კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ეგოისტური მოსაზრებით

 

როცა ხვდები, რომ ყველაფერი მორჩა, უკანდასახევი გზა მოჭრილია... როცა იმ ადამიანთან, რომელიც ერთ დროს შენთვის ყველაზე ძვირფასი და ახლობელი გეგონა, უკვე აღარაფერი გაკავშირებს, დროა, იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე და დაასრულო! ეს ის შემთხვევაა, როცა ეგოიზმი მხოლოდ დასაშვები კი არა, სასურველი და აუცილებელიც კია. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ უსიხარულოდ იცხოვრო და იარსებო. კომპენსაცია, ფაქტობრივად, არ არსებობს. უნდა იხელმძღვანელო ეგოისტური მოსაზრებებით. ზოგიერთ ქალს შეუძლია, ქმართან ისე იცხოვროს, როგორც ერთმანეთთან კეთილგანწყობილმა მეზობლებმა. ისინი გეტყვიან, რომ ამას შვილების გამო აკეთებენ. მათი არგუმენტი სრულიად გასაგებია და ბევრისთვის მისაღები, მაგრამ ბედნიერების უფლება ყველას აქვს – ყველას, განურჩევლად მისი სქესისა და ასაკისა. თუმცა, მოდი, ვიყოთ გულახდილები – ყველა ისე ცხოვრობს, როგორც მოსწონს და ამაში ცუდი არაფერია. პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა იბადება ახალი სიყვარული. ის შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გეწვიოთ და თუ ამ დროს ეგოისტურად მოიქცევით, სინდისი ძალიან ნუ შეგაწუხებთ, ესეც ბუნებრივია. საკუთარ თავს შანსი ყოველთვის უნდა მისცეთ. მით უმეტეს, როცა ამ შანსზე თქვენი ბედნიერებაა დამოკიდებული.

 

წარმოიდგინეთ!..

 

წარმოიდგინეთ, ცხოვრობს მშვიდად და ბედნიერად წყვილი – ერთმანეთისთვის უახლოესი ადამიანები. მათ უნდათ და უყვართ ერთმანეთი... უცებ, სრულიად მოულოდნელად, თითქოსდა არაფრისგან, იწყება ცოლქმრული ომი. თავიდან, ის შეიძლება, არასერიოზულიც კი იყოს.  ხდება ისეც, რომ ქარიშხლისებურ, ემოციურ და ერთი შეხედვით, საშიშ ჩხუბს, საკმაოდ მხიარული დასასრული აქვს – ბედნიერი შერიგება... ცოლქმრულ ცხოვრებას ბევრი პრობლემა ახლავს. ოჯახი ზოგჯერ ბრძოლის ველადაც იქცევა ხოლმე. ბობოქრობს ვნებები და ემოციები... ბეჭედი პასპორტსა და თითზე... ერთად გატარებული წლები... საერთო სახლი... შვილები... ერთ დღეს კი შეიძლება აღმოაჩინო, რომ სრულიად უცხო ადამიანი გყავს გვერდით. რა უნდა ქნა მაშინ, როცა ეს „უცხოობა“ ძალიან შემაწუხებელი ხდება. ისეთი შემაწუხებელი, რომ გინდა, ადგე და წახვიდე. იწყება შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელი, ყვირილი და მტრული შეძახილები... რა აზრი აქვს, რის საფუძველზე დაიწყო ომი. მთავარია, ეს ომი გადაიტანო მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე და გადაარჩინო შენი ქორწინება. ყველაზე მარტივია და აუცილებელიც, გააანალიზო, რატომ იწყება თქვენ შორის ჩხუბი და წარმოიდგინო, როგორ შეიძლება, ამ მიზეზების განეიტრალება... თუ კონფლიქტი ძველია და „გაყინული“, მაშინ პრობლემა კიდევ უფრო სერიოზული ყოფილა. წყენის გულში ჩადება ერთ-ერთი წინაპირობაა „გაყინული კონფლიქტების“ შექმნისა. ამიტომ არის აუცილებელი ხშირი და გულახდილი საუბრები მეუღლეებს შორის. თქვით დროულად ის, რაც გაწუხებთ. ეს საჭიროც არის და აუცილებელიც.

 

კონფლიქტის სიკეთე!

 

ზოგჯერ კარგიცაა, როცა მეუღლეებს შორის ხმაურიანი კონფლიქტი იწყება – როცა წყენა გროვდება... როცა პრეტენზიები არ გამოითქმება... როცა ერთმანეთის ისე აღარ ესმით... უმჯობესია ჩხუბი, რომ გასარკვევი ბოლოს და ბოლოს, გაირკვეს. ეს იმას ჰგავს,  ვულკანმა მაშინ ამოხეთქოს, სანამ ის ჯერ კიდევ პატარაა და მეტ-ნაკლებად უწყინარია, ვიდრე მაშინ „გამოთქვას“ „პრეზენტია“, როცა გარშემო ყველაფრის განადგურების ძალა შესწევს. მთავარია, პარტნიორი მტრად და საშინელებად არ აღიქვათ. არც კონფლიქტი განიხილოთ სამყაროს აღსასრულად... არის შემთხვევები, როცა ცოლ-ქმარს საერთოდ არ ესმის, რატომ ცხოვრობენ ერთად, რა აკავშირებთ და რატომ ვერ შორდებიან. ნუ შეგეშინდებათ კონფლიქტის. ასეთ დროს იდეებიც ჩნდება და პრობლემების გადაჭრის გზებიც.

