კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის და როგორ გამოიყენა თამუნა ღვაბერიძემ ცნობილი მელიქ აზარიანცის სახლის მოუვლელი, ჩამუქებული ვიტრინები

თბილისის ცენტრში, რუსთაველზე, ამ რამდენიმე ხნის წინ ჩემი ყურადღება თანამედროვე ხელოვნების ძალიან უცხო და საინტერესო ნიმუშებმა მიიპყრო, რაც აქამდე თბილისში არავის უნახავს. მერე, „პირველ არხზე,” ახალი გადაცემიდან – „მშვიდობით, იარაღო” გავიგე, რომ ეს ირინა პოპიაშვილის (ნიუ-იორკის, „ნიუმან-პოპიაშვილი გალერეის” დამაარსებელი და დამოუკიდებელი კურატორი) და თამარ ღვაბერიძის (მარკეტინგის სპეციალისტი) ერთობლივი ინოვაციური პროექტია – საგამოფენო გალერეა ვიტრინის ფორმატში. დიზაინის ძირითადი საგამოფენო სივრცე თბილისში ცნობილი მელიქ აზარიანცის სახლის ვიტრინებია. როგორც გავიგეთ, მომავალში მსგავსი ვიტრინები თბილისის გარეუბნებშიც გაჩნდება.      

– თამუნა, გვიამბეთ, როგორ გაჩნდა ამ საგამოფენო ვიტრინების შექმნის იდეა?     

თამარ ღვაბერიძე:  გასული წლის აგვისტოში მე და ირინა პოპიაშვილს გაგვიჩნდა იდეა, თბილისში გაგვეხსნა არასტანდარული გალერეა – საგამოფენო სივრცე ვიტრინაში, სადაც წარმოვადგენთ არა მარტო თანამედროვე ხელოვნებას (ფერწერა, სკულპტურა,  ვიდეოარტი), ასევე დიზაინსაც. ირინას 2005-2013 წლებში ჰქონდა გალერეა ნიუ-იორკში. ის ახლა თავიუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დეკანია; ასევე, 1999 და 2003 წლებში იყო ქართული პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე. საქართველოში ამ ტიპის საგამოფენო სივრცე იყო დებიუტი. მიზანიც ეს იყო – ნებისმიერი ადამიანისთვის  ყოფილიყო საჯარო. ზუსტად ამით განსხვავდება ჩვენი „ვიტრინა-გალერეა” კლასიკური გალერეებისგან, ანუ ხელოვნება ჩაკეტილი სივრციდან გამოვიტანეთ სხვა სივრცეში, კედლებს მიღმა და ის ხელმისაწვდომი გახდა იმ ადამიანისთვისაც, ვინც ფიზიკურად ვერ ახერხებს გალერეაში ან მუზეუმში შესვლას.  ეს ინოვაციური სივრცე თბილისში გაკეთდა ყველა ხელოვანი, კრეატიული ადამიანისთვის, რომელიც მოგვწონს და ვირჩევთ ჩვენ. ვადევნებთ თვალ-ყურს მათ საქმიანობას, შემდეგ კი, თუ კონკრეტული ხელოვანის კონცეფცია ჩვენთვის საინტერესოა, მისი ნამუშევრები ჩნდება ვიტრინაში. დღეს თბილისში სამ ადგილას გვაქვს ვიტრინა-გალერეა: ჭავჭავაძის გამზირზე; რუსთაველზე, მელიქ აზარიანცის ულამაზეს  შენობაში („პანტომიმის თეატრის” ერთ-ერთი ვიტრინა) და ვარდების მოედანზე. აგრეთვე, პატარა ადგილი დავიკავეთ სასტუმრო „რადისონის” წინ, კაფე „ივერიის” შენობის ერთ ნაწილში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტისა და გამოცდილების მქონე ქართული არქიტექტურული ჯგუფის – „ნოა სტუდიოს” შექმნილია.  მომავალში ვაპირებთ კიდევ ახალი  საგამოფონო სივრცის გახსნას.  „ვიტრინა-გალერეებს” არა მხოლოდ ცენტრალურ ადგილებში ვაპირებთ, მაგალითად, ის იქნება  ვარკეთილშიც, თემქაზეც, ვაზისუბანშიც. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო არტ-ბაზრობებზე, მას  მთელი მსოფლიო ხედავს და სათანადოდ აფასებს. ვამაყობთ ამ წარმატებით, რადგან ისინი თვითონ ამტკიცებენ, რომ მაღალი დონის ხელოვანები არინ.  ჩვენ ვეხმარებით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს მათი არაჩვეულებრივი ნამუშევრები. 

– რამდენ ხანში ერთხელ ცვლით ექსპოზიციებს და თუ შეიმჩნევა გამვლელების ინტერესი? 

