კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ღონისძიებები ახლდა მესტიაში ზამთრის სეზონის გახსნას

ზამთრის კურორტების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 27 დეკემბერს მესტიაშია ზამთრის სეზონი გაიხსნა. ზღვის დონიდან 2 556 მეტრზე, ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე, გაიმართა შეჯიბრება: პროფესიონალ და მოყვარულ მოთხილამურეებს შორის. სასრიალო ტრასის კატეგორია სირთულეების მიხედვითაა: შავი, წითელი და ლურჯი. დამსვენებელს 20 ლარად შეეძლება თხილამურების დაქირავება დღის განმავლობაში. გახსნის ცერემონიალზე, წარმოდგენილი იყო სვანეთში დასრულებული და მიმდინარე პროექტების ფოტოგამოფენა. საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივით, გათამაშდა თეზო ჯაფარიძის სახელობის გარდამავალი „ზურულდის თასი“, პროფესიონალ მოთხილამურეთა შორის. 86 მონაწილიდან, გამარჯვება სვანების გუნდმა მოიპოვა და თასი მესტიაში დარჩა. ზამთრის სეზონის გახსნა ღონისძიებით დასრულდა. გაიმართა, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, დაჯილდოების ცერემონიალი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.  

გიორგი ჩოგოვაძე (ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, წელს სამი გახსნითი ცერემონიალი ჩაატარა: გუდაურში, ბაკურიანსა და მესტიაში. ამჟამად, სეზონი მესტიაში გავხსნეთ.  ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე, ჩვენი მოქალაქეებისათვის.

– რა სიახლე იგეგმება მესტიის კურორტზე?

– ერთი დიდი სიახლე გვაქვს. ჩვენი ინიციატივით, დავაწესეთ თეზო ჯაფარიძის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც გამარჯვებულ მოთხილამურეს გადაეცემა. ეს შეჯიბრი ყოველწლიურად გაიმართება.

– ტურისტების რაოდენობამ მოიმატა ზამთრის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით?

– მესტიაში, ამ ეტაპზე, სასტუმროების უმეტესი ნომრები დაჯავშნილია. ველოდებით ბევრ სტუმარს, როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ტურისტების ნაკლებობას მესტია არც ერთ სეზონზე არ უჩივის. იმედი მაქვს, ზამთრის სეზონი მესტიაში, ბევრად წარმატებული იქნება და ეს ყოველივე, ხელს შეუწყობს ტურისტების რიცხვის გაზრდას.

скачать dle 11.3