კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელთათმანნასროლი

ანუ სიტყვა თავანია… დეპუტატო?!

იმ მარტივი მიზეზით, რომ ბიუჯეტი შესრულდა, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ინფორმაციით, სავსებით ბუნებრივია, რომ ჩემს მოგვარე ხალხის რჩეულს დანაქადნი გაუხსენეს (პათოსით: სიტყვა თავანიაო, ან, გნებავთ, უფრო პოეტურად – სიტყვამ კაცს ცოლი დაატოვებინაო).

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის შუაწელში ფინანსთა მინისტრს დეპუტატმა ხაჩიძემ ვირტუალური ხელთათმანი ესროლა, კერძოდ, შესთავაზა: „თუ თქვენ 2014 წლის ბოლომდე შემოსულობებში შეკრიბავთ 9 მილიარდ 105 მილიონს და გადასახდელებში დახარჯავთ 9 მილიარდ 80 მილიონს, მაშინ საჯაროდ ვამბობ, რომ ბიუჯეტი იქნება შესრულებული და საჯაროდ დავტოვებ დეპუტატის მანდატს. თუ ამ პირობებს ვერ შეასრულებთ, მაშინ ფინანსთა სამინისტრო დარჩეს გარღვეული ბიუჯეტის რაინდის გარეშე და მინისტრის პოსტი დატოვოს.“ 

ზემოთქმული კი იმით დაბეჭდა (რაც მართალია, მართალია, დაგინებით არ დაუგინებია!), რომ გამოსვლაც იწერება და სტენოგრამაც კეთდებაო.

და თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბიუჯეტი შესრულდა, ხალხის რჩეული სავარძელს არ ტოვებს, ვინაიდან ოფიციალურ მონაცემებს არ აღიარებს (არ შესრულებულაო), რაც გვაფიქრებინებს (რათა ფუფლოობა არ დაგვებედოს), რომ ნაძლევამდე ისიც უნდა დავაზუსტოთ, ვის გიტარაზე ავიღებთ სწორებას, რადგან, როგორც აღმოჩნდა, სახელდობრ, ბ-ნი ხაჩიძე მხოლოდ თავის გიტარაზე უკრავს?! – 

скачать dle 11.3