კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გრძნობს ზოგიერთი კაცი ცოლის გვერდით თავს შებოჭილად და რატომ ვერ მიდის მისგან

მამაკაცები ხშირად წუწუნებენ იმაზე, რომ ქალები ჭირვეული არსებები არიან და არ უნდათ, თავიანთ პარტნიორებს გაუგონ. რაში გამოიხატება ეს ჭირვეულობა, კონკრეტულად თქმა ძნელია. თუ ჭირვეულობა რაღაც არაბუნებრივის მოთხოვნაა, მაშინ, ამაში არც მამაკაცები ჩამორჩებიან ქალებს. არცთუ იშვიათად, მათ არ იციან, რისი მიღება უნდათ ქალისგან, რომელიც მათ გვერდით არის. უჭირთ ქორწინებაში ყოფნა, რადგან ფიქრობენ, რომ ცოლი მათ პირად თავისუფლებას ზღუდავს, მაგრამ ვერც მათ მიტოვებას ახერხებენ...

ლიზა (37 წლის): რომ ამბობენ, მამაკაცები დიდი ბავშვები არიანო, მართალია, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ბავშვები საყვარლები არიან, კაცებისა კი – რა მოგახსენოთ. ცხრა წელი გავიდა, რაც მე და ჩემი ქმარი ერთად ვცხოვრობთ. ერთი შეხედვით, ეს ბევრია, მაგრამ სულ მქონდა და მაქვს განცდა, რომ გუშინ დავქორწინდით. მიყვარს და ისევ ისე მინდა მასთან ყოფნა, როგორც ჩვენი ქორწინების პირველ დღეს, მაგრამ, ეს თითქმის შეუძლებელია.

– რატომ, თუ გიყვართ, თუკი ერთად თავს კარგად გრძნობთ? პრობლემები ყველას აქვს.

– ეს უბრალო პრობლემები არ არის. როცა გავიცანი, სულ სხვანაირი იყო – ლაღი, მხიარული, თავისუფალი, იუმორითა და სიკეთით სავსე. ფანტასტიკურად ვერთობოდით ერთად. ყოველი დღე დღესასწაული იყო, ქორწინების შემდეგ კი ეს ყველაფერი ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაქრა. სხვათა შორის, ჩემს ქმარს არ უნდოდა დაქორწინება – ოჯახი საშინელებაა, ციხეა და ყველაფერს აფუჭებსო. მე სერიოზულად არ აღმიქვამს მისი სიტყვები.

– ანუ, იმას არ უნდოდა დაქორწინება და თქვენ დააძალეთ?

– დავაძალე – ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. არ მეგონა, რომ ამას სერიოზულად ამბობდა. კაცების უმრავლესობას ხომ ეშინია დაქორწინების და ცალი ფეხი უკან უდგათ. ამიტომაც, როგორც კი დაიწყებდა ყოყმანს და იმაზე ლაპარაკს, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ერთად ცხოვრება კანონის ფარგლებში არაგონივრულად მიაჩნია, ვიცინოდი და ვკოცნიდი. მერე ვუთხარი, თუ არ დავქორწინდებით, მე სამუდამოდ დამემშვიდობე-მეთქი.

– ეს შანტაჟი იყო თუ იძულება?

– არცერთი. გეუბნებით, სერიოზულად არ აღვიქვამდი მის სიტყვებს. რაც ვუთხარი, ესეც ნახევრად ხუმრობა იყო და არა მუქარა, როგორც მერე მან დაასკვნა. ახლაც სულ იმას იმეორებს, რომ მუქარით მივიყვანე ქორწინებამდე. თავს დაჩაგრულად ვგრძნობო, ამბობს, მე კიდევ ნერვები მეშლება. ყველაფერი აქვს, თავისი სიამოვნებისთვის ცხოვრობს. ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი ცოლი ვარ და პრეტენზიებითაც არ ვაწუხებ. პრინციპში, თავად აქვს უზარმაზარი პრეტენზიები – მუდმივად უკმაყოფილოა.

– ჭირვეული კაცია?

