ხალხს მთვრალი ვეგონები
ვერის ხიდის მშენებლობაა, როგორც წესი, მშენებლობის წინ „საუცებისო“ საარყეები იყო ხოლმე... არყის დასალევად მივედით სტუდენტი მეგობრები – მე, ოთარ ჭილაძე, გივი სამსონიძე, უცებ გალაკტიონი მობრძანდა და დახლიდარს უთხრა: აბა, ძამიკო, ჩემი ულუფა ჩამომისხიო. დახლიდარმა 150-გრამიანი ჭიქა გაუვსო. გალაკტიონმა ჯერ ორი ყლუპი მოსვა, პირში დააღვარღვარა და წუთშივე გადმოაქცია, მერე წვერებში ხელით შეისხა და მაგრად შეიზილა... მე გაოცებულმა ვუთახრი, ძია გალაკტიონ, ეგრე რათ აკეთებ-მეთქი, მან კი გახარებულმა მიპასუხა, – „ძამიკო, ახლა რომ გავალ ზემელზე, არყით ვიქნები აქოთებული, ხალხს მთვრალი ვეგონები, მე კი ფხიზელი ვიქნებიო“, – მითხრა და წავიდა.
ჯანსუღ ჩარკვიანის მოგონებებიდან