კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ცხოვრობენ დღევანდელი ადამიანები მოწესეობის მიხედვით და რატომ არ შეიძლება მეტანიებით და სხვა წესებით ქრისტიანების დასჯა

მიუხედავად იმისა, რომ შობის დღესასწაულს ყოველ წელს აღვნიშნავთ ქრისტიანები, მას მუდმივად წინ უძღვის მოსამზადებელი პერიოდი. მაგრამ, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის მაინც რთულია ამ დღის მნიშვნელობის ბოლომდე გააზრება და შესაბამისად, შობისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– არა მხოლოდ დღეს, არამედ საუკუნეების განმავლობაში, ადამიანებმა დაკარგეს ამ დღის სწორად აღქმის უნარი. სარწმუნოებაზე რომ ვსაუბრობთ, ბევრი ადამიანი, სხვადასხვა იდეოლოგია, ფილოსოფიური მიმდინარეობები ითხოვენ რწმენის დასაბუთებას. მაგრამ, რწმენა არ არის გრძნობიერი სიცხადე, სიცხადე რაციონალური, ან ფაქტობრივი – ფაქტებით რწმენას ვერ დაასაბუთებ. როცა გეკითხებიან: დამიმტკიცე, რომ ღმერთი არსებობს და დავიჯერებო, მაშინ, შენ ჰკითხე საპასუხოდ: შენ დამიმტკიცე, რომ არ არსებობსო, მაგრამ ის ამას ვერ მოახერხებს. როცა ადამიანები ამბობენ, რომ მე ღმერთი არ მინახავს და ესე იგი, არ არსებობს, მათ ასეთ რამეს ვკითხავ: ვის უნახავს საკუთარი აზრი, გონი, რომელიც არამატერიალურია? მათივე ლოგიკით თუ მივუდგებით, გამოდის, რომ რადგან საკუთარი აზრი, გონი არ უნახავს, ესე იგი, მას არც აზრი აქვს და არ გონება – რაც არასწორია. თუ ვიტყვით, ქრისტე არ მოსულა, არ შობილა, არ განკაცებულა, ეს მხოლოდ კარგი ლეგენდაა, მაშინ 2000 წლის განმავლობაში რატომ გრძელდება ქრისტიანების დევნა? იმ ღამეს მაცხოვრის შობის სიხარული რატომ იყო ჰეროდესგან ჩაკლული? იმ საღამოსვე მაშინდელი მსოფლიო, მმართველობა აშღფოთდა და ჰეროდემ ათასობით ჩვილი დაახოცინა. ანუ, თუ ასეთი უბრალო და უმნიშვნელო ადამიანი იყო, რატომ გრძელდება მის წინააღმდეგ 2000 წლის განმავლობაში ბრძოლა? რომის იმპერია აბსოლუტურად შემწყნარებელი იყო მაშინ არსებული ყველა რელიგიის მიმართ, არავის დევნიდა რელიგიური ნიშნით და რატომ მაინცდამაინც ქრისტიანობას დაუწყო დევნა? ზოგმა შეიძლება, თქვას: იმიტომ, რომ ქრისტიანები პატივს არ მიაგებდნენ იმპერატორს, როგორც ღვთაებას, მის ღვთაებრივ წარმომავლობას. მაგრამ, არც იუდეველები მიაგებდნენ იმპერატორს, როგორც ღვთაებას, პატივს. მაგრამ რატომ არ ხდებოდა მათი დევნა? ანუ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქრისტე ნამდვილად მოვიდა, განკაცდა, აღარაფერს ვამბობ ისტორიულ ფაქტებსა და პიროვნებებზე. 

