აქვს, ის საკმაოდ საშიშია. ოჯახში პატრიარქალური წყობა ერთი შეხედვით ნორმალურია, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ იქ ვალდებულება-მოვალეობები მკაცრად არის გაწერილი და სრულდება, ანუ, მამაკაცი კი ფლობს გადამწყვეტ ხმას, მაგრამ, მას სრულად აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობაც, რომ ვალდებულია, მოუაროს ოჯახის წევრებს, იზრუნოს მათთვის კარგი პირობების შექმნაზე... სამწუხაროდ, „მბრძანებელი“ მამაკაცების უმრავლესობას მხოლოდ მბრძანებლობა სურს, პასუხისმგებლობას კი გაურბის. სწორედ ისინი იქცევიან ხოლმე ტირანებად!

პარტნიორობა საუკეთესო ვერსიაა ოჯახური ურთიერთობისა, ძალიანაც ამართლებს და, რაც უფრო ადრე მიხვდება წყვილი ამას, მით მალე დაისადგურებს მათ ოჯახში ჰარმონია.

 

ქალური გავლენა

 

ქალებს დიდი გავლენა აქვთ მამაკაცებზე. მაგალითად, ამერიკაში, თუ რომელიმე კომპანიის შეფს ქალიშვილი შეეძინება, მის თანამშრომლებს უხარიათ – მიაჩნიათ, რომ შეფი გაცილებით გულისხმიერი გახდება და უკეთ გაუგებს მათ. ფსიქოლოგების უმრავლესობაც ადასტურებს ქალების პოზიტიურ გავლენას თანამდებობაზე მყოფ მამაკაცებზე – ისინი ბევრად უფრო ყურადღებიანი, თბილები, შემწყნარებლები და პოზიტიურები ხდებიან. ევროპაში ფსიქოლოგები უკვე მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს პოლიტიკურ შეხედულებებზე ქალიშვილის ან ვაჟიშვილის შეძენა. პოლიტიკოსის შვილების სქესი დიდად განსაზღვრავს მის პოლიტიკურ ორიენტაციას.

მამა-პოლიტიკოსები, როცა მათ ვაჟი შეეძინებათ უფრო კონსერვატორები ხდებიან და შედარებით მტკიცე ნებას ავლენენ, გოგონას მამიკო-პოლიტიკოსები კი უფრო ტოლერანტები არიან ყველა ნოვაციის მიმართ; ასევე, ითხოვენ სოციალურ თანასწორობას და მათთვის უცხოა გენდერული დიფერენციაცია.

არის თუ არა იდეალური ვარიანტი, როცა კაცს გოგონაც ჰყავს და ვაჟიც?! სულაც არა, ამ დროს ისინი იბნევიან – ხან ერთის გავლენის ქვეშ არიან –  ხან მეორის. ფაქტია, რომ იმ ოჯახებში, სადაც ქალები ჭარბობენ, მამაკაცები გამოირჩევიან რბილი ხასიათით, კარგი გემოვნებითა და შემწყნარებლობით სუსტი სქესის თუ სუსტი არსებების მიმართ...

 

მოხსნილი ტვირთი

 

ქალი მოგებულია მაშინ, როცა შეუძლია, დიპლომატიით გააოცოს თავისი პარტნიორი. შეიძლება, ძალიანაც ეწყინოს მისგან რამე, მაგრამ, იმოქმედებს შემდეგი პრინციპებით და კონკრეტული სტრატეგიით:

* უპირველესად, ის მშვენივრად მოაგვარებს ყველაფერს ულტიმატუმების გარეშე – არც დაემუქრება და არც პატიების სანაცვლოდ მოითხოვს რამეს. არ იფიქრებს იმაზე, როგორ ვაჯობო საკუთარ სიამაყეს და პრინციპებსო. რომელ პრინციპებზე და სიამაყეზეა საუბარი, როცა გიყვარს?!

* აპატიო, არ ნიშნავს, დაკარგო ღირსების განცდა. ნუ ეცდებით, აღძრათ მასში თქვენდამი სინანული, ითამაშოთ გრძნობებით და იმანიპულიროთ მისით. რა საჭიროა, დამნაშავეს სინდისის ქენჯნა გაუღვიძოთ? ნუ იქნებით ეგოისტი.

* რთულ, უსიამოვნო სიტუაციაში საუკეთესო დამხმარე იუმორია.

* მოერიდეთ ზედმეტ დრამატიზმსა და ლირიკას. აწუწუნებული ქალი აღარ არის მომხიბვლელი და ვნებიანი. თქვენ რა გირჩევნიათ – უყვარდეთ და უნდოდეს თქვენთან სიახლოვე თუ, უბრალოდ, ეცოდებოდეთ?!

* ბოლოს და ბოლოს, ერთხელ დაფიქრდით და გადაწყვიტეთ – მტერია ის თქვენი თუ ყველაზე ახლობელი, საყვარელი ადამიანი. როცა ამ კითხვაზე პასუხს გასცემთ, ცხოვრება გაცილებით გაგიადვილდებათ.

* მოიხსენით გულიდან და მხრებიდან ტვირთი. როცა ჯიუტობთ და ჯიბრში უდგებით, ამით, უპირველესად, საკუთარ თავს აზარალებთ. 

მოიხსენით ტვირთი და, უბრალოდ, იყავით ბედნიერი...

скачать dle 11.3