კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ლუკა ჩიქოვანი იტალიაში ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი და სად სვამდნენ ის და ჯასტინ ბიბერი 2 დღის განმავლობაში ერთად

ლუკა ჩიქოვანის სახელი, ალბათ, საქართველოში ბევრს არ ეცნობა, თუმცა იტალიაში ის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია თინეიჯერებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. ლუკა 6 წლის იყო, როცა დედასთან, იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ, საქართველოში იშვიათად ჩამოდის. განათლებაც იქ მიიღო და აღიარებაც იტალიაში მოიპოვა. ლუკა 20 წლისაა. მან თავისი ოცნებები რეალობად აქცია და ყველა დაარწმუნა, რომ თუ გულით გსურს რაღაც, აუცილებლად გამოგივა.

ლუკა ჩიქოვანი: თბილისში დავიბადე. ალექსანდრეს ბაღთან ახლოს ვცხოვრობ. დედა იტალიაში მუშაობს და 6 წლის ვიყავი, მეც რომ მასთან წამოვედი. აქვე შევედი სკოლაში და დავიწყე ოცნება მუსიკაზე. ჩემი პირველი ქავერი თავად შევქმენი. გადავიღე ვიდეო და ავტვირთე „იუთუბიზე“. ვიდეოს განთავსებიდან რამდენიმე დღეში, 200 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა, ამას მოჰყვა ჩემი პოპულარობა და წარმატება. პირველივე სიმღერა – „ტემპო ელ ტემპო“ წარმატებული იყო. ამჟამად ვმუშაობ ჩემს პირველ ალბომზე. დავდიოდი სამხედრო სკოლაში, მინდოდა, გავმხდარიყავი სამხედრო პირი, მაგრამ ბოლოს მაინც მუსიკა ვამჯობინე.

– სიმღერა როდის დაიწყე?

– სკოლაში სპეციალური ოთახი იყო ხმის გასასინჯი და იქ დავიწყე სიმღერა. დირექტორი დაინტერესებული იყო ჩემი ხმით. ვმღეროდი სახლში და ჩემით ვიღებდი ვიდეოებს. მეგობარი გოგონები მთხოვდნენ, ეს სიმღერები „იუთუბიზე“  ამეტვირთა. მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია და ინტერნეტში განვათავსე სიმღერები. ვიდეოების ატვირთვიდან 3-4 თვეში, ყველა იტალიელი თინეიჯერი მიცნობდა. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ასეთ მასშტაბებს და შედეგს ნამდვილად არ ველოდებოდი. დავიწყე სხვადასხვა ქალაქში სიარული, რათა შევხვედროდი ჩემს მხარდამჭერებს. ვიყავი მილანში, ნეაპოლში და ასე შემდეგ. დღეისთვის მყავს 200 000-ზე მეტი მეგობარი „ფეისბუქზე“ , ხოლო „ტვიტერზე“ – 22 000.

– თქვი, რომ მომღერლობაზე ოცნებობდი... ოცნება რეალობად როგორ აქციე, ვინმე დაგეხმარა?

– ჩემი სიმღერებისთვის რომ სერიოზული სახე მიმეცა, აუცილებლად უნდა გამეკეთებინა სტუდიური ჩანაწერი. ამისათვის მჭირდებოდა ფული. ამიტომ, უნდა მემუშავა, სხვაგვარად ფულს ვერ მოვაგროვებდი. რამდენიმე დღე დავდიოდი  მაღაზიებში და ვკითხულობდი, ფლაერების გამავრცელებელი თუ სჭირდებოდათ. დღეში 10 ევრო რომ მოეცათ, ფულის შეგროვებას და სიმღერის ჩაწერას შევძლებდი. ღმერთმა მიმიყვანა მაღაზიაში, სადაც იყო ხმის ჩამწერი სტუდია. მათ მკითხეს, რატომ ვეძებდი სამუშაოს, რისთვის მჭირდებოდა ფული. მეც ვუთხარი ჩემი გასაჭირი – სიმღერის ჩასაწერდ რომ ვაგროვებდი თანხას. დაინტერესდნენ ჩემი პასუხით. ინტერნეტში მოიძიეს ჩემ შესახებ ინფორმაცია, „იუთუბიზე“  მოუსმინეს ჩემს სიმღერებს, ნახეს ვიდეო, რომელსაც 200 000 ნახვა ჰქონდა. ამის შემდეგ, ორ კვირაში დამიკავშირდნენ და კონტრაქტის დადება შემომთავაზეს. ეს იყო ჩემი პირველი კონტრაქტი. ასე, მოულოდნელად დაიწყო ჩემი წარმატება.  ისეთმა სტუდიებმა გააფორმეს ჩემთან ხელშეკრულება,  როგორებიცაა: „ჰართლაინ მუზიქ“, „მემფისი“ და სხვა. ეს სტუდიები ახლა  ჩემი და ჩემი ალბომის მწარმოებლები არიან. ყოველდღე მუშაობენ ჩემზე დღეში 8 საათის განმავლობაში. რაც შეეხება ჩემს პოპულარობას, არაფერი გამიკეთებია, გარდა იმისა, რომ ავტვირთე საკუთარი გადაღებული ვიდეო „იუთუბიზე“. გოგონებმა გამხადეს პოპულარული, ყოველგვარი რეკლამისა და ჩარევების გარეშე.

