კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მე ჩემს თავს არ მივიჩნევ წმინდა ზიარების ღირსად და ამიტომ მხოლოდ ერთხელ ვეზიარები წელიწადში. სწორად ვიქცევი თუ არა?

პასუხი: ვართ თუ არა წმინდა ზიარების ღირსნი, ამის მსაჯულად დადგენილნი არიან მღვდელმსახურნი აღსარების საიდუმლოს პროცესში. ამიტომ, ვინც თვითნებურად აყენებენს თავს ზიარების მიღმა, არასწორად იქცევა და წარმართსა და ერეტიკოსს ემსგავსება.

კითხვა: უნდა მოინათლოს თუ არა ადამიანი ხელმეორედ, როდესაც ის რომელიმე სექტიდან ისევ მართლმადიდებელ ეკლესიას უბრუნდება?

პასუხი: ნათლობა მხოლოდ ერთხელ ხდება. რომელიმე სექტიდან დაბრუნებული ადამიანი სასჯელად იღებს ეპიტიმიას. ამ საკითხს უკეთესად გადაჭრის მისი მოძღვარი.

კითხვა: სიზმარში ძალიან ხშირად ვნახულობ ეკლესიას, ხატებს და სანთლებს. რაზე მიუთითებს ჩემი სიზმრები?

პასუხი: ეკლესიის წმიდა მამები გვირჩევენ, სიფრთხილით მოვეკიდოთ სიზმრებს. მით უფრო, თქვენი სიზმრების გამო შესაძლოა, ხიბლში ჩავარდეთ და საკუთარ თავზე აღმატებული წარმოდგენა შეგექმნათ. ამიტომ, აჯობებს, ცხადში მიეახლოთ ეკლესიას, აანთოთ სანთლები ხატებთან – იცხოვროთ ეკლესიურად, თქვათ აღსარება და ეზიაროთ.

კითხვა: არსებობს თუ არა მისალმების წესი?

პასუხი: თუ დაელოდებით, რომ შემხვედრმა მოგცეთ სალამი და შემდეგ თქვენ უპასუხოთ – ეს ქედმაღლობისა და პატივმოყვარეობის ნიშანია. ეცადეთ, პირველი მიესალმოთ მტერსაც და მოყვარესაც.

скачать dle 11.3