კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ არ უფასებენ ბესო ბერულაშვილს ფეხს და როდის იწყება მისთვის ნამდვილი ახალი წელი

ახალი წლის დღესასწაული ყველასთვის განსაკუთრებულია. ამიტომ, ცდილობენ, ის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ოჯახთან ერთად გაატარონ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ამ დღესაც ვერ ხერხდება ყოველდღიური საზრუნავის დავიწყება და ყველაზე საზეიმო წუთებსაც სხვადასხვა საქმით დაკავებულები ვხვდებით. ასე ხშირად ხდება ბესო ბერულაშვილის ცხოვრებაშიც, მაგრამ, რასაკვირველია, მოუცლელობის მიუხედავად, ამ დღესთან დაკავშირებით, ძირითადად, კარგი მოგონებები და უკეთესი მომავლის იმედი აქვს. მეკვლის ფეხისა და საახალწლო რიტუალების დიდად არ სჯერა, თუმცა, თოვლის ბაბუად ყოფნა ცხოვრებაშიც და სცენაზეც, ბევრჯერ მოუწია. ამასთან დაკავშირებით ბევრი სახალისო ისტორიაც გადახდენია.            

ბესო ბერულაშვილი: ადრე, ახალი წელი რომ იყო, სახლში ვხვდებოდით, ვაფეთქებდით და ერთ ამბავში ვიყავით. მერე, ყველანი გარეთ გამოვდიოდით. უფროსები ქეიფობდნენ, ჩვენ ვთამაშობდით... ახლა, ყველა თავისთვისაა ჩაკეტილი. არ მომწონს ეს სიტუაცია. ზოგადად, ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, მაგრამ არის სხვადასხვა მიზეზი, რომელთა გამოც, ვერ ვახერხებ სახლში ყოფნას. ერთხელ შოტლანდიაში შევხვდი, ძირითადად კი, სხვადასხვა კორპორატიულ საღამოზე მიწევს ყოფნა. წელსაც ვერ მოვახერხე ახალ წელს სახლში შეხვედრა. ერთ-ერთ რესტორანში, ისევ და ისევ კორპორატიულ საღამოზე ვიყავი.

– საახალწლო სუფრიდან, ყველაზე მეტად რომელი კერძი გიყვართ?

– ყველაფერი ძალიან გემრიელია. თუმცა, ყველაზე გემრიელი, მგონი, გოზინაყია. მაგრამ, საერთოდ, მაგ პერიოდში მარხვას ვინახავ და ვერიდები საახალწლო სუფრებზე გამოჩენას.

– მეკვლე თუ ხართ ხოლმე?

– რა არის, იცით? ვერიდები მეკვლედ მისვლას. კარგად წავა საქმე და ამბობენ: „უი, წელს რა კარგი წელიაო“ და იმას აბრალებენ, რისი წელიც იყო ასტროლოგიურად. ცუდი თუ მოხდა რამე, მაშინ მაგის ფეხის ბრალიაო და ფეხს აგინებენ. ამიტომ, არ მინდა, რად მინდა?!

– გამოდის, ფეხს არ გიფასებენ?

– სადღაც ვიყავი მეკვლედ და იმდენი იწყევლეს ფეხი მოვიტეხე. ამიტომ,  აღარ ვრისკავ. რა ვიცი, რა და როგორ მოხდება.

– ისე, ხშირად გთხოვენ ოჯახში მეკვლედ მისვლას?

– მეკვლეობის რა მოგახსენო, მაგრამ ბავშვის მონათვლას ხშირად მთხოვენ. ჩემი მეკვლე ხან ჩემი შვილიშვილია, ხან – სხვა. არ მწამს ასეთი რაღაცეების. იმის ფეხს გაუმარჯოს და ასე შემდეგ. ჩემი მეგობარი მივიდა ერთ გოგოსთან. ძალიან მაგარი გოგო იყო, მოდელი და ძალიან გთხოვ, ახალ წელს ჩემი მეკვლე იყავიო, – ეუბნება. იმ გოგომ, – რატომ უნდა ვიყო შენი მეკვლე, არ გიცნობო. კაი ფეხი გაქვს და ამიტომო. მაგ კრიტერიუმებს თუ გავითვალისწინებთ, აბა, მე რა ფეხი მაქვს. ისე კი, მაქვს 44 ზომა და სადაც დავდგამ სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა არ გამოლიოს უფალმა.

– განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ საახალწლოდ, რომელსაც არასდროს არღვევთ?

