კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაასისხლიანა ახალი წლის ღამეს ხვიჩა მაღლაკელიძე და რატომ არ სჯეროდა მას თოვლის ბაბუის არსებობის

ახალი წელი ხვიჩა მაღლაკელიძისთვის ყოველთვის სიახლეებთან, კარგ განწყობასა და ცეკვა-თამაშთან ასოცირდება. ის წელს, თხის წელიწადს ოჯახის წევრებთან ერთად, სახლში შეხვდა და ამბობს, რომ ბავშვებთან, ანუ ნამატთან ერთად ზეიმს, არაფერი ურჩევნია. თუმცა, მის ცხოვრებაში დადგა ახალი წელი, არასდროს რომ დაავიწყდება და ის ტკივილის განცა, რომელიც ცოლის წყალობით იგემა, დღემდე ახსოვს. როგორც თავად ამბობს, ყოველ ახალ წელს იმედიანად ხვდება და სჯერა, რომ მომავალი უკეთესი იქნება, ვიდრე გასული იყო.

ხვიჩა მაღლაკელიძე: როცა ბათუმში ვცხოვრობდი, ჩემი ბინის ფანჯრიდან მოჩანდა თურქეთის მხარის ჰორიზინტი, რომელიც ჩემთვის ერთგვარი ამინდის პროგნოზის მაცნე იყო. რომ გავხედავდი, ზუსტად ვიცოდი, ითოვებდა თუ იწვიმებდა ახალ წელს. ბათუმში იშვიათად თოვს, თუმცა, ახალ წელს სულ თოვდა. ის განცდა, ახლაც მახსოვს. ულამაზესი სანახავი იყო თოვლიანი ბათუმი ახალ წელს. მოკლედ, წინასწარ ვიცოდი, რომ გავხედავდი ჰორიზონტს, თოვლი იქნებოდა თუ არა. ყველას ეგონა, სინოპტიკოსი გამოვიდოდი, მაგრამ გიტარა და ჩქარი ტაში ვარჩიე. 

– წარმომიდგენია, ალბათ, ყველას უხაროდა შენი ახალი წლის ღამეს სტუმრობა, გიტარით ხელში. ალბათ, ბევრი გეპატიჟებოდა მოსალხენად?

– ახალი წლის ღამეს, გარეთ დავბოდიალობდი და გამითენებია კიდეც, სანამ ჩემი გარეთ გასვლა პროდუქტიული გახდებოდა. ანუ, სანამ საახალწლო მუშაობას დავიწყებდი. ახლა, სად მცალია საბოდიალოდ ქუჩაში, ან საქეიფოთ და დროის გასატარებლად? უნდა ვიმუშაო ახალ წელს, ღამით, რომ ორი კაპიკი ვიშოვო. 

– საკმაოდ პოზიტიური ადამიანი ხარ. ხელი კი ვიცი, როგორიც გაქვს, მაგრამ მეკვლედ რომ დაგპატიჟოს კაცმა, როგორი ფეხი გაქვს?

– ბევრგან მივსულვარ მეკვლედ და ჯერ არავისთვის მიმიტანია უბედურება და ვაი-ვიში (იცინის). ხშირად, დაუპატიჟებლადაც მივსულვარ გიტარით ხელში, სიმღერ-სიმღერით ახლობლების ოჯახში და ყველას უხაროდა, პრეტენზია არავის გამოუთქვამს. სხვათა შორის, ჩემს სახლში, ყოველთვის, მე ვარ მეკვლე. დადგება თუ არა 12 საათი, გავრბვარ გარეთ და ისევ შემოვრბივარ, მერე ისევ გავრბივარ გარეთ, სამუშაოდ. ასე რომ, ჩემს ოჯახს, ჩემი ფეხი კარგად აქვს დაცდილი, ჯერ არავის დაუწუწუნია, რას გიგავს ფეხებიო (იცინის). 

– თოვლის ბაბუის არსებობის თუ გჯეროდა ბავშვობაში და თავად თუ მოგირგია თეთრი წვერ-ულვაში?

– მახსოვს, ბაღში ზეიმი გვქონდა და დიდი ამბით ველოდებოდი თოვლის ბაბუის გამოჩენას. გავიხედე, ოთახში დგას კაცი, თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი და იწებებს თეთრ ულვაშსა და წვერს. აი, იქ დამთავრდა და დაიმსხვრა თოვლის ბაბუის არსებობის ოცნებები ჩემთვის. მივხვდი, ყალბი იყო. ასე რომ, თოვლის ბაბუა მოვა და კანფეტებს მომიტანს, ჩემთვის არასდროს ყოფილა. ეს სიხარული არასდროს განმიცდია. არ დამავიწყდება, ის თოვლის ბაბუა რომ შემოვიდა ზეიმზე, ნიჰილიზმით შევხედე და საჩუქარიც ნაძალადევად გამოვართვი. თუმცა,  თავად, ბევრჯერ ვყოფილვარ თოვლის ბაბუა. ტრადიციად მქონდა, ოჯახში შევხვედროდი ახალ წელს. მერე გადამეცვა ფორმა და გუდით ხელში გამოვცხადებოდი ოჯახის წევრებს. ბავშვს, ამით ერთგვარ გამოცდას ვუწყობდი. ბოხი ხმით ვეკითხებოდი: აბა, როგორ იქცეოდი მთელი წელი, რა გააფუჭე, ხომ აღარ გააბრაზებ მშობლებს, რამდენი ლექსი და ზღაპარი ისწავლე და ასე შემდეგ. ისიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა, ვერ მცნობდა. პირობას დებდა, რომ კარგად მოიქცეოდა და გაფაციცებით ელოდებოდა საჩუქარს. მეორე ბავშვი რომ მეყოლა და დადგა ახალი წელი, ისევ გამოვეწყვე და ვეახლე უფროს შვილს. დავუწყე დაკითხვა, შევედი „ობრაზში” და უცბად, მეორე ბავშვმა ატეხა ტირილი. სულ დამავიწყდა ჩემი როლი და ჩემს ხმაზე მივეფერე: რა იყო, მამიტო, რატომ ტირი, სენ მოგიკდი-მეთქი და, აი, აქ დასრულდა, ჩემი თოვლის ბაბუობა (იცინის). იცით, როგორი მზერით გამომხედა უფროსმა შვილმა? არჩევნების მერე რომ აქვს ხალხს, მოტყუებული მზერა! მაშინ მივხვდი, როგორც ჩურჩხელისგან არ გამოვა სალამური, ისე ჩემგან არ დადგება თოვლის ბაბუა! სულ ვხუმრობ, ახალი წელი, ჩემთვის არჩევნებთან ასოცირდება, სულ კარგს ველი და არ მოდის-მეთქი (იცინის).

