კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის ფასად შეიძლება, დათმოს კრისტი ყიფშიძემ საკუთარი სიმშვიდე და კომფორტი და რატომ არ ახსოვს მას ძველი ურთიერთობებიდან არაფერი

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს კრისტი ყიფშიძე პოდიუმზე, ალბათ, არასდროს დაავიწყდება: თითქოს იმ მომენტში ყველაფერი ჩერდება და მთელი ყურადღება მხოლოდ მასზეა. ამიტომ, მის მიმართ მოთხოვნილება მუდმივად არის, სულ აქტუალურია მიუხედავად იმისა, რომ არ ცდილობს, რაიმე მეთოდით საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. 

კრისტი: ჩემ გარშემო სულ არის რაღაცეები, რადგან არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა, მოდუნება. თუმცა, მაინც სულ ვწუწუნებ: ისეთი არაფერი ხდება-მეთქი. წელს 20 წლის იუბილე მაქვს, რაც პოდიუმზე ვდგავარ, ძალიან მიხარია და მომწონს, რომ დღემდე აქტუალური ვარ. ვიღაცეები მეუბნებიან: არ დაბერდი, არ მოგბეზრდა? თუ გიყვარს შენი საქმე და ხარ ყოველთვის მოთხოვნადი, უყვარხარ დიზაინერებს, ფოტოგრაფებს, აქტუალური ხარ და საინტერესო, ესე იგი, არ დაბერდი. 37 წელი სულ არ მგონია დიდი ასაკი. დათუნა სულიკაშვილი მეუბნება: 80 წლის რომ იქნები, მაშინაც გამოგიყვან პოდიუმზეო. არ ვიცი, მერე რა იქნება, მაგრამ ისეთი გიჟი ვარ, შეიძლება, ეს გავაკეთო კიდეც. არაფერს არ აქვს ასაკი, მთავარი განწყობაა. ბავშვობიდან დიდი გოგო არასდროს ვყოფილვარ. შეიძლება, სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ 17 წლის ასაკში ვარ ჩარჩენილი და ეს მომწონს კიდეც. სერიოზულად რომ მოვუდგე რაღაცეებს, შეიძლება, ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, ვერც ვიცხოვრო. ყველაფერს მსუბუქად უნდა შეხედო. ჩემთვის კომპლიმენტია, როდესაც მეუბნებიან: ახლა უფრო კარგად გამოვიყურები, ვიდრე 17 წლის ასაკშიო. მერე მეც რომ ვნახულობ ძველ ფოტოებს, ვხვდები, რომ ასეა. მომწონს როგორიც ახლა ვარ და მომავალშიც, როცა ნაოჭი მექნება, ისიც მომეწონება – ისიც ჩემს ცხოვრებაზე იმეტყველებს. 

– შენი ხელები სავიზიტო ბარათია.

– კი და ფოტოგრაფები ჩემს ხელებს იღებენ ხშირად და მუსიკოსებისგანაც ბევრჯერ მიმიღია კომპლიმენტი ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, ვცდილობ, ზედმეტად არსად გამოვჩნდე, მათ შორის სატელევიზიო შოუებში. ადრე უფრო დიდი დოზით ვიძლეოდი ინტერვიუებს, ახლა – ნაკლებად. ვფიქრობ: ყველაგან და ყველაფერში არ უნდა იყო. არ უნდა მოაბეზრო ხალხს თავი და არც უნდა დაავიწყო. ჩემთვის მთავარია, რომ არ ვავიწყდები ჩემს აუდიტორიას, მოდის სფეროს და მეც ჩემი ფავორიტები მყავს.

– რომელთა ჩვენებაზეც აუცილებლად ხარ და შენ რომ პოდიუმზე გამოდიხარ, ყველას ყველაფერი ავიწყდება – მხოლოდ შენზეა აქცენტი. 

