კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიხდინოთ 7 იანვარს ჩათქმული სურვილი და რა ენერგია აქვს შობა დღეს

ახალი წლის დღეები, ყოველთვის სადღესასწაულო განწყობასთან, ოპტიმიზმთან და საჩუქრებთან ასოცირდება. ძველი ხალხისგან გამიგია, ახალი წლის დღეებში,  ღამით, ყველა სახლში, გაწყობილ ნაძვის ხეზე ოჯახის ფუძის ანგელოზი ჯდება და ოჯახის წევრებს ბრჭყვიალა და ლამაზად მორთული ხის კენწეროდან ლოცავსო. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანა ამბობს, ნაძვის ხეს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. ახალი წლის ჩავლის შემდეგ, მისი დაწვა და დაჩეხვა, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება. არ არის გამორიცხული, ასეთ საქციელს, იმ წელშივე უბედურება მოჰყვეს. ასევე, არსებობს გარკვეული რიტუალები, რაც სათავეს უძველესი დროიდან იღებს და ის შობა დღეს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

ნანა: ბავშვობიდან მესმოდა ოჯახის წევრებისგან, რომ შობის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდებაო. მთავარია, გულით გინდოდეს და გულით ისურვოო. შვიდ იანვარს გარკვეული პოზიტიური ენერგია აქვს. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ და კონკრეტულად, რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, არ არის გამორიცხული, სასურველი შედეგი უმოკლეს დროში მიიღოთ. ასე რომ, შობა დღეს ჩათქმული სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ – თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება, წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ, თუ თქვენს სურვილს სწორ, მიზანმიმართულ გეზს მისცემთ. საერთოდ, ახალი წლის დღეებში ადამიანს განსაკუთრებული დაკვირვება მართებს. თითოეულ ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება. 

– უცხოეთიდან ტრადიციად შემოვიდა, რომ ძველით ახალ წლამდე, სახლიდან გადაყარონ ძველი ნივთები. ამბობენ, რაც მეტ ნივთს გადაყრით, მით მეტ სიმდიდრეს მოგიტანთ ახალი წელიო. ანუ, თუ ასე მოვიქცევით მეტ სიკეთესა და ბედნიერებას უნდა ველოდოთ იმ წელიწადსო. ეს სიმართლეა?

– არა, ეს სიმართლე არ არის. ზუსტად უნდა იცოდეს ადამიანმა, რა გადააგდოს და რა – არა. თუ გინდათ, ახალმა წელმა ბედნიერება მოგიტანოთ, სწორედ ამ ახალი წლის დღეებში უნდა მოიქცეთ გონივრულად, კერძოდ, 14 იანვრამდე. მაგალითად, ახალი წლის დღეებში არ შეიძლება სურათების, წამლების, ძველი ჩანაწერების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ ჩანთების გადაყრა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ თამამად მოისროლოთ ნაგვის ყუთში მოძველებული აპარატურა, სამზარეულოს ნივთები ან ავეჯი.

– გამიგია, ნაძვის ხის გადაგდება, დაწვა ან დაჩეხვა არ შეიძლებაო. ეს თუა რეალური და, სად უნდა წავიღოთ ნაძვის ხე ახალი წლის ზეიმის შემდგომ?

– აუცილებელია, ნაძვის ხესთან დაკავშირებით ადამიანი გარკვეულ ინფორმაციას ფლობდეს. მთავარია, არ გაანაწყენოთ და არ გაებუტოთ თქვენს ნაძვის ხეს. თუ ასე მოხდა, მაშინ იმ წელს უბედურება გარდაუვალია ოჯახში. ამიტომ, არასდროს დაწვათ ის, არც დაჩეხოთ და არც უხეშად მოექცეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალი წლის ღამეს, მასზე ოჯახის მფარველი ანგელოზი იჯდა და იქიდან გლოცავდათ. ახალი წლის შემდეგ, ნაძვის ხე ფრთხილად აიღეთ და სახლთან ახლოს, გარეთ დადეთ. სხვათა შორის 2, 3, 5, 6 და 7 იანვარი ყველაზე განსაკუთრებული დღეებია. ამ დღეებში ნანახ სიზმრებს აუცილებლად დააკვირდით და გამოიტანეთ აზრი. არ არის გამორიცხული, ამ დღეებში ნანახი სიზმარი მალევე აგიხდეთ. ასევე, ეცადეთ, ისე გაატაროთ ეს დღეები, რომ არ მოიწყინოთ, არ გაიხსენოთ წარუმატებელი დღეები. ესტუმრეთ, ისეთ ადამიანებს, ვისთანაც საუბარი და ურთიერთობა გსიამოვნებთ.

– ახალ წელს ნაჩუქარი ნივთი ადამიანისთვის თილისმურ ძალას იძენს. ხშირად კი, საჩუქრის შერჩევა უჭირთ და ამჯობინებენ, საყვარელ ადამიანს ფული აჩუქონ, რათა თავად შეარჩიოს საჩუქარი. რას გვირჩევთ, ნაჩუქარი ფულით რა ვიყიდოთ, რომ მომავალში ის ჩვენი დამცველი და თილისმა გახდეს?