– ძალიან ჭირვეული, თუმცა, ვფიქრობ, ამ მხრივ ის გამონაკლისი არ არის. მამაკაცების უმრავლესობა ზუსტად ასეთი მგონია – ეგოისტები და საკუთარ თავზე შეყვარებულები. შებოჭილი ვარ შენ გვერდით. უამრავი ლამაზი ქალია ირგვლივ, მე კი ვალდებული ვარ, შენი ერთგული ვიყო და გვერდზე არ გავიხედო. ერთგულება ტვირთი და ვალდებულება ყოფილა, თანაც, ძალიან მძიმე და საშინელიო.

– ეს უბრალო ჭირვეულობა არ არის. შეიძლება, მას თქვენ გვერდით ყოფნა, თქვენთან ცხოვრება აღარ უნდა.

– თქვენ გგონიათ, მე მოძალადე ვარ და არ ვუთხარი ეს? ანუ, ის, რომ შეუძლია წავიდეს, თუკი აღარ ვუნდივარ? მაგრამ, ესეც ისე გაიგო, როგორც თვითონ უნდოდა – შანტაჟად აღიქვა, რადგან, შვილები გვყავს. მითხრა, რომ წავიდე, აღარ დამელაპარაკები და ბავშვებსაც არ მაჩვენებო. რა უნდა, თვითონაც არ იცის. არ არის ნორმალური თუ რაღაც სტერეოტიპების ტყვეობაშია, უკვე აღარ ვიცი. თუ გაქცევა უნდა, რაზეც ლაპარაკობს, მე აშკარად არ ვიჭერ – რა აზრი აქვს? მაგრამ, რომ ვერ გავიგე, რას მოითხოვს ჩემგან?

– იქნებ, სხვა ქალი ჰყავს?

– მაგ ვერსიაზეც ვიფიქრე. ბევრი ვიფიქრე და ბევრიც ვიეჭვიანე, საკმაოდ ღრმად ვიქექებოდი, მაგრამ, ვერაფერი აღმოვაჩინე. ან ძალიან ეშმაკი და ჭკვიანია, რაშიც ეჭვი მეპარება, ან მართლა არავინ ჰყავს, თუმცა, კი დიდი სურვილი აქვს, ჰყავდეს.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ჩემს ქმარს რაღაც სურვილები აქვს? ეს ფაქტია. მაშინ, რატომ ცდილობს და ითხოვს რაღაც გაუგებარ თავისუფლებას? მე ვაძლევ ამ თავისუფლებას – ყოველგვარი სკანდალის გარეშე გავუშვებ და, პრობლემა იქნება ეს ჩემთვის თუ არა, მას არ გავაგებინებ, როგორმე მივხედავ შვილებსაც და საკუთარ თავსაც. როცა ამას ვეუბნები, ყვირის – შენ ჩემს დათრგუნვას ცდილობ, გინდა მაგრძნობინო, რომ არაფერს წარმოვადგენ, ნამდვილი სულთამხუთავი ხარო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რა უნდა ჩემგან, როგორი ურთიერთობის მიღწევა სურს – აბსოლუტურად გაუგებარია. დავიბნეოდი, ასეთი გამწარებული რომ არ ვიყო. ჩემი ოჯახი დანგრევის პირასაა, იმიტომ კი არა, რომ ჩემი ქმარი სადმე წავა – არა! ის ამას არ გააკეთებს, იმიტომ, რომ არ უნდა, ანუ, მოსწონს სრულ კომფორტში ცხოვრება; მზრუნველი, თბილი და მყუდრო გარემო. მეც კარგი შემოსავალი მაქვს, ისე არ ვზივარ. იმაში, რომ ძალიან კარგი სახლი გვაქვს, კარგი მანქანა გვყავს და აგარაკიც შევიძინეთ, ჩემი დიდი წვლილი დევს. მარტო თვითონ რომ მუშაობდეს, ამის ნახევარსაც კი ვერ გააკეთებდა. მე შემიძლია, ძვირფასი საჩუქრებით გავანებივრო, მაგალითად, დაბადების დღეზე ძალიან რაც უნდოდა, სწორედ ის ვაჩუქე. რატომ ვერ სუნთქავს ჩემ გვერდით თავისუფლად, არ მესმის. არადა, რომ  ჰკითხოთ, ძალიან მაგარი ქმარია: არ არის მომთხოვნი და პრეტენზიული; არ მიშლის მოკლე კაბის ჩაცმას და არც დეკოლტეს; დავდივართ უცხოეთში...

– მაინც ვერ ვხვდები, რა არის თქვენი კონფლიქტის რეალური მიზეზი.