  მაცხოვარი ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს ამბობს: მოვა დროს, როდესაც არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში ადამიანები არ სცემენ ღმერთს თაყვანს. არამედ ადამიანები მამას, ღმერთს თაყვანს სცემენ სულითა და ჭეშმარიტებით. სულში და ჭეშმარიტებაში გამოიხატება მთელი არსი ქრისტიანობის. მაგრამ, სულისა და ჭეშმრიტების სწორი გაგება, შემეცნება დიდი ხანია, დავკარგეთ. საუკუნეების განმავლობაში და დღესაც თაყვანისცემა ხდება არა სულითა და ჭეშმარიტებით, არამედ ტიპიკონებით, მსახურებით, წესების შესრულებით, განწესებით... რომ მერე შევიქოთ თავი, რაღაც პლუსები ჩავიწეროთ საკუთარ თავთან. ისე მივეჩვიეთ ჩვენს დღევანდელ ყოფას, რომ თუნდაც ის მმარხველი, ეკლესიური ადამიანები ერთმანეთს ველაპარაკებით არა იმ აღქმიდან, რასაც სული და ჭეშმარიტება ჰქვია, არამედ ქაოსის ენაზე. დღეს იმასაც გადავეჩვიეთ, დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენ, ყველას ხსნა, გადარჩენა გვჭირდება და ამის მოპოვებას სწორედ ის სული და ჭეშმარიტება სჭირდება, რასაც ადამიანი ტიპიკონით, ქმედებებით, წესებით, განრიგებით ანაცვლებს. სინამდვილეში კი ეს სულისა და ჭეშმარიტების გარეშე, არაფერს ნიშნავს. ეს საშუალებებია და არა იმის მოტივაცია, რომ ადამიანი გადარჩეს. ჩვენ ხშირად გვახსენდება ჯვარზე გაკრული ავაზაკი, რომელსაც არც საღვთისმეტყველო ნაშრომი დაუწერია – ვერავინ წამიკითხავს მის ნააზრევს, არ დადიოდა ტაძარში, არ ასრულებდა მოსეს სჯულდებებს. მაგრამ, პირველი შევიდა სამოთხეში. ამის გარანტი კი გახდა ის, რომ მიხვდა: მას, როგორც ყველა ადამიანს, დაცემის შემდეგ სჭირდება ხსნა.

– დღეს, არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ იფიქროს: მეც ვიცხოვრებ ისე როგორ მინდა, არ ვივლი ეკლესიაში და ერთ დღესაც შევინანიებ ავაზაკივით და შევალ სამოთხეში. 

– კი, არ არის გამორიცხული და ასეთი აზრი დღეს აქტუალურია. მე არ ვამბობ, რომ სჯულდება, მცნებების აღსრულება, ეკლესიაში სიარული არ არის საჭირო. საჭიროა, მაგრამ ის მაშინ არის ქმედითი, თუ ადამიანს ავაზაკივით აქვს იმის შინაგანი განცდა, რომ მე, ჯვარზე გაკრული ვამბობ: ვიმსახურებ იმას, რაც დავაშავე და ვინანიებ მთელი გულით. ანუ, მარტო წესებს არ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. უნდა მივიდეთ იმის აღიარებამდე, რომ ხსნა მჭირდება – მხსნელი, რადგან ვიღუპები სულიერად და მჭირდება ქრისტე, როგორც გადამრჩენი. ქრისტეც მოვიდა ბნელში მჯდომ ადამიანებთან, რომ სახარებით მიეტანა მათთვის სინათლე მაცხოვნებელი დოქტრინის სახით. მთავარია, ჩვენ ვაღიაროთ, რომ დღესაც სიბნელეში ვსხედვართ და  თან დაგვყვება სიკვდილის აჩრდილი. ქრისტე იმისთვის არ მოსულა, რომ მოეცა კარგი საჭმელი, სამსახური. ანუ, დღეს გვინდა, რომ მაცხოვარი სანტა კლაუსი იყოს, რომელიც სურვილებს შეგვისრულებს. ჩვენ გვავიწყდება, რომ ქრისტე კი მოვიდა, მაგრამ ის სოციალურ თემას არ შეხებია და არ უთქვამს ის სიტყვები, რომელსაც დღეს ხშირად ვხმარობთ როგორც ადამიანები, ასევე მოძღვრები: ყველაფერი კარგად იქნება. ანუ, მოდის ადამიანი, რომელსაც სივრცესა და დროში გაწელილი პრობლემები აქვს და ჩვენ იმის მაგივრად, რომ მათ დავეხმაროთ, ვასწავლოთ როგორ მოიქცეს განსაცდელის ჟამს, როგორ გადალახოს პრობლემები, ვეუბნებით: ყველაფერი კარგად იქნებაო. ყველაფერი კარგად იქნება – ეს ქრისტეს არასდროს უთქვამს. თანამედროვე ერთ-ერთი მოძღვარი ამბობდა, რომ ორი სიტყვაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან და ის უნდა ამოიღოს ქრისტიანმა თავისი ლექსიკონიდან: უტოპია და ესკაპიზმი, ანუ ოპტიმისტი და პესიმიზმი. მე მოვდივარ ეკლესიაში, ვფიქრობ: ყველაფერი კარგად იქნება ჩემს ცხოვრებაში და ვაღიარებ ქრისტეს. მაგრამ, თუ ასე არ მოხდება, მაშინ ვამბობ: ქრისტე ჩემთვის არ არსებობს და ვხდები პესიმისტი. ამიტომაც, ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ – რეალობა. რელობა კი ის არის, რომ ქრისტე მართლა იშვა, განკაცდა, ჯვარს ეცვა ჩვენთვის, არა იმიტომ, რომ ჩვენთვის ბედნიერება შეექმნა, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ, ყველანი განწირულები ვართ, ვიღუპებით და უნდა ვაღიაროთ, შევიგრძნოთ, რომ გვჭირდება ქრისტე გამომხსნელი. 