–  ერთ პატარა ეშმაკობასაც გასწავლით. მოკლედ, თუ ახალი წლის დღეებში ვინმემ ფული გაჩუქათ, ამ ფულით იყიდეთ პატარა სარკე. ყოველ საღამოს ძილის წინ ჩაიხედეთ მასში, ბალიშის ქვეშ ამოდეთ და ისე დაიძინეთ. ის დაგიცავთ ბოროტისგან, მთელი წლის განმავლობაში ხელს მოგიმართავთ და სურვილების ახდენაში დაგეხმარებათ. რაც შეეხება ძველ, დაბინდულ და შელახულ სარკეს, სწორედ ახალი წლის დღეებში უნდა გაიტანოთ გარეთ და გზაჯვარედინზე დატოვოთ, რომ უბედურება სახლიდან გარეთ გავიდეს და ზიანი ვერ მოგაყენოთ.

– ქალბატონო ნანა, გამიგია, რომ შობას ძველად, ყველა ოჯახში აუცილებელი ატრიბუტი იყო ცომისგან გამომცხვარი კვერები, რომელსაც ცხვრის ფორმა ჰქონდა. ზოგი მას თურმე კართან კიდებდა, ზოგიც ღარიბებს ურიგებდა და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით თუ იცით რამე?

– ჩემს ბავშვობაში, შობის დღეს ჩვენი ოჯახიც ასე იქცეოდა. დედა მოზელდა ტკბილ ცომს, მამა კი მისგან ათასგვარ ფიგურებს აკეთებდა, შემდეგ მას გამოაცხობდნენ და ზოგს კარზე კიდებდნენ, ზოგს ალილოზე მოსულ ბავშვებს ურიგებდნენ, ზოგსაც გაჭირვებულებს აძლევდნენ. დანარჩენებს კი, ბავშვები მივირთმევდით. არ დამავიწყდება, განსაკუთრებით მიყვარდა ბეკეკასგამოსახულებიანი კვერი. ერთი სული მქონდა, როდის გამოცხვებოდა და დიდხანს ვინახავდი, ვერ ვიმეტებდი, რომ მეჭამა. როცა წამოვიზარდე, მერე გავიგე, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ რიტუალს. ბავშვობაში კი, უბრალოდ, პროცესი მიყვარდა. რომ გავიზარდე და გავიგე, რატომაც აცხობდნენ ოჯახებში ასეთ კვერებს 7 იანვარს, მივხვდი, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს. არსებობს მოსაზრება, რომ შობა დღეს აუცილებელია, ყველა ოჯახში იყოს ცომისგან გამომცხვარი ბეკეკა, რომელსაც კარზე დაკიდებთ, მით უმეტეს, თუ ბავშვია ოჯახში. ეს რიტუალი ბავშვებს იცავს ბოროტისა და განსაცდელისგანო. ასევე, კარგია, თუ ასეთ პატარა ფიგურებს თავად დააცხობთ შობა დღეს და მას პატარებს დაურიგებთ. მათგან წამოსული სიკეთე და სუფთა ენერგია თქვენზე აუცილებლად დადებითად აისახება.

– სარწმუნოა თუ არა ახალი წლის დღეებში და კონკრეტულად, შობა დღეს ნანახი სიზმრები?

– პირადად მე, მჯერა სიზმრის ფენომენის. სიზმარი ერთგვარი ცხოვრებისეული წინასწარმეტყველებაა და თუ მას ახალი წლის დღეებში ნახავთ, არ არის გამორიცხული, თქვენი მომავლის მაცნე იყოს. სიზმრის ახსნა, გაგება და წაკითხვა, ნიშნავს, უკეთ შეიცნო საკუთარი თავი და სამყარო შენ გარშემო. თუ გინდათ, სიზმრისგან მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მისი სწორად ახსნა უნდა შეგეძლოთ. მაგალითად, ახალი წლის დღეებში ნანახი სიზმარი გვკარნახობს: რომელი მიმართულებით ვიმოქმედოთ, რა ცვლილებები შევიტანოთ პირად ცხოვრებაში, როგორ გავხდეთ წარმატებულები, თავდაჯერებულნი ან თუნდაც ძლიერები. ზოგჯერ, სიზმარს უფრო შეუძლია ჩვენი ცხოვრების უცნაურობების დამაჯერებლად ახსნა, ვიდრე ცნობილ ფსიქოლოგებს. სიზმრების მიმართ ადამიანებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. თუ დამიჯერებთ, გარწმუნებთ, ახალი წლის შემდგომ დღეებში, არ არის გამორიცხული, სწორედ სიზმრად მოვიდეს თქვენთან წინასწარმეტყველება ღამით და ამას, იგნორირებას ნუ გაუკეთებთ. კარგად დააკვირდით, რას ნახავთ ახალი წლის დღეებში, კონკრეტულად კი შობა დღეს და თავად მიხვდებით, რა უნდა შეცვალოთ პირად ცხოვრებაში, რომ უფრო ბედნიერი, იღბლიანი და სასურველი იყოთ.

скачать dle 11.3