კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მალავდა ქალი ორი თვის განმავლობაში საყვარლის მკვლელობას და ვინ დააშანტაჟა ის

6-ათასდოლარიანი კრედიტის გამო მეგობარმა უახლოესი მეგობარი მოკლა. დანაშაული იმდენად „სუფთად”  იყო ჩადენილი, რომ თავდაპირველად,  მომხდარი უბედურ შემთხვევად ჩაითვალა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეც უბედური შემთხვევის მუხლით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა. ეგრეთ წოდებულ „უბედურ შემთხვევას” ჰყავდა თვითმხილველი, რომელმაც, როგორც მოგვიანებით,  გაირკვა, ყველა დეტალი ისე  გათვალა, რომ  არა   ორი თვის შემდეგ გამოჩენილი მოწმე,  ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელი სამართლებრივ პასუხისმგებლობას გადაურჩებოდა.

 36 წლის მოსე გ-ძის  გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სამართლადამცველებმა სასწრაფო სამედიცინო სამსახურიდან მიიღეს. მათ გამოძახების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ბინაში ახალგაზრდა მამაკაცის გვამი დახვდათ. მას მუცლის არეში  ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. შემთხვევის ადგილზევე იყო იარაღი, რომლითაც ესროლეს. ბინაში სამედიცინო სამსახური გარდაცვლილის ახლო მეგობარმა 36 წლის ნუკრი ჭ-შვილმა გამოიძახა.  მისი განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს იარაღი გაუვარდა და უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. 

   შემთხვევის ადგილის დათვალიერების და თვითმხილველის დაკითხვის შემდეგ, გამოძიებსითვის ცნობილი გახდა, რომ მოსე გ-ძე, რომელიც კერძო დაცვის სამსახურის მფლობელი იყო და იარაღები ძალიან უყვარდა, საკუთარი „მაკაროვის” მსხვერპლი გახდა. უბედური შემთხვევის დროს, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე, დაცვის თანამშრომელი იყო ნუკრი ჭ-შვილი, რომელიც წარსულში ოპერატიულ სამსახურში მუშაობდა.  ის გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარი და თანაკლასელი გახლდათ. გამოძიებამ უპირველესად ნუკრი ჭ-შვილი დაკითხა. მისი ჩვენების მიხედვით, მეგობრები ერთად იყვნენ საქეიფოდ. ავტომანქანას  მოსე  გ-ძე მართავდა. ქეიფის დასრულების შემდეგ ნუკრი ჭ-შვილმა მეგობარს შესთავაზა, რომ სახლში თვითონ წაიყვანდა და მისი მანქანას საჭესთან დაჯდა. ამონაწერი  ნუკრი ჭ-შვილის ჩვენებიდან: „ეს ბინა მოსეს ექვი თვის დაგირავებული ჰქონდა და იქ მარტო ცხოვრობდა.  როცა სახლში მივედით, მოსე საძინებელ ოთახში შევიყვანე რომ დამეწვინა,  ძალიან ნასვამი იყო. ვიფიქრე, ჩაეძინება და მერე სახლის კარს გავიხურავ-მეთქი. ხუთ წუთში მოსე საძინებლიდან გამოვიდა, მე სასტუმრო ოთახში ვიყავი, ყავას ვსვამდი. მოსეს ხელში „მაკაროვის” პისტოლეტი ეჭირა, ხუმრობა დაიწყო.  ვუთხარი, ნასვამი ხარ, მოაცილე ეგ იარაღი, რითი ვერ მოიკალი ამ იარაღების ჟინი-მეთქი. არაფერი უთქვამს, დამემორჩილა, იქვე, სავარძელში ჩაჯდა. მე სამზარეულოსკენ წავედი, რომ ყავა დამესხა. უცებ გასროლის ხმა გავიგონე, მაშინვე  ოთახში შევვარდი. მოსე ძირს ეგდო, ბარძაყიდან სისხლი სდიოდა, ორ წამში დაკარგა გონი. მაშინვე სასწრაფოში დავრეკე, ექიმები მალე მოვიდნენ, მაგრამ  მოსე უკვე გარდაცვლილი იყო.” 

   სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სიკვდილის მიზეზი გახდა არტერიის დაზიანება, რამაც მწვავე სისხლნაკლულობა გამოიწვია.  დაიკითხნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომელთაც გამოძიების თავდაპირველ ვერსიაში ეჭვი არ შეჰპარვიათ. მათი  დაკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ მოსე გ-ძე იარაღის დიდი მოყვარული იყო. გარდაცვლილის ოჯახი  ნუკრი ჭ-შვილს  ახლოს იცნობდა, ის ერთადერთი იყო, ვისაც ნასვამ მოსეს ანდობდნენ, რადგან ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. ოჯახის დანგრევის შემდეგ კი, აკვიატებები დაეწყო, ღამე მარტო დარჩენის ეშინოდა, რის გამოც ნუკრი ჭ-შვილი მისი ბინის ხშირი სტუმარი იყო.  