– როდესაც წესებსა და განწესებებზე საუბრობთ, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეკლესიაში სხვადასხვა წესია. ამას ხშირად ადამიანები, მრევლი და სასულიერო პირები აწესებენ, ეკლესიურ წესებს არქმევენ.

– ეს მოწესეობაა: გააკეთე ის, არ გააკეთო ეს, არ წახვიდე იქ, აქ. ქრისტე მოწესეობას ამხელდა, რომლითაც მაშინდელი მორწმუნე, ელიტური საზოგადოება იყო დაკავებული. დღეს ჩვენც ასე ვართ. მეტანიების თემა რომ ავიღოთ – ადამიანმა დააშავა რაღაც და მოძღვარი ავალებს მას, შეასრულოს 198 ან 293 მეტანია. ისიც მიდის და ასრულებს, ან არ ასრულებს. დავუშვათ, შეასრულა და მოვიდა უკან, რა მოხდა ამით: მან გაანალიზა ის, რაც დააშავა, გამოსწორდა, ან რატომ არის მეტანიები დასჯის საშუალება? მეტანია ხომ ღვთის სადიდებელია და არანაირად დასჯა. ან, დასჯა რა შუაშია? ღმერთი ხომ არავის სჯის, ის ხომ სიყვარულია. აბა, ვის ვემსახურებით ის ადამიანები, მრევლი თუ სასულიერო პირები, რომლებსაც ძალისმიერ მეთოდებზე აქვთ აქცენტი გაკეთებული ანუ მოწესეობაზე: შენ უნდა გააკეთო ეს, შენ შესცოდე, შვილო ჩემო, წაიკითხე 30-ჯერ ღვთისმშობლის დაუჯდომელი და ერთი კვირის განმავლობაში, დღეში 20 კანონი წაიკითხე, მაგრამ არ გაბედო, ღამის 12 საათის შემდეგ სახარება წაიკითხო. ეს დიდი დანაშაულია. შარვლიანი ქალი არ შემოვუშვა ეკლესიაში, სამაგიეროდ, უნდა შემოვუშვა ვიღაც ბიზნესმენი, საკურთხეველშიც შემოვიყვანო, რადგან ის კარგი შემომწირველია, თუმცა ცოდვილი. იმ გოგოს, რომელიც ღმერთის ხმამ მოიყვანა ეკლესიაში, შეიძლება, წესებიც არ იცის, ვეჩხუბებით, არ ვუშვებთ ეკლესიაში. ამას რა შეიძლება, დაერქვას: მოწესეობაა და მეტი არაფერი. თუ ასე ვიქცევით, ესე იგი, არ ვართ მოძღვრები, არც ის ქრისტიანები, ვინც ადამიანებს ღმერთის შესახებ ჭეშმარიტებას ვასწავლით, რომელიც სიყვარულში მდგომარეობას. ამ მდგომარეობის გასამართლებელი არაფერი წერია სახარებაში, პირიქით, სახარებაში მისი მხილებაა მოტანილი. შენ უნდა ემსგავსო ღმერთს სიკეთეში, თავმდაბლობაში, სიყვარულში. გააკეთე ეს ყველაფერი და შემდეგ დაიხმარე ის საშუალებები, რასაც ჰქვია ლოცვა, მარხვა, ეკლესიაში დგომა.

скачать dle 11.3