კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამოუცხო დაბადების დღეზე მარწყვის ტორტი ბრენდონ სტოუნმა და როგორ შეხვდა ის ახალ წელს ვაშინგტონში საჭმელ-სასმლის გარეშე

მომღერალი და კომპოზიტორი ბრენდონ სტოუნი, უკვე წლებია, შობა-ახალ წელს საქართველოში არ შეხვედრია. თუმცა, აქ გატარებული სადღესასწაულო დღეები, მის გონებაში სასიამოვნო მოგონებებად რჩება. როგორც თავად ამბობს, მისთვის საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე „გემრიელად” და მხიარულად ატარებენ დროს. ხოლო, თუ სად შეხვდა ის ამ ახალ წელს, რა დაიბედა, როგორ მოუწყო რუსებს მესამე მსოფლიო ომი და რის გამო დაფიქრდა თბილისში რესტორნების ქსელ „ბრენდონის” გახსნაზე, ამაზე თავად მოგიყვებათ.

ბრენდონ სტოუნი: გასული წელი ჩემთვის იღბლიანი იყო. ბევრი საქმის გაკეთება მოვასწარი – ვიმუშავე წარმატებულ პროექტებზე, დუეტებიც ჩავწერე, გერმანიაში დისკი გამოვუშვი, ახალი სიმღერები დავწერე. ერთი სიტყვით, უმადური ნამდვილად არ ვარ. თუმცა, ამ ახალი წლიდან, ახალი წარმატებების დაბევება მინდა და მგონი, გამომდის. ყოველ შემთხვევაში, თხის წელი კარგად დაიწყო. ცნობილ მომღერალ ლადა დენსთან ჩავწერე ახალი დუეტი და ამ წელს კლიპის გადაღებას ვგეგმავთ, რომელსაც სულ მალე იხილავს მაყურებელი და მსმენელი. 

– ესე იგი, კარიერის მხრივ, გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა შენთვის და ამ წელს უფრო მეტს გეგმავ?

–  დიახ, მუსიკის მხრივ, გასული წელი, ნაყოფიერი მქონდა და ეს წელი, ამის შედეგებს მომიტანს.

–  ახალ წელს სად და ვისთან ერთად შეხვდი და რა დაიბედე?

–  მიყვარს ოჯახთან ერთად დღესასწაულის შეხვედრა. თუმცა, სულ სცენაზე მიწევს დგომა და ამის გამო, წლებია, სუფრასთან ვერ ვხვდები შობა-ახალ წელს. ხომ იცით, ეს დღეები, მუსიკოსისთვის, უფრო ფულის კეთების პერიოდია, ვიდრე ქეიფის (იცინის). ამ დროს მეტს გიხდიან, დაახლოებით, სამჯერ მეტს და ამის გამო, უარს ვერ იტყვის მომღერალი. თუმცა, წელს ოჯახთან ერთად შევხვდი თხის წელს და ბავშვობა გამახსენდა, როცა თოვლის ბაბუას ჩემთვის მანეთიანი მოჰქონდა საჩუქრად. დილით მხვდებოდა ეს მანეთიანი ბალიშის ქვეშ და მეც გავრბოდი მაღაზიაში კანფეტების საყიდლად. ახლა არ მანეთობს მანეთი, თორემ კომუნისტების დროს, ერთი მანეთით, იცით, რამდენ კანფეტს იყიდდით? (იცინის) ახლა რომ ვფიქრობ, თოვლის ბაბუის მოტანილი ის მანეთიანი, უფრო თილისმის როლს ასრულებდა, ვიდრე საჩუქრის. რომ მეკითხებიან, რას ელი ამ წლისგანო, ვპასუხობ, უკეთესი თუ იქნება, კარგია, თუ არა და, ნურც ამაზე უარესი იქნება, მეტი არაფერი მინდა-მეთქი. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ, კრიზისი დავძლიოთ, ვიყოთ ოპტიმისტები და დანარჩენი, ყველაფერი მოგვარდება. თან, კარგი ფეხი მაქვს. ფეხბედნიერი მეკვლე ვარ და ყველა მეპატიჟება. სხვათა შორის, ერთ ჩემს მეგობარს დიდი ხანი არ ჰყავდა შვილი. ვუთხარი, მე მოვალ მეკვლედ და შვილი აუცილებლად გეყოლებათ ამ წელს-მეთქი. არ დაიჯერებთ, და მართლაც, იმ წელს შეეძინათ შვილი. ასე რომ, ვისაც გამრავლება უნდა, ჩემს ფეხებს უნდა ენდონ (იცინის). არასდროს დამავიწყდება ის ახალი წელი, პირველად ამერიკაში რომ შევხვდი. ჩემი ქართველი მეგობრები ცხოვრობდნენ იქ და დამპატიჟეს. პირველად ჩავედი ამერიკაში და გადავწყვიტეთ, ახალ წელს ვაშინგტონში  ნამდვილ ქართულად რესტორანში, შევხვედროდით. მოკლედ, ასე გადავწყვიტეთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იქ ახალ წელს დიდად არ აღიარებენ, უფრო შობას ზეიმობენ. მოკლედ, რესტორანში რომ შევედით, მარტო ჩვენ ვისხედით, არც შამპანური ჰქონდათ და არც საჭმელი. 