    გამოძიების მასალების  და იმ გარემოებების მიხედვით, რაც იქნა მოპოვებული სამართალდამცველების მიერ, საეჭვო თითქმის არაფერი იყო. თუმცა, უბედური შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ  მომხდარ ფაქტს, რომელსაც  მოსე გ-ძე შეეწირა, ჰყავდა კიდევ ერთი თვითმხილველი – 30 წლის ნინო მ-ძე, რომელმაც გამოძიების ვერსია მთლიანად შეცვალა და უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა. ერთი შეხედვით უდანაშაულო ნუკრი  ჭ-შვილი მკვლელობაში ბრალდებულად გამოცხადდა. გამოძიებამ  მომხადრის დეტალების ძიება თავიდან დაიწყო. როგორც ნინო მ-ძისგან გახდა ცნობილი, მოსე გ-ძის ნაგირავებ ბინაში უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია – ახალგაზრდა მამაკაცი მეგობარმა მოკლა. როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი,  ნინო მ-ძე გარდაცვლილ მოსე გ-ძის მეგობარი იყო, თუმცა იქამდე, მას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ნუკრი ჭ-შვილთან. სწორედ მისი მეშვეობით გაიცნო გარდაცვლილმა ახალგაზრდა ქალი და მალულად ხვდებოდა მას. ამის შესახებ ნუკრი ჭ-შვილმა ეჭვი აიღო, ჩუმად ჩაუსაფრდა კიდეც მეგობარსა და საყვარელს და როცა მათ ურთიერთობაში დარწმუნდა,  ჯერ ქალთან, შემდეგ კი მეგობართან, კონფლიქტი მოუხდა. ნინო მ-ძის ჩვენებით, ის მოსე გ-ძის ბინაში იმყოფებოდა იმ დროს, როცა ნუკრი ჭ-შვილმა მეგობარი მოკლა. „ჩვენ სამივე ერთად ვიყავით საქეიფოდ, მოსეს სახლშიც ერთად მივედით. ნუკრი ხუმრობით ამბობდა, დღეს ორივეს ანგარიში უნდა გაგისწოროთო. იარაღი საძინებლიდან მოსემ გამოიტანა, მთვრალმა იცოდა იარაღით ხუმრობა. ნუკრიმ შენიშვნა მისცა, ნუ თამაშობ იარაღითო. მეც შემეშინდა, სამზარეულოში გავედი ყავის მოსადუღებლად. სამზარეულოში ვიყავი, როცა გასროლის ხმა გავიგონე. ოთახში შევვარდი. კარგად მახსოვს, რომ ოთახში ჩემი შესვლისას იარაღი ნუკრის ეჭირა. გაუვარდა ამ უბედურსო, მითხრა. მე პანიკაში ჩავვარდი. ნუკრიმ მითხრა, რომ იქაურობა დამეტოვებინა. თუ ასე არ მოიქცევი, გაგვიჭირდება იმის დამტკიცება, რომ ჩვენ არ მოგვიკალავსო. მე მაშინვე დავტოვე ბინა,  ორი დღის მერე ვნახე ნუკრი. შენ მოკალი მოსე-მეთქი, ვუთხარი. გიჟი ხომ არ ხარ, გაუვარდა იარაღიო, დამიწყო მტკიცება, დამაშანტაჟა, ხმა არ ამოიღო შემთხვევის ადგილზე რომ იყავი, თორემ  ყველაფერს ისე შემოვატრიალებ, ციხეში ამოგალპობენო. შეშინებული ხმას ვერ ვიღებდი.”

 გამოძიებისთვის ასევე, ცნობილი გახდა, რომ  გარდაცვლილმა  მოსე გ-ძემ ნუკრი ჭ-შვილისთვის ბანკიდან ექვსი ათასი დოლარის კრედიტი აიღო, რაც მას ვალების გადასახდელად უნდოდა. ამის შესახებ ნინო მ-ძისთვისაც იყო ცნობილი. ნუკრი ჭ-შვილი მეგობარს ვალს ვერ უბრუნებდა.  ამის გამო ისინი ერთმანეთთან რამდენჯერმე შეკამათდნენ. როგორც მოგვიანებით, საქმის მასალებით გახდა ცნობილი,  მკვლელობის მიზეზი  გახდა ვალად აღებული ექვსი ათასი დოლარი და მეგობარი ქალი, რომელიც  მკვლელობაში ეჭვმიტანილს, ბევრი მცდელობის მიუხედავად, აღარ  ხვდებოდა.  განსასჯელმა სასამართლო პროცესზე ჩადენილი დანაშაული აღიარა და დეტალურად მოყვა, როგორ წაშალა მკვლელობის კვალი და როგორ შეთხზა ვერსია, რომლის მიხედვითაც, მოსე გ-ძე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. სასამართლომ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ნუკრი ჭ-შვილს  ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.          

скачать dle 11.3