კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა რაოდენობის წყალი სჭირდება ტილანზიას?

პასუხი: ტილანზიას ბევრი წყალი არ უყვარს, უფრო მეტიც, რბილი წყლით დანამვა მას საჭირო ოდენობის წყალს აწვდის. ზამთარში იშვიათად მორწყეთ. თვეში ერთხელ მიაწოდეთ 1:4 პროპორციით გაზავებული თხევადი სასუქი და მისთვის ეს საკმარისი იქნება.

კითხვა: რით მოვაშორო მტვერი მონსტერასა და კაქტუსს?

პასუხი: მონსტერას მტვერი რბილი, სველი ნაჭრით ან გრილი შხაპით მოაშორეთ, კაქტუსი კი ეკლებს შორის ფუნჯით ან ბამბიანი წკირით გაწმინდეთ – ასე თქვენი მცენარეები უკეთ იგრძნობენ თავს და მეტ სინათლესაც შთანთქავენ.

კითხვა: როგორ გავზარდო სიმაღლეში სოლია?

პასუხი: ეს მცენარე ხვიარა უფროა, ვიდრე მცოცავი. თუ გსურთ, რომ სიმაღლეში გაიზარდოს, ბადეს ან მავთულის კარკასს უნდა ააყოლოთ. ის ზამთრის ბაღში შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღალი მცენარეების შიშველი ტანის დასაფარავად. 

კითხვა: გამძლე მცენარეა დავალია?

პასუხი: საერთოდ, გვიმრებს ნაზ და ტენის მოყვარულ მცენარეებად მიჩნევენ, თუმცა, ეს სახეობა მათგან განსხვავდება – ის უწყლობასაც იტანს და დაბალ ტენიანობასაც უძლებს. ეს ესპანური მცენარე თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც აიტანს. მართალია, ყინვაში ყლორტები სცვივა, მაგრამ, ნამდვილად არ დაგაღალატებთ და სითბოში ახალს გამოიღებს.

კითხვა: მაქვს დიდი ხნის ციპერუსი. მინდა, რომ ახალი გავახარო. როგორ გავამრავლო?

პასუხი: ძველ ციპერუსს მოატეხეთ ყლორტი და ჩადგით წყლიან ჭურჭელში. წყალში ყლორტი  ფესვს მალე გამოიღებს. უკვე დაფესვიანებული ყლორტი ჩარგეთ ტენიან მიწაში და ახალი მცენარეც მალე წამოიზრდება.

კითხვა: რისთვის არის საჭირო ნერტერას დანამვა?

პასუხი: დანამვა საჭიროა მცენარის ნაყოფის განვითარებამდე. ეს პროცესი მას უფრო მოუმატებს ტენს. რაც ხელს შეუწყობს ნერტერას ყვავილობასა და კენკრის სწრაფად დამწიფებას. ყვავილობის პერიოდშიც და განსაკუთრებით – ზაფხულში, მცენარის ნიადაგი ტენიანი უნდა იყოს.

კითხვა: როგორ იტანს მანდევილა სიმშრალეს?

პასუხი: მანდევილას ნიადაგი არასდროს მშრალი არ უნდა იყოს. ზრდის პერიოდში რეგულარულად უნდა მორწყათ ხოლმე. მას მიწა ყოველდღიურად უნდა შეუმოწმოთ, რომ არ გამოშრეს. მართალია, ზამთარში იშვიათად სჭირდება მორწყვა, მაგრამ, ნიადაგი ამ დროსაც არ უნდა იყოს მშრალი. ტენი მანდევილას მარადმწვანე ფოთლების შენარჩუნებაში უწყობს ხელს.

კითხვა: ფინიკის პალმაზე ჩრდილი ცუდად ხომ არ მოქმედებს? ვამჩნევ, რომ კარგად ვერ ხარობს.

პასუხი: თუ თქვენ ჩრდილში გიდგათ ეს მცენარე, ის მართლაც ვერ გაიხარებს.  მისი გამძლე ფოთლები მზეს იტანს, მაგრამ ჩრდილს – ვერა, ამიტომ, კარგად განათებულ ადგილას უნდა დადგათ. გირჩევთ, რომ ფინიკის პალმა ზამთრის ბაღში გადაიტანოთ.

კითხვა: ბინაში მაქვს საკმაოდ კარგად გახარებული სენეციო. მეშინია, რომ ზამთრის სიცივემ არ დააზიანოს. ხომ ვერ მეტყვით, რა ზომები მივიღო?

პასუხი:  სენეციოს სითბო და მზეზე ყოფნა ნამდვილად მოსწონს. საერთოდ, მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ეცადეთ, რომ ზამთარში 10 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ, რათა ზედმეტმა სიცივემ მცენარე არ დააზიანოს. გრილ დღეებში ერიდეთ მის ხშირ მორწყვას.

скачать dle 11.3