–  აბა, ასე სასმელ-საჭმლის გარეშე შეხვდით ახალ წელს?

– ოფიციანტმა, ერთი თეფში შემწვარი თევზი მოგვიტანა და სადღაციდან გააძრო რაღაც დასალევი. ასე შევხვდით იმ ახალ წელს, ნამდვილი „გრუზინები” ვაშინგტონში (იცინის).  მერე ვიცინოდით, რა გვინდა აქ, არ ჯობდა, საქართველოში დავრჩენილიყავით და საცივის თეფშში თავჩადებულებს დაგვეძინაო (იცინის).

– ხშირად გიწევს მგზავრობა. ახალ წელს თუ შეხვედრიხარ ცაში?

–  დიახ, ხშირად მიწევს ფრენა და თვითმფრინავშიც ბევრჯერ შეხვედრივარ ახალ წელს. საახალწლო კონცერტები იყო დაგეგმილი 1 იანვარს და ახალი წლის გატარება ცაში მიწევდა. წარმოიდგინეთ, იცი, რომ დედამიწაზე ყველა ქეიფობს და შენ ცაში ხარ გამოკიდებული. თუმცა, არც ღრუბლებში დამიკლია ჭიქის აწევა. ილუმინატორშიც ხშირად ვიხედებოდი, ასე მეგონა, თოვლის ბაბუა ჩაიქროლებდა მარხილით (იცინის). ძალიან მიყვარს ახალი წელი. ჩემს გოგონასაც ძალიან უყვარს და ვცდილობ, მისთვის ყველანაირად სადღესასწაულო გარემო შევქმნა, გავანებივრო საჩუქრებით და ისეთი ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს, როგორიც მე მქონდა. წელს, პირველად შევხვდი ახალ წელს მოსკოვში, უამრავი ასაფეთქებელი ვუყიდე ჩემს გოგოს და უნდა გენახათ, ისეთი ამბავი დავატრიალეთ, გარშემო მყოფებს ეგონათ, მესამე მსოფლიო ომი დაიწყო (იცინის). დამიჯერეთ, ჩემს სუფრაზე, სულ დგას ქართული ღვინო. მეგობრები მიგზავნიან და სადაც არ უნდა ვიყო, სულ მაქვს. მიყვარს მეგობრებთან ყოფნა და არასდროს დამავიწყდება მათთან ერთად საქართველოში გატარებული დრო. ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, ვფიქრობ, რომ ჩავუჯდე, კარგ წიგნს დავწერ-მეთქი, იმდენი მაქვს დღემდე გადატანილი. ბევრ რამეს მივაღწიე, მაგრამ მიზნამდე დღემდე მივდივარ. მადლობა ღმერთს, არავისთან ვალში არ ვარ. ჩემი ნიჭით შევძელი კარიერის შექმნა. მართალია, მილიონები ვერ ვიშოვე, მაგრამ ის, რომ მაფასებენ, გამიმართლა და საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ესეც საკმარისია, რომ ვთქვა, ბედნიერი ვარ-მეთქი.

–  ესე იგი, ასაკში რომ შეხვალ და სცენიდან ჩამოხვალ, მემუარებს დაწერ?

–  მემუარებს დავწერ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ სცენიდან ვერ ჩამომიყვანთ (იცინის). პირველად, სამი წლის ასაკში ავედი სცენაზე და მის გარეშე, ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება. თუმცა, ბავშვობაში სხვა პროფესიაზე ვოცნებობდი.

–  ანუ, რომ არა მუსიკოსი და მომღერალი, ვინ იქნებოდი?

–  მზარეული! ძალიან მიყვარს სამზარეულო და საჭმლის კეთება. ასე რომ, თუ მუსიკაში ვერ მივაღწევდი წარმატებებს, სამზარეულოში იქნებოდა ჩემი ადგილი. მეგობრები მეუბნებიან, კარგი ხელი გაქვსო. მამიდაჩემი მაგარ ტორტებს აკეთებდა. დედაჩემის დაბადების დღე მოდიოდა, ვიფიქრე, მოდი მეც ვცდი-მეთქი და 12 წლის ბიჭმა, ისეთი მარწყვის ტორტი გამოვუცხვე, ბევრ გოგონას შეშურდებოდა. 

–  გავიგე, რესტორნების ქსელის გახსნას გეგმავ საქართველოში და მართალია?

–  ეს კარგი იდეაა. ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ბევრი ფული სჭირდება. შევარჩევ ცენტრალურ უბანს თბილისში, გავხსნი საკუთარ რესტორანს, დავარქმევ, „ბრენდონს” და როცა ჩამოვალ, კარგადაც ვიქეიფებ და ვიმღერებ. ისე, რაც რესტორანს სჭირდება გამომდის – საჭმლის კეთება ვიცი, მენეჯმენტშიც ვერკვევი, ვმღერი და რაღა დარჩა? მგონი, ავიწყვე ცხოვრება (იცინის). 

скачать dle 11.3