– მახსოვს, ბოლო ჩვენებაზე დათუნამ ყველას ჩააცვა, დეტალები შეუსწორა და მე ვზივარ ჩემთვის, ყურადღებას არავინ მაქცევს. ბოლოს მეუბნება: შენ რაც უნდა ჩაიცვა, მაინც კარგი იქნებიო. ძალიან გავბრაზდი: მეც ჩამაცვით-მეთქი. ბოლოსკენ შემომინახეს, ცოტა ვიეჭვიანე. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და როცა გიყვარს, იქ ასაკს აღარ აქვს მნიშვნელობა. თუ შეგიძლია, პოტენციალი გაქვს, რომ ეს ყველაფერი აკეთო, რატომაც არა. შეიძლება ისეთი სიხშირით არ გამოხვიდე, როგორც ადრე, მაგრამ – გამოხვიდე რჩეულებთან, ვინც შენ გიყვარს. პოდიუმი ძალიან მიყვარს და როცა გამოვდივარ, მთელი აუდიტორია ხელში მიჭირავს, ყველა ჩემთან არის იმ მომენტში და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. ამისთვის ვიმუშავე, ვიბრძოლე ამდენი წელი. გავიარე და მორჩა – ასე არაფერი ხდება. 

– ცხოვრებისეული გამოცდილება ბევრ რამეში გეხმარება: როგორც საქმეში, ასევე ზოგადად, ცხოვრებაში. 

– კი და რომ მეკითხებიან: რამეს ნანობ, რამეს შეცვლიდი? არაფერს არ ვნანობ. ზოგადად, მალე მავიწყდება წყენაც, რადგან შეიძლება ყველამ ვაწყენინოთ ერთმანეთს. ცხოვრებაც იმისთვისაა, რომ ვისწავლოთ რაღაცეები: რომ დავარდები, ლამაზად ადგომა უნდა შეძლო. ჩემთვის ცხოვრება გრძელი, ლამაზი, კამკამა მდინარეა, რომელშიც ჩავვარდი ისე, რომ წინასწარ არაფერი მიფიქრია და ასე მივყვები დღემდე. სპონტანურად ჩამაგდეს ამ წყალში, უბრალოდ, სწორად ცურვა ვისწავლე, რომ ისე არ ჩავვარდნილიყავი, დავმხრჩვალიყავი კიდეც. რაც ისე თუ არ მოხდა, უნდა მიხვდე, რომ აღარ გააკეთო, არ განმეორდე. იმხელა ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, ვინმეს რომ შევხვდები და გავიცნობ, უკვე ვხვდები, როგორი ადამიანია. 20 წლის ასაკში ამას ვერ ვხვდებოდი. ამიტომ, ვფიქრობ, როცა 20 წლის ასაკში თხოვდები, ეს იშვიათად ამართლებს. 

– ცოტა ხნის წინ ზუსტად ამას მეუბნებოდა გიორგი ინტერვიუში: პირველ და მეორე ცოლებთან ერთ პერიოდში მქონდა კრიზისი, კრისტისთან ვერ გადავლახე, პატარა ვიყავი და ახლა შევძელი გადალახვაო.

– არ მახსოვს წყენა, თუმცა მაშინ ძალიან მეწყინა და გულნატკენი ცუდად ვიყავი, მაგრამ, შინაგანად იმდენად ძლიერი ვარ, რითაც სულ ვამაყობ – თუ რაღაც არ მომეწონება, შემიძლია, უცბად წავშალო ყველაფერი: თითქოს არც ყოფილა და გავაგრძელო ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საბოლოოდ ილექება ქვეცნობიერში, მაგრამ ეს მერე გამოგადგება მომავალ, სხვადასხვა ეტაპზე – ამოტივტივდება და ხვდები, როგორ უნდა მოიქცე, მიმართულებას გაძლევს. 

– ამჟამად ისევ მარტო ხარ? 