– ექსპოზიციებს ვიტრინაში ვცვლით დაახლოებით ორ თვეში ერთხელ, გააჩნია პროექტს.  ინტერესი დიდია, ჩამოსული სტუმრებიც აღნიშნავენ, რომ მოსწონთ გალერეის ეს ფორმა. მეგობრები შემოთავაზებებსაც გვიკეთებენ. მშრალი ხიდის ნახვის სურვილთან ერთად, უკვე ჩვენს არტ-ვიტრინებსაც კითხულობენ. ესენი არიან ტურისტები, ასევე, პროფესიონალი კოლექციონერები, მაგალითად, ლუკა ცეცხლაძის ნამუშევრები, რომლებიც ვიტრინაში გვქონდა წარმოდგენილი, ბერლინელმა კოლექციონერმა შეიძინა. დიდი სურვილი გვაქვს, საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს მსოფლიო არტ-სამყაროსთვის. გვინდა, გავაკეთოთ საერთაშორისო არტ-ბაზრობა „თბილისი არტ-ფაირ,” მაგრამ, ეს ჯერჯერობით არის იდეა და ამ ეტაპზე ვამუშავებთ ბიზნესმოდელს, რადგან, დღეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ ისეთი ტიპის გამოფენა, როგორიც ტარდება, მაგალითად, ბაზელში თუ სხვა ქალაქებში, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ, არ შეიძლება, მოინახოს ისეთი ბიზნესმოდელი, რომელიც სწორად ადაპტირდება არსებულ სიტუაციასთან.  

– ჩემთვისაც და ჩემი ბევრი თანამოქალაქისთვისაც, ეს არის მაღალი ხელოვნება, საკმაოდ ფასეული, მაგრამ, რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას, სადაც მუდმივად სოციალური პრობლემებია? ხალხისთვის ჯერჯერობით მაინც ყოფითი საკითხებია პრიორიტეტული, სხვა ყველაფერი კი უკანა პლანზე ინაცვლებს. როცა ეს პროექტი ჩამოგქონდათ, დარწმუნებული იყავით, რომ იმუშავებდა?      

– გარდა იმისა, რომ მსოფლიო აღმოაჩენს კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ ხელოვანს საქართველოდან, ასევე, არსებობს ქვეყნისთვის ეკონომიური სარგებელი, ვგულისხმობ არტ-ტურიზმს და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას ამ სფეროში.

– როგორ დაიწყო თქვენი და ირინა პოპიაშვილის  თანამშრომლობა? ირინა პოპიაშვილი საკმაოდ ცნობილი, საინტერესო და წარმატებული პიროვნებაა უცხოეთში.    

– მე და ირინა პოპიაშვილი შვეიცარიის ელჩის მიღებაზე შევხვდით ერთმანეთს. ირინა 2012 წლამდე  ნიუ-იორკში ცხოვრობდა,  სადაც თავისი საკუთარი გალერეა ჰქონდა (ჩელსიში). ის  საქართველოში სამხატვრო აკადემიის რექტორის პოსტის შემოთავაზების შემდეგ დაბრუნდა. აკადემიაში არეულობის შემდეგ, 2013-ში, მან „თავისუფალ უნივერსიტეტში,” მათი თანადგომით, ახალი ფაკულტეტი – „ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VAD) დააარსა და მისი  დეკანი გახდა. ხელოვნებათმცოდნეა და მსოფლიო არტ-ინდუსტრიაში საკმაოდ კარგად იცნობენ. მე პროფესიით მარკეტინგის სპეციალისტი ვარ. მეც ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, თანამედროვე ხელოვნების გალერეა გამეკეთებინა და ასეც მოხდა – მე და ირინას საერთო ინტერესები და ხედვა აღმოგვაჩნდა. 

– ვინც ნახა და ნახავს, ცხადია, დააინტერესებს, თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ თქვენს ვიტრინებში.      

– ამჟამად  ვიტრინებში  ქართველები  და ერთი ამერიკელი არტისტი გვყავს წარმოდგენილი, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო ინსტალაციები შექმნეს. ეს ყველაფერი მართლა ძალიან ლამაზია, ადამიანი აქედან დადებით ემოციას და ესთეტიკურ  სიამოვნებას იღებს, რაც ძალიან გვიხარია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი ხელოვანი აღმოვაჩინოთ და გავაცნოთ საზოგადოებას  არა მხოლოდ აქ, არამედ უცხოეთშიც. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო არტ-ბაზრობაში, რასაც მთელი მსოფლიო ხედავს და სათანადოდ აფასებს. 2014 წელს მიგვიწვიეს დუბაის არტ-ბაზრობაზე, ქართველი არტისტები წარვადგინეთ ვენის არტ-ბაზრობაზეც და ვემზადებით ბრიუსელისთვის. ამ ყველაფერს ეტაპობრივად, საკუთარი ძალებით ვაკეთებთ. ისინი თვითონ ამტკიცებენ, რომ მაღალი დონის ხელოვანები არიან.  

скачать dle 11.3