კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და როდის გაატარა ნამდვილი, დასამახსოვრებელი და განუმეორებელი ახალი წელი მაქსიმე ჩარკვიანმა

ინტერესი მართლაც დიდი იყო, ჩამეწერა ინტერვიუ მაქსიმე ჩარკვიანთან. ჩემი მოლოდინი რომ ის საინტერესო, თავისუფალი და უშუალო რესპონდენტი იქნებოდა – გამართლდა. 

– მაქსიმე, საუბარს დავიწყებ თქვენი სახელით, რომელიც ძალიან კარგად ჟღერს ყველა ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. ვინ დაგარქვათ ეს სახელი? 

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სახელს ძალიან დიდხანს მირჩევდნენ. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა სახელს მეძახდნენ. დავა ჩემს სახელთან დაკავშირებით, დღითი დღე სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა. ოჯახის რუსული მხარე მოითხოვდა რუსულ სახელზე შეეჩერებინათ არჩევანი, ხოლო ქართული მხარე  ქართული სახელების ვარიანტებს სთავაზობდა. საუბარი იყო რომ ჩემთვის დაერქმიათ: ფილიპი, ანტონი, დენისი – უფრო სწორად ამ სახელების ტარება რაღაცა პერიოდის განმავლობაში მომოწია კიდეც. საბოლოოდ, ბაბუაჩემმა გელამ შესთავაზა ყველაზე უნივერსალური ვარიანტი – მაქსიმი, – პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში შეგხვდებათ ეს სახელი და ყველა ენაზე თითქმის ერთნაირად  გამოითქმის. 

– დედის მხარეს არ ვიცნობ, სამწუხაროდ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მამის მხრიდან ძალიან სახელოვანი, ნიჭიერი, ცნობილი და თავისი თაობისთვის გამორჩეული ადამიანები არიან, თქვენს, ასე ვთქვათ, გენეტიკურ ხეში. 

– დედა, ელენა ჩარკვიანი, საკმაოდ ცნობილი მიუზიკლის მსახიობია რუსეთში. მისი მამა რეჟისორი დოკუმენტალისტია, ხოლო – დედა (ანუ ჩემი ბებია)  მიკრობიოლოგი, რომელიც წარმატებულად მოღვაწეობდა ამ სფეროში. მოსკოვში ვცხოვრობ უკანასკნელი 21 წლის განმავლებაში, ხშირი მიმოსვლებით თბილისში – ზაფხულსა, თუ ზამთარში.

– როგორ მიმდინარეობს თქვენი ცხოვრება?

– ცხოვრება სწრაფად, დაუცხრომლად მიედინება. სამწუხაროდ, ამის გამო ბევრ რამეს ვერ ვასწრებ და სამუდამოდ ვკარგავ რაღაცის შესაძლებლობას. თუმცა, ისე გითრევს თავის ორომტრიალში ყოველდღიურობა, რომ ამის გამო განაწყენებასაც ვერ ასწრებ. წარსულით ცხოვრება არ გამოდის, ან მუდმივად წინ უნდა იარო, ან – ჩამორჩე.

– რას საქმიანობთ?

– ამწუთას ვზივარ ბარში, რომელიც ახლახან დაიკეტა  და გამომიჩნდა კიდეც თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემის დრო. ეს ბარი მე და ჩემმა მეგობარმა გავხსენით, უფრო სწორად ხელმეორედ გავხსენით. როგორც დამფუძნებლები ხელმეორედ ვცდილობთ, შევუნარჩუნოთ დატვირთვა და ამის გამო, კრიზის-მენეჯერების როლი მოვირგეთ. მანამდე ღამის ცხოვრებას კლუბში ხანმოკლე მუშაობით ვიცნობდი, ამიტომ, შეიძლება ითქვას, ამ როლში პირველად გამოვდივარ. თუმცა, შემიძლია, წავიტრაბახო  – არც ისე ურიგოდ გამომდის ეს საქმე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გარეთ კრიზისი მძვინვარებს. შეიძლება ითქვას, ეს საქმე მრავალფეროვნებისთვის მოვსინჯე. ამას გარდა, ვიღებ კლიპებს იმ დამწყები მომღერლებისთვის, რომლებმაც გაიელვეს  შოუ „ხმის” რუსულ ვერისაში. ვწერ კლიპებისა და რეკლამების სცენარებს. ჩემი რეჟისორობით იღებენ მულტიპლიკაციურ რეკლამებს. მოკლედ, საკმარისად დაკავებული ვარ. ამას გარდა, ფესტივალზე წარსადგენი ფილმისთვის ვწერ სცენარს. სულ ახლახან დამიკავშირდნენ ამ შემოთავაზებით. კარგი იდეა მომივიდა – გადავიღო ფილმი მოხუცებზე. საკუთარ ძალებს ტრაგიკომედიის ჟანრში მოვსინჯავ. ჯერჯერობით, ვერ დავიკვეხნი შედეგით. ნელ-ნელა მივიწევთ წინ, ყვირილისა და  კამათის ფონზე, თუმცა კარგად მივიწევთ.

– მაინტერესებს, რა პროფესიის ბრძანდებით?

– სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ დავამთავრე უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ფაკულტეტი. როდესაც დადგა მომენტი, რომ მიმეღო გადაწყვეტილება, თუ სად დავსაქმდებოდი, ძიებაში, სრულიად შემთხვევით, მოვხვდი ტელევიზიაში. 8 წელი ვიმუშავე ამ სფეროში, ხანდახან 14-საათიანი სამუშაო რეჟიმით. ხან დამდგმელი ოპერატორი ვიყავი, ხან დეკორატორი, რეჟისორის ასისტენტი, რედაქტორი, გამოშვების რედაქტორი – რეჟისორობამდე ასე მივედი. ერთი კვირის წინ წამოვედი. მივხვდი, რომ მეყოფა. საჭიროა მეტი დრო დავუთმო ოჯახსა და საკუთარ თავს. მით უმეტეს, რომ  ჩემთვის საინტერესო შემოთავაზებებითაც სულ უფრო ხშირად მიკავშირდებოდნენ. 

– საქართველოში ბოლოს როდის იყავით?

– საქართველოში ბოლოს ზაფხულში ვიყავი ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად, ოჯახის მოსანახულებლად. პრინციპში, სხვა მიზეზით არც ჩამოვდივარ ხოლმე (იცინის).

– საერთოდ, საქართველოს გაგონება თქვენში რა განცდებსა და მოგონებებს იწვევს?

– მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ბოლომდე თავისიანად თავს ვერსად გრძნობს. ორ ქვეყანაში გავიზარდე. რუსეთში მეტწილად ქართველად მიმიჩნევდნენ, საქართველოში – რუსული მენტალობის მატარებლად. თითქოს ყველგან სტუმარი ვარ. ბავშვობაში ეს მანაწყენებდა, ახლა კი მომწონს.  მესმის, რომ ბანგლადეშში ყოფნისასაც კი, იგივე გრძნობა დამეუფლება, რაც მოსკოვსა თუ თბილისში. მე არც ერთ და არც მეორე ქალაქში ოჯახისა და მეგობრების გარდა, არაფერი მაკავებს, თუ არ ჩავთვლით კიდევ – ერთგან სამზარეულოს და მეორეგან – რიტმს. მიხვდებით, რომელს რა შეესაბამება. როდესაც ამბობენ სახლი, სამშობლო... ეს სიტყვები ჩემთვის არაა ახლობელი. შესაძლოა, ამ სიტყვებით, ვინმეს ვანაწყენებ კიდეც,  მაგრამ ეს სიმართლეა. ამ ეტაპზე ჩემი სახლი იქაა, სადაც ჩემი ახლობლები  არიან. თუ გადავლენ ისინი ამერიკაში, ან ჩინეთში, ჩემი სამშობლო და სახლიც იქ გადაინაცვლებს. დავსხდებით და მივირთმევთ მწვანე ჩაის, თუნდაც ყავას სადღაც ბრუკლინში და მხოლოდ ცხელ შოთის პურსა და ყველს ვინატრებთ, ან  ღამის მოსკოვურ სიგეჟეებს. თუმცა, ერთიცა და მეორეც  ყველგან შეიძლება, უკვე შეგხვდეს. მოკლედ, მე ვარ  მსოფლიო ადამიანი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე  ვგრძნობ თავს.

– რას პოულობთ საკუთარ ხასიათსა და გარეგნობაში ქართულს და კიდევ რომელ სხვას? 

–  გაგებაში არა ვარ (იცინის). იმდენი სისხლი მირევია – რუსული, ქართული, პოლონური, კაზაკთა, ფინურ-უნგრული და მათი ოდენობა დაახლოებით თანაბარია. ამიტომ, როგორ გამოვყო, არც ვიცი და არც სურვილი მაქვს. კეთილი ვარ, ამას ბევრი აღნიშნავს – ეს მხოლოდ ქართული თვისებაა, თუ რუსული? შრომისმოყვარე ვარ, ეს პოლონელების თვისებაა, თუ ფინურ-უნგრული? აი, რატომ ვერ გპასუხობთ. თბილისში ყოფნისას, მაღაზიის გამყიდველებმა ინგლისურად დამიწყეს საუბარი. მეც ხელი არ შემიშლია მათთვის, ესპანეთსა და საბერძნეთში ყოფნისას, თავისიანად მიღებდნენ. ამიტომ, გარეგნობასთან დაკავშირებითაც ვერაფერს დავასკვნი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ყველაზე მეტად ვგავარ მამას, ბაბუას და ბებიას.

– რაზე ოცნებობთ?

– ვოცნებობ, რომ ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ და ნაკლები იყოს   ურთიერთგაუგებრობა. მინდა, მარადიულად ვიცხოვრო, არასდროს მეძინოს, გავფრინდე კომოსში და საცხოვრებლად მოვაწყო ახალი პლანეტა. ოცნება, ამიტომაც არის ოცნება, რომ ასეთი რამეები მინდოდეს.

– რა გეგმები გაქვთ?

– ახლო მომავალში მინდა, თბილისში გადმოვსახლდე.  შევქმნა რაღაც ახალი ტენდენცია თუ ცხოვრების სტილი ბიზნესის სფეროში, რომელიც იქნება არსებულზე არც უკეთესი და არც უარესი, უბრალოდ – სხვა. რომელიც თბილისში ყოფნისას ხანდახან მაკლია ხოლმე. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე წელია, ვგეგმავ ავიშენო აგარაკი. 

– გაიხსენეთ ჩარკვიანების გარემოცვაში გატარებული რომელიმე ახალი წელი.

– ერთი ახალი წელი მახსენდება, რომელიც ლონდონში აღვნიშნეთ ოჯახურ წრეში. მერე სტუმრად ვეწვიეთ ქეთი მელუასა და მის მშობლებს. ეს იყო ნამდვილი ახალი წელი, ისეთი, როგორიც კინოშია – წინა საუკუნეების ჩაცმულობით კოსტიუმირებული, მრავალი ადამიანის გარემოცვით, ძალიან მხიარული და დასამახსოვრებელი.

скачать dle 11.3