– სადღესასწაულო დღეებში ძნელია, თავი შეიკავო სასმელ-საჭმლისგან. ამ დროს, გათიშვამდე დალევა თუ „მოსულა”?

– მე არ ვსვამ. მირჩევნია, სხვამ დალიოს და მე ფხიზლად ვუყურო. თუმცა, ადრე ისე დამილევია, გავთიშულვარ და სად ვყოფილვარ, ვერ მოვსულვარ აზრზე. დილით კი, ისევ გამიგრძელებია ქეიფი, აბა, როგორ?! 

–  ცხოვრებაში რომ არ დაგავიწყდება, ასეთი დასამახსოვრებელი ახალი წელი თუ დამდგარა შენთვის?

– უფ, როგორ არა! იმ ახალ წელს რა დამავიწყებს! – შევხვდით მე და ჩემი ცოლი ერთად, ტკბილად ახალ წელს და გამოვეწყვე, სამუშაოდ წასასვლელად, რომ ღამით დამეკრა. ჩემმა მეუღლემ იფიქრა, გავაცილებო და კარებამდე გამყვა. უცბად, გამახსენდა, რომ რაღაც დამრჩა, შემოვბრუნდი, ჩემმა ცოლმა მოხურა კარი და არ მომაყოლა მარცხენა ხელის თითები? თან, ის იქიდან აწვება და ამბობს: არ იკეტება, რა დაემართაო და მე გარედან ვღნავი. ბოლოს, ტკივილისგან ჩავიკეცე. ისე გავმწარდი, ჩემი კივილი ცას ხევდა და მეზობლებს ეგონათ, ისე მიხაროდა ახალი წელი, რომ ასე, კივილ-წივილით გამოვხატავდი (იცინის). არადა, სად მქონდა დაკვრის თავი, მაგრამ სამუშაოს ფული წინასწარ, უკვე აღებული და შეჭმული მქონდა. რომ არ წავსულიყავი დასაკრავად, ვინ მაპატიებდა? აფთიაქში ვიყიდე გასაყინი ხსნარი, შევისხამდი, გავიყუჩებდი და თან, ვუკრავდი. სისხლიც ვერ შევიჩერე. ვისთვისაც ვუკრავდი, იმათ სულ არ აინტერესებდათ ჩემი ტკივილი. ასე, გასისხლიანებული და თვალცრემლიანი ვიღიმოდი. სამი თვე ვიწვალე, სანამ ახალი ფრჩხილი არ წამოვიდა. აი, ის ახალი წელი, სულ მემახსოვრება, ჩემი ცოლის წყალობით. თუმცა, ყოველი ახალი წლის დადგომა ძალიან მახარებს. რომ გადავხედავ ჩემს ოჯახს, შვილებს, ნამატს, ახალ მეგობრებს, ნაცნობებს, გული სიხარულით მევსება და სულ კარგის მოლოდინში ვარ.

– ნაძვის ხის მორთვაში თუ იღებ მონაწილეობას?

– ნაძვის ხის მორთვას რომ იწყებენ, მე ოჯახიდან გავდივარ. სად მაქვს იმის თავი, ვიფიქრო, რომელი სათამაშო სად დავკიდო და რა ფერის წვიმა მოუხდება? მოკლედ, ის ფიქრი: ვისი სათამაშო, ვის ნაძვის ხეშია, ჩემგან შორსაა. მირჩევნია, ჩემმა ცოლ-შვილმა იჭყლიტოს ამაზე თავი, რადგან, ნაძვის ხის რომანტიკა ჩემგან შორსაა. ჩემს შვილებს ისე უყვართ ნაძვის ხე, პაპანაქება სიცხეში რომ ვუთხრა: აბა, ნაძვის ხე ავაწყოთო, დაყრიან ყველაფერს და ხელებს დაიკაპიწებენ. უნდა ნახოთ, როგორ ევლებიან თავს. მათი სიხარული კი ჩემთვის მთავარია. ახალი წელი რომ მოდის, მეც მათთან ერთად ვხალისობ, მიხარია, მეიმედება, ახლის და სიახლის მოლოდინში ვარ. მე უკეთესობის იმედი მაქვს. ყოველ ახალ წელს იმის იმედი მაქვს, – აი, ახლა გვეშველება-მეთქი და ეს იმედი ნუ მომიშალოს ღმერთმა! 

скачать dle 11.3