რომელი ასტროლოგიური ქვა დაგვიცავს საშიშროებების, ღალატისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან 2015 წელს
ძველად ადამიანებს სჯეროდათ ქვების სასწაულმოქმედებისა და მაგიური ძალის, ამიტომ მათ არა მარტო სამკაულების სახით იყენებდნენ, არამედ, ატარებდნენ როგორც თილისმას. ქვები ზემოქმედებენ ჩვენზე, ჩვენს აურაზე და შეუძლიათ, გადმოგვცენ თავისი ძალა. ნებისმიერი ზემოქმედება კი, შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. 2015 წლის კონკრეტულ თვეში დაბადებული ადამიანისთვის, თილისმურ ძალას კონკრეტული ასრტოლოგიური ქვა იძენს. ამიტომ, საჭიროა, იპოვოთ ზუსტად „თქვენი” ქვა, რომელიც თქვენი თილისმა გახდება და დაგეხმარებათ ცხოვრებაში.
ალმასის ქვა მათთვისაა, ვინც აპრილში დაიბადა. მას განსაკუთრებული, უჩვეულო ძალა აქვს და ადამიანს გამბედაობას ჰმატებს. ითვლება, რომ, ის, ვინც ალმასს ატარებს, შეუძლია, მშვიდად გადაიტანოს სიძნელეები და იოლად გაუმკლავდეს პრობლემებს. ეს ქვა ანელებს დაბერების პროცესს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აძლიერებს იმუნიტეტს. ის დადებითად მოქმედებს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე და მამაკაცის სექსუალურ პოტენციაზე, აახალგაზრდავებს ორგანიზმს.
თუ მაისში დაიბადეთ, თქვენი თილისმა ზურმუხტია – ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძლიერი ძვირფასი ქვა. ამ ულამაზეს მწვანე ქვას „ბედნიერების თილისმასაც” უწოდებენ. ზურმუხტი დაგიცავთ ყველაფერი ცუდისგან, მოგანიჭებთ მხიარულებასა და სიხარულს, მფლობელის მიმართ იწვევს სიმპათიას და ვნებიან, ერთგულ სიყვარულს. ამას გარდა, ზურმუხტი ნამდვილი მკურნალია – ის აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს გულს და მწყობრში მოჰყავს ორგანიზმის ყველა სისტემა.
მარგალიტი თილისმად გამოდგება ივნისში დაბადებულთათვის. საერთოდ, ის ითვლება მხოლოდ ქალურ ქვად და, სიწმინდის, სულიერი სისუფთავის, ერთგულებისა და წმინდა სიყვარულის სიმბოლოა. აძლიერებს ცოლქმრულ ურთიერთობებს და იცავს მელანქოლიისგან. მარგალიტი დაეხმარება თავდაჯერებულ და თავისი საქმის ფანატიკურად ერთგულ ადამიანებს – საშუალებას აძლევს მათ, იაზროვნონ ობიექტურად, ამასთან, ეხმარება შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში.
ლალი უნდა ატარონ ივლისში დაბადებულებმა. ეს არის ძალაუფლების, ძლიერებისა და ცეცხლის სიმბოლო. მისი სტიქია – სიყვარულია. წითელი ლალი შეყვარებულების გულებში ვნებას აღვივებს და თავბრუდამხვევ გრძნობებს იწვევს. ლალი ლიდერების ქვაცაა. ის მათ ანიჭებს ძალას, უშიშრობას, ჰპირდება ახალ გამარჯვებებსა და შემოქმედებით იმპულსებს, ხოლო მშვიდ, მორცხვ ადამიანებს ანიჭებს თავდაჯერებას და ეხმარება მათ კომპლექსებისგან თავის დაღწევაში. ამას გარდა, ლალი დაგიცავთ ავი თვალისაგან და აღგიდგენთ დახარჯულ ძალებს.
ქრიზოლითი თილისმაა აგვისტოში დაბადებულთათვის, და იცავს მათ საშიშროებებისა და ღამის კოშმარებისგან. ეს ქვა მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, დაგეხმარებათ კონფლიქტების არიდებაში, ხელს უწყობს ოჯახურ ბედნიერებას. არ არის საჭირო ქვა-თილისმების სპეციალური დამუხტვა - საოცარი ძალა მათ ბუნებამ მიანიჭა.
