ანეგდოტები
შემეშალა ესემესები... ახლა ჩემს საყვარელს ჰგონია, რომ მიყვარს, ჩემს ცოლს კი – რომ მინდა.
***
მამაკაცი გამვლელ მანქანას აჩერებს... ტიპი აჩერებს. კაცი დაჯდა და მძღოლს ეკითხება:
– რა გქვია?
– გოგა.
– ახლა სასტუმრომდე მიმიყვანე... იქ ქალი უნდა დამხვდეს. მე გადავალ... შენ კი მითხარი: „შეფ, მე თავისუფალი ვარ?“ მე გეტყვი, კი. შენ მითხარი: „20 ლარი მომეცი, ბენზინს დავამატებ“... მე მოგცემ და ეგ იქნება შენი გასამრჯელო.
მივიდნენ სასტუმროსთან, კაცი გადმოვიდა, ქალი გადაკოცნა და ამ დროს ესმის:
– შეფ, მე თავისუფალი ვარ? 50 ლარი მომეცი, რაღაც მოტორის ხმა არ მომწონს, ხელოსანს უნდა შევახედო.
***
ყოველთვის, როდესაც უარს ეუბნები მამაკაცს, მუდამ გახსოვდეს, სადღაც დაიბადება კნუტი, რომელიც ასე, ორმოცი წლის შემდეგ შენთან იცხოვრებს.
***
გაინტერესებთ, რას ფიქრობენ გოგოები საკუთარ თავზე? – მიდით და უთხარით:
– გოგონი, თქვენ ყველაზე ლამაზი ადგილი დაგესვარათ...
***
ხელფასი სუფთა ნარკოტიკია:
– ხელფასის აღების დროს მაღლდება განწყობა – ხუმრობ, იცინი... ისევე, როგორც ნარკოტიკის დოზის მიღებისას.
– ერთი ხელფასის აღება და თქვენ უკვე აღარ შეგიძლიათ მის გარეშე.
– ხელფასი იგვიანებს – დგება დეპრესია, ირგვლივ ყველაფერი მუქ ფერებშია...
– რაღაცის გამო ხელფასზე დანამატი ან პრემია გაქვთ – ეიფორია მატულობს – ზედმეტი დოზის სინდრომი.
– ხელფასის ხანგრძლივად მიღების შემდეგ, აუცილებელია „დოზის” რეგულარული გაზრდა.