რათა შვიდი?
მაშ, რამდენი? – თხუთმეტი!
მაშინ, როდესაც ცივილიზებული სამყარო შოკში იყო მუსლიმანი ტერორისტების მიერ ფრანგი ჟურნალისტების დახოცვის გამო, გაირკვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს სამხრეთ კორეის დაპყრობის 7-დღიანი გეგმა შეუმუშავებია.
რატომ, მაინცდამაინც, შვიდი?! იმიტომ, რომ, არეულობის შემთხვევაში, თურმე, სწორედ ამ ხნის განმავლობაში უნდა მოასწროს ჩრდილოეთმა სამხრეთის დამორჩილება, სანამ ნახევარკუნძულზე ამერიკელი მოკავშირეები დამატებით ძალებს გადასხამენ.
მეტიც, პატივცემულ კიმ ჩენ ინს ისიც კი განუსაზღვრავს, რომ ომი 15 დღეში უნდა დასრულდეს, თუკი ერთი კვირა არ აღმოჩნდება საკმარისი სამხრეთ კორეისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობის ჩასაქრობად.
რაც მთავარია, ომის კიმისეული სცენარი გულისხმობს ასიმეტრიული ომის წარმოებას, მათ შორის, ბირთვული და ბალისტიკური იარაღის გამოყენებას და, რა თქმა უნდა, სპეცდანიშნულების ძალებისაც, რომელთა რაოდენობა ბოლო პერიოდში 200 000-მდე გაზრდილა.
იმავდროულად, დაგმეს, რომ სამხრეთ კორეამ მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებას, რომ ჩრდილოეთ კორეას, შესაძლოა, სანქციები გაუმკაცრონ. თუმცა ჩრდილოელი კიმი თანახმაა, შეხვდეს თავის სამხრეთელ კოლეგას, მაგრამ, მხოლოდ შესაბამის გარემოსა და ატმოსფეროშიო.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ კიმ ჩენ ინი დარწმუნებულია, რომ „ჩრდილოკორეული სოციალიზმის მოდელი საუკეთესოა მსოფლიოში“, არც ისაა გამორიცხული, მხოლოდ სამხრეთ კორეის დაპყრობას არ დასჯერდეს და დანარჩენებიც მიგვასოციალისტუროს.
თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ ამ 7-დღიანი ომის გეგმაც (პათოსით: ჩვენი გმირები დასცხებენ ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით, ოღონდ, ბირთვულით) იმ ოპერიდან იყოს – ჩრდილოკორეელი ასტრონავტები რომ მზეზე გადასხდნენ – და მერე რა, რომ ღამით?! –