კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ დაავადებას ამწვავებს ნიგვზიანი და თხილიანი საკვები და როგორ დავიცვათ თავი მისგან გამოწვეული არასასურველი შედეგებისგან

ძნელია, იფიქრო შესაძლო შედეგზე, თუნდაც კუჭის გვიან საათებში გადატვირთვაზე, ყაბზობაზე, ქრონიკული დაავადების გამწვავებაზე და ასე შემდეგ, როცა მაგიდასთან მრავალფეროვანი კერძები და კარგი სასმელი დევს. ამ დროს არავის ახსენდება დაავადებები და თამამად მიირთმევს სადღესასწაულო სუფრაზე უხვად დალაგებულ საჭმელ-სასმელს, მაგრამ, სამწუხაროდ, თავის ასეთი განებივრება ძალიან ძვირად გვიჯდება ხოლმე. სადღესასწაულო კერძების მიღების შემდეგ ბევრი ქრონიკული დაავადება მწვავდება, თავს გვახსენებს ორგანიზმში ფარულად მიმდინარე პროცესები. თუ გსურთ, ახალი წლის დღეებში დაეხმაროთ საკუთარ ორგანიზმს, არ ჩაიშხამოთ სადღესასწაულო განწყობა და თავი დაიზღვიოთ არასასურველი შედეგებისგან, აუცილებლად გაითვალისწინეთ ენდოკრინოლოგ მაკა კორინთელის რჩევები. 

 

– ნებისმიერ ოჯახში სადღესასწაულო სუფრაზე უხვადაა წარმოდგენილი ცხიმიანი, ნიგვზიანი, ცხარე და მწარე კერძები, მათი მიღებისას კი კუჭი საგრძნობლად იტვირთება. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს, რათა არასასურველ შედეგებს ავარიდოთ თავი და დაავადებების გამწვავებით სადღესასწაულო განწყობა არ ჩავიშხამოთ? 

– კუჭი რომ არ გადაიტვირთოს, სასურველია, საკვები დოზირებულად მიირთვათ. სულაც არ არის აუცილებელი და საჭირო, ყველაფერი დააგემოვნოთ, რაც სუფრაზე დევს და მადის აღმძვრელად გამოიყურება. რასაკვირველია, საახალწლო-საშობაო სუფრა სადღესასწაულო და მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ, პრობლემა ის არის რომ, ამ დროს განსაკუთრებით ზედმეტ საკვებს ვიღებთ, თან – არასასურველ დროს, ანუ, გვიან საღამოს, ეს ყოველივე კი არასასურველ შედეგებს იძლევა. თუ საკვების მიღებისას გადააჭარბებთ სადღეღამისო ნორმას, არ აქვს მნიშვნელობა, ცხიმიანი კერძები იქნება, თევზეული, ტკბილეული თუ სხვა, ეს გამოიწვევს ლიპიდური, ცხიმოვანი ცვლის დარღვევას, რაც გამოიხატება საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების დონის მატებით სისხლში და სხვა გართულებებით. თავის მხრივ, ლიპიდური ცვლის დარღვევა იწვევს სისხლძარღვთა გართულებებს, რაც განაპირობებს არტერიული წნევის მომატებას, ინფარქტსა და ინსულტს. მინდა გითხრათ, რომ სწორედ იანვარში, კერძოდ, ახალი წლის დღეების შემდგომ პერიოდში მიმართავს ბევრი ადამიანი ენდოკრინოლოგიურ და კარდიოლოგიურ სტაციონარებს, ანუ, ამ დროს მათი რიცხვი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე სხვა პერიოდებში. ამიტომ, გირჩევთ, ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩენოთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ზემოთ ჩამოთვლილ  დაავადებებს, ასევე, იწვევს დიდი რაოდენობით სითხის მიღებაც. აქვე იმასაც გეტყვით, რომ საახალწლო დღეებში ბევრ მარილიან კერძს მივირთმევთ, მამაკაცები კი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იღებენ ალკოჰოლურ სასმელს, რაც იწვევს სისხლძარღვების გადატვირთვას და იწყება ჰიპერვოლემია, ეს უკანასკნელი კი იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ მატებას. 

– რამდენად საშიში პერიოდია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ძალიან ძნელია ტკბილეულისგან თავის შეკავება...

– იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი და იმყოფებიან ინსულინოთერაპიაზე, იტარებენ სხვადასხვა მედიკამენტური მკურნალობის კურსს ან იცავენ ამ დაავადებისთვის საჭირო და შესაბამის დიეტას, თუ ისინი ვერ იკავებენ თავს და დიდი რაოდენობით მიირთმევენ ტკბილეულს – გოზინაყს, ნამცხვარს, შოკოლადს, ჩურჩხელას და სხვა, (ანუ, რაც კატეგორიულად ეკრძალებათ დაავადების გამო), ახალი წლის შემდგომ, შესაძლოა, პრობლემებს ვერ აარიდონ თავი. კერძოდ, ამ დროს ხშირია პრეკომატოზური და კომატოზური მდგომარეობა. ეს გამოიხატება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მატებით, რაც, თავის მხრივ, იწვევს წყურვილის შეგრძნებას, ღამის საათებში შარდვის გახშირებას, იწყება კანის სიმშრალე, შესაძლებელია გონების დაბინდვა. ამ სიმპტომებს კი, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მიჰყავს პრეკომატოზურ და კომატოზურ მდგომარეობამდე. 

