ბრძნული აზრები
თაგორი: რამდენადაც ჩვენ ძალა არ შეგვწევს, შინაგანად უარვყოთ საკუთარი არსებობის ფაქტი, უსარგებლოა ვემდუროთ მის მარადიულ მხლებელს – ტანჯვას.
რიუკერტი: როგორიც არის ადამიანი, ისეთი არის მისი ღმერთი და მისი რწმენა.
პრუტკოვი: ადამიანი – ყოველი არსებულის საზომია.
კაპიცა: უფრო ადვილია, იყო დიდი მეცნიერი, ვიდრე კარგი ადამიანი.
სენეკა: საკუთარი თავის ფლობა დიდი ძალაუფლებაა.
უაილდი: იყო კარგი – საკუთარ თავთან თანხმობაში ცხოვრებას ნიშნავს.
რილნი: ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ხელოვნების ნაყოფი მოგება კი არ არის, არამედ, მსხვერპლია.
ნიცშე: სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი! – აი, კაცობრიობის ისტორია!
ტოლსტოი: სირცხვილი ადამიანების მიმართ კარგი გრძნობაა, მაგრამ, უკეთესია, სირცხვილი საკუთარი თავის მიმართაც გვქონდეს.
შპენგლერი: ცოდნა რწმენის უფრო მოგვიანებითი ფორმაა.
ლაროშფუკო: იშვიათია ლაჩარი, საკუთარი შიშის სიმძაფრე სრულად რომ ჰქონდეს შეგნებული.
მარტინ ლუთერ კინგი: რაც ნაკლებია სიტყვა, მით უკეთესია ლოცვა.
რაბლე: მე უფრო მეტი მოხუცებული ლოთი მინახავს, ვიდრე მოხუცებული ექიმი.
ფენელეონი: ყველაზე მეტად ქების ღირსი იგია, ვისაც იმოდენა ვაჟკაცობა აქვს, რომ თავისი შეცდომა აღიაროს და გაასწოროს.
შაფო: ყველაზე ტკბილია ის მოსვენება, რომელიც შრომით არის ნაყიდი.
ბუასტი: რამდენი ადამიანია ქვეყანაზე იმისთანა, რომელიც ლაპარაკობს და წერს მარტო იმისთვის, რომ არა სთქვას-რა.
კვინტილიანე: უკეთესია, მჭრელ სიტყვაზე ვთქვათ უარი, ვიდრე მეგობარზე.
ვოლტერი: ძალმომრეობას უფრო ადვილად იტანს კაცი, ვიდრე უსამართლობას.
დოსტოევსკი: იდეა უკვდავების შესახებ – თავად ცხოვრებაა.
პიროგოვი: ბავშვზე რომ სწორად და სამართლიანად ვიმსჯელოთ, ის კი არ უნდა ვაიძულოთ ჩვენს სფეროში შემოვიდეს, არამედ ჩვენ უნდა შევიდეთ მის სულიერ სამყაროში.
დუკლო: მრისხანება – გულახდილი მიღმამფრინავი სიძულვილია, ხოლო სიძულვილი – თავშეკავებული მუდმივი მრისხანებაა.
ბერდიაევი: ადამიანის ძირითადი აზრი არის აზრი ღმერთზე, ღმერთის ძირითადი აზრი კი არის აზრი ადამიანზე.
ლერმონტოვი: სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას: ქალებს სულიერი ინსტინქტი აქვთ.