– ვერც მე ვხვდები და სწორედ ამაზე ვლაპარაკობ. ჩემი პრობლემა ის არის, რომ ჩემმა ქმარმა თავადაც არ იცის, რა უნდა. თუმცა, რაღაც დოზით მაინც ვხვდები, რა ნებავს – ინდულგენცია, ნებართვა ჩემი მხრიდან, რომ შეუძლია, თავისუფლად იფლირტავოს ქალებთან – ალბათ, ეს იქნება მისი ბედნიერება და სიხარული; მაშინ ვიქნები პროგრესული და კარგი ცოლი. წარმოუდგენელია, არ მეთანხმებით? რომელი ნორმალური ქალი გააკეთებს ამას?! ანუ, თუ გინდა, მე თავი კარგად ვიგრძნო, პირობა მომეცი, რომ ჩემს ცელქობებზე თვალს დახუჭავო. როგორია?!

– ამ ყველაფერს გეუბნებათ?

– არადა, საქმეც ეგაა, რომ ამისი თქმის თავიც არა აქვს, მაგრამ, ფაქტია, რომ სწორედ ეს უნდა. გავყევი ცოლად მშვიდ, წესიერ კაცს და ხელში შემრჩა ჭირვეული, ფარული მექალთანე. ვერ გავიგე, როგორ მოვიქცე. დავსვა და სერიოზულად დაველაპარაკო?! მაგრამ, მე რატომ ვუთხრა სათქმელი, რომელმაც, შესაძლოა, საბოლოოდ გააფუჭოს ყველაფერი?

– ანუ, ჯერ კიდევ გაქვთ იმედი, რომ სიტუაცია გამოსწორდება?

– როგორ გითხრათ... ფაქტია, რომ ოჯახის დანგრევა არ მინდა. კი ჭირვეულია, ნერვებს მიშლის, გაუგებრად იქცევა, მაგრამ, მე ის მაინც მიყვარს – ის ჩემი შვილების მამაა. ბავშვებსაც უყვართ. როგორ აგიხსნათ... არც ისეთი ურჩხულია, რომ მარტო ცხოვრება მერჩივნოს.

– თქვენ თქვით, რომ მზად ხართ, გაუშვათ.

– დიახ, თუკი მეტყვის, რომ აღარ ვუყვარვარ და სახვა ქალი ჰყავს. შეიძლება, რაღაცას ისე ვერ ვამბობ, მაგრამ, მოძალადე მართლა არ ვარ. თუ საყვარელი ეყოლება, მე მის გვერდით აღარ გავჩერდები. ძალიან თავმოყვარე ვარ, ადვილად არავის ვათქმევინებ, რომ არ ვჭირდები და მხოლოდ მიტანს. მაგრამ, ჩემს ქმარს მსგავსი არაფერი უთქვამს. ჩვეულებრივად მეფერება, ინტიმიც გვაქვს. რომ არა პერიოდული ხუშტურები, თავს მართლა ბედნიერად ვიგრძნობდი. როგორ უნდა მოვიქცე, რომ ამ კაცმა დაივიწყოს სულელური „კლაუსტროფობია“? შეიძლება, ეს დაავადება ამ ფორმით გამოვლინდეს?

– მგონი, მაინც უნდა ჰკითხოთ, რატომ გრძნობს თავს შებოჭილად.

– მინდა, მაგრამ, მგონი, ეს საუბრები არანაირ შედეგს არ მოიტანს – ის ასეთია და მორჩა. არ გაიგებს იმას, რისი გაგებაც არ უნდა და მანამდე იწუწუნებს, რომ შებოჭილია ჩემ გვერდით, სანამ, ალბათ, „აქტიური“ პერიოდი არ გადაუვლის, ან, მართლა არ მივცემ ჩემ ცხვირწინ ფლირტაობის საშუალებას. ამ უკანასკნელში კი ეჭვი აშკარად მეპარება – არ ვარ ის ქალი, ვინც ამას შეძლებს.

– ყურადღება რომ არ მიაქციოთ?

– ვიფიქრე ეგეც, მაგრამ, მიჭირს – ვნერვიულობ და ვკომპლექსდები. რკინის ხომ არ ვარ! თუ მისთვის ასეთი მნივშნელოვანია პირადი თავისუფლება, წავიდეს ჩემგან. 

скачать dle 11.3