საფირონი თილისმაა მათთვის, ვინც სექტემბერში დაიბადა. ის „ბრძენთა” ქვა და კეთილშობილების სიმბოლოა, რომელიც კოსმოსის ძლიერ ენერგიას ასხივებს; ასევე, აძლიერებს გონიერებს და ადამიანს უბიძგებს მორალური და სულიერი სიწმინდისკენ. საფირონი ავითარებს მეხსიერებას, მფლობელს იცავს ჭორებისა და შიშისგან.
აკვამარინი შეიძლება იყოს თილისმა ოქტომბერში დაბადებულთათვის. ეს ქვა იცავს მის მფლობელს საშიშროებებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან, ავითარებს გაბედულებას, აცოცხლებს გონებას, თრგუნავს სიზარმაცეს, აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს მეხსიერებისა და ორატორული ხელოვნების განვითარებას. აკვამარინი უნდა ატარონ მეუღლეებმა, რადგან ის აძლიერებს სიყვარულს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას.
ტოპაზი ნოემბერში დაბადებულებს გამოადგებათ. მის მფლობელებს შეუძლიათ, თავიანთ ნებას დაუქვემდებარონ გარშემო მყოფები და შთააგონონ საკუთარი აზრები. ზოგიერთები ტოპაზს „შინაგანი გაბრწყინების” ქვასაც ეძახიან. ის ავითარებს ინტუიციას, ფარდას ხდის საიდუმლოებებს და, რაც მთავარია, მფლობელისთვის სიმდიდრე მოაქვს.
ფირუზი დეკემბერში დაბადებულთათვისაა. მას „ბედნიერების ქვასაც” უწოდებენ. მისი ტარება წარმატებას მოგიტანთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ. ის ოჯახში დაამყარებს მშვიდობას. ამას გარდა, ფირუზს „შეყვარებულების ქვასაც” ეძახიან. ის მუდმივი ახალგაზრდობისა და იმედების სიმბოლოა და სიყვარულში ბედნიერება მოაქვს.
თუ იანვარში დაიბადეთ, ძოწი თქვენი თილისმაა. აღვიძებს მგრძნობელობასა და ვნებას. მისი ტარება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაღლილია ან დეპრესიაშია, რადგან ის დაგიბრუნებთ ცხოვრების ინტერესს, შეგმატებთ სიმხნევესა და ოპტიმიზმს, აგარიდებთ საშიშროებასა და უბედურ შემთხვევებს, დაგიცავთ ღალატის, გათვალვისა და ჯადოსაგან.
მათ, ვინც თებერვალში დაიბადა, უნდა ატარონ ამეთვისტო. მისი ტარება დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სულიერი ტკივილებისგან, მოიპოვოთ სიმშვიდე, წონასწორობა და ჰარმონია. ის გულწრფელობისა და მშვიდობისმოყვარეობის სიმბოლოა. ზოგიერთი მას განშორების ქვად მიიჩნევს, მაგრამ, ეს ასე არ არის, უბრალოდ, ამეთვისტო ფარდას ხდის სიცრუესა და ღალატს. ის დაგეხმარებათ ძველი, უიღბლო სიყვარულის დავიწყებაში, გულს ახალი სიყვარულისთვის გადაგიშლით და ცდუნებისგან დაგიცავთ.
ოპალი მარტში დაბადებულთა ქვაა. მან თავისთვის წყლის მაცოცხლებელი ძალა აირჩია, ამიტომ, ყველაზე მეტად გამოადგებათ თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. ოპალმა წყლისგან არა მხოლოდ ენერგეტიკა აიღო, არამედ, საოცარი ფერებიც. არსებობს ოპალი შავი, თეთრი და მოცისფრო ელფერით. ამასთან, მას შეუძლია ფერის შეცვლა: თუ ის გაღიავდა – კარგი ამბავი მოხდება, ხოლო, თუ გამუქდა – ცუდს უნდა ელოდოთ. ოპალი ეხმარება ურთიერთგაგებასა და მეგობრული და ნათესაური კავშირების გამყარებას.