– მარტო ვარ და ეს ძალიან უკვირთ. თუმცა, რატომ უკვრით, არ ვიცი. ყველა ადამიანს თავისი ეტაპი აქვს და ჩემთან ჯერ არ დადგა. ბევრი თაყვანისმცემლითაც არ ვარ განებივრებული. შეიძლება, ჩემი თავი ჩარჩოში ჩავსვი და ახლოს არავის ვუშვებ. ალბათ, ეს უფრო ენერგეტიკული მომენტია და როცა გავიხსნები, მერე სხვანაირად წამოვა ყველაფერი. კომფორტულად ვარ მარტო. ძალიან უნდა შემიყვარდეს, რომ ეს კომფორტი დავთმო. ოღონდ, იქაც არ უნდა დაირღვეს ჩემი სიმშვიდე, სიმარტოვე. სიმშვიდეს რატომ მოვითხოვ ასეთი დიდი დოზით? იცი, რატომ? რომ ვინერვიულო, მერე დამემართება ნევროზი, ფსიქოზი, დეპრესიაში ვიქნები, დამიავადდება ყველაფერი... პრობლემას ვერაფერს უშველი და შენ კი ცუდად გახდები. 

– ვისთანაც გქონია ურთიერთობა, ყველას სერიოზული სახე ჰქონდა, რა თქმა უნდა, საპირისპირო სქესს ვგულისხმობ. 

– არაფერი მახსოვს. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ისეთი არაფერი ყოფილა. რომ ამბობენ: დავინახე და „ფლეშბექი“ დამემართაო. მე არავის დანახვაზე არაფერი მემართება. სხვებს თუ ემართებათ ჩემს დანახვაზე, არ ვიცი. 

– ნატალია უკვე დიდი გოგონაა, თან, ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და ეს დედისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია. 

– ნატალია არის ერთადერთი, რითაც შემიძლია თამამად დავიკვეხნო. თუმცა, მის პლუსებს და მინუსებსაც კარგად ვხედავ და შენიშვნებსაც ვაძლევ. მინდა, ლედი იყოს და არის კიდეც. მასთან ერთად არასდროს მრცხვენია სადმე წასვლა, პირიქით, კომპლიმენტებს ვიღებ. პატარაობიდანვე ყველგან დამყავს და მომავალში ეს მისთვის იმდენად ორგანული იქნება, რომ არაფერზე აღარ „დახამდება.” 11 წელია, მე და ჩემი შვილი მშობლების სახლში ვცხოვრობთ, მამაჩემი პირველი ჯგუფის ინვალიდია და ნატალია ბავშვობიდან ხედავდა ჩვენს მზრუნველობას მამას მიმართ. ამიტომ, მასში ეს არის დიდი დოზით: მზრუნველობა, კეთილშობილება.

– ალბათ, შენ ხარ მისი თოვლის ბაბუაც?

– მე ვარ მისი „ბანკომატი“ და თოვლის ბაბუაც. სამაგიეროდ, ვინმე  თუ მოსწონს, ამას მე და მამამისს არ გვიყვება, ბებომ იცის ყველაფერი, რომელიც მთავარი ღერძია სახლში. 

– როგორია შენი დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ?

– არ მიყვარს ახალი წელი. ზოგადად, არც ერთი დღესასწაული არ არის განსაკუთრებული, თუნდაც ჩემი დაბადების დღე, რადგან ასეთ დროს მუდმივად ფორიაქია, სულ ვნერვიულობ. ამიტომ გადავწყვიტე, არასდროს გადავიხადო და არც  20 წლის იუბილეც აღარ გავაკეთე. ბავშვობიდან მახსოვს მზადება, ფორიაქი და ელოდები რაღაცას. მოვა და მერე რა? ერთადერთი, რასაც არ ვარღვევ, ის არის, რომ ყოველ ახალ წელს უნდა მეცვას ახალი. მე უფრო ბედობის მჯერა, რაღაცეები მაქვს დაცდილი. ოდესმე მინდა, საქართველოშიც იყოს ახალი წლის ნამდვილი შეგრძნება – ემოცია, ხალისი და სიმშვიდე.

скачать dle 11.3