– დიდი რაოდენობით ნიგვზიანი და თხილიანი კერძების მიღება რომელ დაავადებას ამწვავებს და როგორ დავიცვათ თავი მისგან გამოწვეული არასასურველი შედეგებისგან? 

– დიდი რაოდენობით ნიგვზიანი და თხილიანი კერძების ჭამა, ძირითადად, იწვევს ქრონიკული ქოლეცისტიტისა და გასტრიტის გამწვავებას. ამ დროს იწყება კუჭსა და მარჯვენა ფერდქვეშ არეში სიმძიმის შეგრძნება, ბოყინი, გულძმარვა, ტკივილი. საერთოდ, მონელების თვალსაზრისით, მძიმე საკვებად ითვლება ნიგვზიანი კერძები, ცომეული და ტკბილეული. ამიტომ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს, სასურველია, ახალი წლის დღეებში მიირთვან მოხარშული ხორცი, თევზეული, სალათები. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს სალათები მომზადებული უნდა იყოს მცენარეული ზეთით და არა მაიონეზით; ასევე, ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის მავნებელია ცხარე, მწარე, მჟავე, ტომატიანი კერძების ჭამა. თუ  ახალი წლის დღეებში ზედმეტად გადატვირთეთ კუჭი, მაშინ, აუცილებელია, განტვირთვის დღე მოაწყოთ და მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ, მაგალითად, ერთი კილოგრამი ხილი, 500 გრამი ხაჭო ან მოხარშული ხორცი, ჩაი და ყავა უშაქროდ, ორი ლიტრი მინერალური და ონკანის წყალი, ამას კი დააყოლოთ პოლივიტამინის ერთი აბი  სასურველია ეს განტვირთვის დღე, მოაწყონ ახალი წლის დღეებში იმ ადამიანებმა, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აქვთ; მაგრამ, აქვე გაფრთხილებთ, რომ ამის კეთება ეკრძალებათ დიაბეტით დაავადებულებს. თუ წნევა გაწუხებთ, განტვირთვის დღეს უნდა ჭამოთ უმარილო საკვები. როცა უმარილო საჭმელს ჭამთ და აყოლებთ სითხეს, ეს მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება და ამ დროს იწყება ორგანიზმიდან წიდების გამოდევნა; მაგრამ, თუ მარილიან საკვებს იღებთ და თან სითხესაც აყოლებთ, ამ დროს ორგანიზმში სითხე შეკავდება და იწყება სისხლძარღვების გადატვირთვა, შეშუპება და წნევის მომატება. ამიტომ, არ შეიძლება, ინფარქტიანმა, ინსულტიანმა და წნევიანმა ადამიანმა მიიღოს დიდი რაოდენობით მარილიანი საკვები; ხოლო, როცა უმარილო საჭმელს ჭამთ და თან სითხეს აყოლებთ, ამას დადებითი ეფექტი აქვს და ძალიან სასარგებლოცაა. რაც შეეხება დიდი რაოდენობით საჭმლის მიღების შემდეგ მის უკეთ მონელებას, შეგიძლიათ, მიიღოთ ფერმენტები, რომლებიც აფთიაქში იყიდება.  

– რომელ დაავადებას რომელი კერძი ამწვავებს? 

– თუ გაწუხებთ თორმეტგოჯა ნაწლავი ან ნაღვლის ბუშტი (აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს დაავადებები საკმაოდ გახშირდა), უნდა მოერიდოთ ნიგვზიან კერძებს, ცხიმიან ხორცს, მჟავეს, ცხარეს, მლაშესა და ალკოჰოლს. საერთოდ კი, თუ ზომას არ გადახვალთ, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებიც არ შეგექმნებათ. ბევრი არ აქცევს ყურადღებას სწორი კვების რეჟიმს,  და, საბოლოოდ, ამის შედეგებს მტკივნეულად იმკის. გადატვირთული კვება მთელი რიგი გართულებების საწინდარია; განსაკუთრებით საშიშია გვიან საათებში დანაყრება, რასაც საკმაოდ არასასურველი შედეგები მოაქვს.

– ამ პერიოდში, ასევე, იზრდება დეპრესიისა და შრომის უნარის დაქვეითების ალბათობა – ცივ სეზონზე თავს უფრო სუსტად ვგრძნობთ. რომელი საკვები და ვიტამინები უნდა მივიღოთ ამ დროს? 

– ზამთრის პერიოდში შეიძლება მართლაც ვიგრძნოთ სისუსტე, ადვილად დაღლა, გაღიზიანება, შფოთვა. თუ, ზოგადად, ჯანმრთელი ხართ და ეს პრობლემები გაწუხებთ, მაშინ თავს თვითონ უნდა უშველოთ და გაიძლიეროთ იმუნიტეტი: სვით ციტრუსების ახალგამოწურული წვენები, თაფლიანი წყალი, მიიღეთ კალციუმი, ბრომი, B ჯგუფის ვიტამინები, დამამშვიდებელი პრეპარატები, იკვებეთ მრავალჯერადად და ეს საკვები უნდა შეიცავდეს საჭირო რაოდენობის კალორიებს. ზამთარში იმუნური სისტემა შენელებულია და, შესაბამისად, ვირუსებისა და გაციების მეტი ალბათობაა. ამის თავიდან ასაცილებლად მიირთვით მანდარინი, ფორთოხალი, კივი, ფეიხოა, ვაშლი, გოგრა – ეს პროდუქტები კარგად აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამ სეზონზე, ასევე, კარგია მწვანე ჩაისა და ახლად მომზადებული კომშის ან ასკილის ნაყენის სმა.

скачать dle 11.3