– რა მუსიკას სთავაზობ მსმენელს?

– ზოგადად იტალიისთვის, ჩემი მუსიკა ახალია. ისინი ელექტრონულ მუსიკას არ უსმენენ, არ იყენებენ „დაბსთეფებს“. ბევრმა ინგლისელმა მომღერალმა, დონორ მელნარდის მსგავსად, შთამაგონა, რომ ამ კუთხით მემუშავა.  პოპის სტილში უნდა შემექმნა სიმღერა ელექტრონულ „დაბსთეფებთან“ ერთად. 

– ფანების რაოდენობა, ალბათ, დღითი დღე იზრდება შენ ირგვლივ...

– რა თქმა უნდა, მაგრამ  არ მინდა, ჩემს მხარდამჭერებს ფანები ვუწოდო. მე არ ვარ, არც ჯასთინ თიმბერლეიქი და არც ბიონსე. ჩემთვის ეს ყველაფერი ჯერ ძალიან ადრეა. ისინი ამ ეტაპზე მხოლოდ დებად შემიძლია მოვიხსენიო. 

– შეყვარებული არ გყავს? 

– არ მყავს, იმიტომ რომ, არ მაქვს დრო, ვიფიქრო მასზე და ყოველდღე გავაბედნიერო. თუმცა, მომწონს ერთი ქართველი გოგონა. მართალია ის პატარაა, მაგრამ შესანიშნავი ადამიანია. რეალურად არ მაქვს დრო მყავდეს შეყვარებული. ეს მაშინ იქნება ჩემს ცხოვრებაში დასაშვები, როცა ჩემს მუსიკალურ კარიერას დავასტაბილურებ. 

– ქართველ გოგონებზე რას ფიქრობ?

–  ვფიქრობ, რომ ქართველი გოგონები ნამდვილად ლამაზები არიან. ბევრი ბიჭისთვის, ალბათ, იტალიელი გოგო უფრო სექსუალურია, მაგრამ მე ქართველები მომწონს. ისინი უდავოდ  ლამაზები და გამორჩეულები არიან. უფრო მეტიც, მინდა, მომავალში ქართველი ცოლი მყავდეს.

– საქართველო შენს გეგმებში არ ისახება?

– იცით, რა მინდა? ქართველებმა რომ ჩემით იამაყონ. ეს არის ჩემი გეგმა. მინდა, მაგალითი ვიყო ქართველი თინეიჯერებისთვის. მათთვის ასეთი მესიჯი მაქვს: თუ  გსურს, აუცილებლად შეძლებ!

–  საქართველოში რა გენატრება?

–  მენატრება ხალხი, მეგობრები, ოჯახი და საჭმელები (იცინის). ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო: ხინკალი, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ტყლაპი და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარს ბებია. ბებიამ უმამოდ გაზარდა დედა, მეც ნაწილობრივ, უმამოდ გავიზარდე. 15 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მიუხედავად ყველაფრისა, მართლა ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი ბებო და დედა მყავს.

– ერთი შეხედვით, შენი იმიჯი ჯასტინ ბიბერისას ჰგავს. ის ხომ არაა შენი შთაგონების წყარო, როგორც თინეიჯერების გულთამპყრობელი?

–  არ ჰგავს ჯასტინ ბიბერის სტილს (იცინის). ზოგჯერ  ჰიპ-ჰოპის სტილში ვიცვამ, ზოგჯერ – ბრიტანულში. მომწონს ჯასტინ ბიბერის ისტორია, რადგან ჩემსას ჰგავს. ვფიქრობ, ჯასტინი ბევრი ადამიანისთვის მაგალითია. მას სჯეროდა ოცნებების, ამიტომ აისრულა კიდეც. ჯასტინს ერთი თვის უკან შევხვდი რომში და ორი დღე ერთად ვსვამდით კლუბში. შესანიშნავი ადამიანია. ისე პატარაა (იცინის), ბეჭამდე მწვდება. არავის არ ვგავარ, მე ვარ ლუკა ჩიქოვანი.

скачать dle 11.3