იფიქრეთ იმაზე, რომ შეიძლება, ჯერ კიდევ კარგად არ იცნობთ თქვენს პარტნიორს ან მაშინ არ იცნობდით, როცა თქვენი ცხოვრება დაუკავშირეთ. შეიძლება, ცხოვრება ერთმანეთის გარეშეც ბევრ სტრესს გაყენებთ. დღის განმავლობაში თქვენზე და მასზე გამაღიზიანებელი ფაქტორები მოქმედებს. ამასაც გათვალისწინება სჭირდება.

კონფლიქტმაც შეიძლება მოიტანოს სიკეთე, თუკი შეგიძლიათ მოლაპარაკებების დონეზე მოაგვაროთ ის.

რა ხდება? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ისევ თქვენ შეგიძლიათ. მთავარი კრიტერიუმი თქვენი ქმედებების უსაფრთხოება უნდა იყოს – თქვენი ოჯახისა და თქვენი ურთიერთობის უსაფრთხოება.

 

ბედნიერების რეცეპტი

 

მხოლოდ სიმღერებში, რომანებსა და ფილმებშია ყველაფერი ადვილი და მარტივი: „მთავარია „ის“ იყოს ჩემ გვერდით  და დანარჩენს არაფერს აქვს აზრი“... ცხოვრება გაცილებით რთულია და მრავალწახნაგა. არც ბედნიერების უნივერსალური რეცეპტი არსებობს. ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია. ძველ ბერძენ ქალღმერთებსაც კი არ შესწევდათ უნარი, მარტივად ეპოვათ ბედნიერება. ისინიც იღვწოდნენ და წვალობდნენ. მარცხდებოდნენ და იმედგაცრუებულები, არც შურისძიებას თაკილობდნენ. შურისძიებისგან ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ნამდვილად არ არის ადვილი, იყო ჩვეულებრივი მოკვდავი და ცდილობდე შენი პატარა ბედნიერების პოვნას... ამ მძიმე ცისქვეშეთში შენი ადგილის პოვნას. იმ ადგილისას, სადაც თავს მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობ. ასე რომ, თავიდანვე იცოდეთ ვერავინ დაგეხმარებათ – დასახეთ სამოქმედო გეგმა – განსაზღვრეთ პრიორიტეტები. ისწავლეთ, როგორ მიიღოთ სიამოვნება ყოველდღიური წვრილმანებისგან. დააფასეთ ის, რაც გაქვთ. შეეცადეთ, ხშირად არ მიიხედოთ უკან და აწმყო, ანუ დღევანდელობა, არ მოიშხამოთ. შეგიძლიათ, ეს ყველაფერი ბედნიერების რეცეპტადაც მიიღოთ, დანარჩენი ინგრედიენტები თავად დაუმატეთ.

 

არც ისე რთული...

 

ჭკვიანია ის, ვინც ადამიანებს ქალებად და მამაკაცებად არ ყოფს, თუმცა, სქესთა შორის განსხვავება ნამდვილად არსებობს. თუ შევეჩვევით იმას, რომ დავინახოთ პიროვნება სქესში და არა სქესი პიროვნებაში, ამით მხოლოდ გავიადვილებთ ურთიერთობას და ცხოვრებაც უკეთესი გახდება. სხვათა შორის, ადამიანის ღირსებები ნაკლებად არის დამოკიდებული მის გენდერულ კუთვნილებაზე. ისედაც, გენდერული განსხვავებები, არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ ფიზიოლოგიურია. ფემინიზმიც არ არის სიბრძნით გაჟღენთილი – რა არის იმაში ცუდი, თუ მამაკაცი გზას დაგითმობთ, კარს გაგიღებთ, თაიგულს გაჩუქებთ და ხელზეც გაკოცებთ? ვითომ, ეს ყველაფერი ძალიან დაგამცირებთ?! არ არის რთული, იყო სასურველი ქალი  ძლიერი მამაკაცისთვის. წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნება, მართლაც რომ გავუთანაბრდეთ მამაკაცებს. ძალიან მალე დაგვავიწყდება, რა ჯადოსნური განცდაა, იყო ქალი – მომხიბვლელი, ლამაზი... ვაღიაროთ ისიც, რომ მოგვწონს, როცა ზოგჯერ სისუსტეს ვიჩენთ. დიდი ხანია, აღარავინ გვაიძულებს, მთელი დღე სამზარეულოდან არ გამოვიდეთ. შეგვიძლია, ვაკეთოთ საყვარელი საქმე და ვიყოთ თავისუფლები. თუ თავად არ გახდებით ვინმეზე დამოკიდებული, ამას ვერავინ მოგახვევთ ძალით თავს, მთავარია, არ მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება სხვის აზრს; მით უმეტეს, ნუ დაემონებით სტერეოტიპებს. თავისუფლება ჩვენს შიგნით არის. არც ისე რთულია, იყო უბრალოდ ქალი, რეალური ქალი და ამით უდიდესი სიამოვნება მიიღო ყოველდღიურ სიხარულებთან ერთად...

скачать dle 11.3