კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვიხსნათ ავტომობილი და საკუთარი თავი გაუთვალისწინებელ სიტუაციებში

მკითხველთა თხოვნით, მევლუდ მელაძე გვესაუბრება ავტომობილის მართვისას მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე. 

 

– როგორ მოვიქცეთ სიტუაციაში, როდესაც თითქოს გამოსავალი არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივად გვარდება? 

– ხშირად რაღაც მოულოდნელობა, რაღაც პრობლემა საოცარ პანიკურ მდგომარეობაში გვაგდებს. მინახავს ისეთები, რომლებიც მანქანიდან გადმოხტებიან ხოლმე და ფეხებს აბაკუნებენ – მიშველეთო. სინამდვილეში კი სულ უბრალო პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი.

– მაგრამ, ვთქვათ, ჩვენს მანქანას ცეცხლი წაეკიდა, მაინც არ უნდა ვაბაკუნოთ ფეხები?

– რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებას, საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ. მიღებულია, რომ ავტომობილში უნდა გვეწყოს ცეცხლსაქრობი, პატარა აფთიაქი და სამკუთხედი. აქედან სამკუთხედი ყველაზე მეტად არის აუცილებელი. მე თუ მკითხავთ, მანქანაში აუცილებლად ჩავაგდებდი ბრტყელტუჩას და ეგრეთ წოდებულ „რაზვადნოი კლუჩს“, ანუ ქანჩს, რომელიც სხვადასხვა ზომისა და ფორმის მომჭერს ხსნის – ძალიან საჭირო ნივთებია. შესაძლოა, ეს ხელსაწყოები მთელი ცხოვრება არ დაგჭირდეთ, მაგრამ, თუ დაგჭირდათ, იტყვით, კიდევ კარგი, მქონდაო. იგივე ხდება ცეცხლსაქრობთან დაკავშირებით: შესაძლოა, ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ დაგჭირდეთ, მაგრამ, თუ ავტომობილს ცეცხლი  გაუჩნდა, მისი წყალობით, შესაძლოა, მანქანა დაწვისგან იხსნათ. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როდის შეიძლება დაგვჭირდეს ქანჩი და ბრტყელტუჩა. ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც კაპოტიდან თეთრი კვამლი ამოდის. რა ხდება ამ დროს? არსებობს ორნაირი კვამლი: შეიძლება, კაპოტიდან ორთქლი ამოვარდეს (თუ, ვთქვათ, რომელიმე მილი გასკდა ან რადიატორი გაფუჭდა) და ასეთი კვამლის დანახვა ძალიან გვაშინებს; მეორე სახის კვამლი არის თეთრი და მომწარო სუნის მქონე, რომელიც სულ პატარა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული – რომელიმე შნური მოედოს ძრავას, დაიწვას და აალდეს. ძრავასთან საკმაოდ ცხელა, ავტომობილში ყველაფერი იოლად აალებადია და ამიტომ ცეცხლის გაჩენა ძალიან ადვილია, ეფექტი კი საშინელი აქვს. თუ ასეთ დროს მძღოლებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ, შეშინდებიან ხოლმე. თუ შევამჩნიეთ, რომ ძრავის სახურავიდან კვამლი ამოდის, მანქანა სასწრაფოდ უნდა გავაჩეროთ და სახურავი ავხადოთ, მაგრამ, ძალიან ფრთხილად – სახურავი ნელა უნდა ავწიოთ და თავი შორს დავიჭიროთ, რადგან, შეიძლება, ცეცხლი ჯერ არ იყოს გაღვივებული, დიდი რაოდენობის ჟანგბადის მოხვედრამ კი, შესაძლოა, ცეცხლის კერა გააღვივოს და დიდი ალი ამოვარდეს. მოკლედ, ნელა ავხდით სახურავს და, როგორც კი კვამლი გაიფანტება, ცეცხლის კერაც გამოჩნდება. ამ დროს ამბობენ ხოლმე, „კლემა“ უნდა ჩავხსნათო, რაც ნიშნავს, რომ აკუმულატორიდან უწყვეტი კვების წყარო უნდა ჩაიხსნას. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამას ვერ მოვახერხებთ, თუ თან არ გვაქვს ბრტყელტუჩა. ქანჩით მისი მოხსნა რომ დავიწყოთ, დიდ დროს დავკარგავთ და, შეიძლება, საქმე სერიოზულ ხანძრამდე მივიყვანოთ; ამიტომ, აჯობებს, აალებული შნურები უცებ, უხეშად ჩავჭრათ. უმჯობესია, ის აკუმულატორთან ძალიან ახლოს არ მოჭრათ, რომ შემდეგ გადაბმა არ გაგიჭირდეთ, მაგრამ, თუ მაინცდამაინც დაიბნევით, ამაზე დიდხანს ფიქრს ნუ დაიწყებთ, რაც მალე ჩაახშობთ ცეცხლს, მით ნაკლები დეტალი დაზიანდება.

– წყლის მისხმა არ შეიძლება? ამბობენ, გახურებულ ძრავაზე ცივი წყლის გადასხმა მას აზიანებსო.

– თუ უკვე იწვით და წყალი მოგეპოვებათ, პრობლემა არ არის, შეგიძლიათ მიასხათ – წყლის დასხმა თქვენს ძრავას იმდენ ზიანს ვერ მიაყენებს, რამდენსაც ცეცხლი. ყველაზე კარგი მეთოდი მაინც შნურების გადაჭრაა, მაგრამ, პრობლემა მაშინ რთულდება, თუ ჩვენ აკუმულატორს ვერ ვხედავთ. ზოგიერთ ავტომობილში აკუმულატორი ისეთ ადგილას არის ჩამონტაჟებული, რომ არ ჩანს და სწორედ ასეთ დროს ჯობია წყლით ან რამე ქსოვილით ცეცხლის ჩაქრობა. მოკლედ, მთავარია, არ დაიბნეთ, უაზროდ სირბილი არ დაიწყოთ და დრო არ დაკარგოთ.

скачать dle 11.3