– ტრადიციებიდან, რაც ყველაზე მთავარია, იმას ვარღვევთ და საახალწლოს დავიცავთ? დილა-საღამოს ლოცვას ვერ ვიცავ ყოველთვის. რამე განსაკუთრებული რიტუალი ახალ წელს არ მაქვს. არც მქონია. ზოგს აქვს ტრადიცია, რომ გარდაცვლილი ახლობლის საფლავზე ადიან და იქ ხვდებიან ახალ წელს. მე – მსგავსი არაფერი.

– აღნიშნეთ, რომ შოტლანდიაშიც შეხვედრიხართ ახალ წელს. რით განსხვავდება ჩვენებური ახალი წლისგან?

– შოტლანდიაში ახალ წელს გაქანდებიან და ზღვაში, ყინულებიან წყალში შედიან. არანორმალურები არიან. მაგათთან ახალ წელს ნაკლებად აღნიშნავენ. იქ ყველაზე დიდი დღესასწაული შობაა. ჩვენსა და მათ შორის ოთხსაათიანი სხვაობაა  დროში და იქ რომ ვიყავით, რვა საათზე დაიწყო საქართველოში ახალი წელი. ნახევარი ტონა ასაფეთქებელი გვქონდა ნაყიდი და წარმოიდგინე, რვა საათზე ყველაფერი „ჰაერში ავიტანეთ“. იქაურობა პოლიციით გაივსო. ცნობილი ფეხბურთელები იყვნენ ჩვენთან ერთად: ნემსაძე, შოთიკო არველაძე, ხიზანიშვილი და აღარ ამოიღეს ხმა, თორემ ხმაურისთვის, შეიძლება, სანქციები მიგვეღო. ერთხელ, ისევ შოტლანდიაში ყოფნისას, სანტა კლაუსი მოვიდა და პირდაპირ სახლთან გაჩერდა. დიდი, დასაქოქი ციგა ჰქონდა და საახალწლო სიმღერას მღეროდა. მაგარი მთვრალი ვიყავი და მე ვუთხარი: გადმოდი დამსვი-მეთქი (იცინის). მაგრამ, ის ქართულად ვერ ლაპარაკობდა, მე – მის ენაზე და ვერ შედგა კონტაქტი. ისე, მართლა, რა არის? მთელ მსოფლიოში თოვლის პაპა არის ლამაზი, სასაცილო წვერით, გუდით და საჩუქრებით. ქართველი თოვლის პაპა  – ნაბდით, ხმლით და ხანჯლით (იცინის).

– გამორჩეულად გახსენდებათ რომელიმე ახალი წელი?

– ყველა ახალი წელი კარგი და იმედის მომცემია. ყველაზე ბედნიერად ის დრო მახსენდება, როცა მშობლები მყავდნენ და ერთად ვხვდებოდით ამ დღესასწაულს. ყოველ ახალ წელს მგონია, რომ წინასთან შედარებით უკეთესი წელი დადგება. წელსაც იგივე მოლოდინი მაქვს. სულ მინდა, რომ სახლში, ოჯახთან ერთად გავატარო ეს დღე, მაგრამ, ახლაც ყველა მიმოფანტულია და სახლში მარტო მე და ჩემი მეუღლე ვართ.

– მარხვის გამო, ალბათ, თქვენი ახალი წელი უფრო შვიდიდან იწყება.

– კი. შვიდიდან რომ გახსნილდება და დაიწყება ღორების ქელეხი, მერე მთელი რიტუალებია ჩასატარებელი. კახელი კაცისთვის – მით უმეტეს.

 – ახლით ახალი წელი, შობა და ძველით ახალი წელი. რომელს აღნიშნავთ თქვენ განსაკუთრებულად?

– ახლით ახალ წელს... მართალია, მარხვაზე ვარ, მაგრამ უფრო პომპეზურად მაინც ის აღინიშნება. ეს საერო დღესასწაულია. შობა სასულიერო და უდიდესი დღესასწაულია. ისე, ახალი წელია ყოველთვის, როცა „ბანკომატში“ კარტას შეარჭობ და კარგი ინფორმაცია დაგხვდება.

– ნაახალწლევზე ნაბახუსევი და ზედმეტი კილოგრამები არ გაწუხებთ?

– კი. ეს დიდი პრობლემაა. ქეიფი კარგია, მაგრამ ნაბახუსევი საშინელებაა. მე, მით უმეტეს, ძალიან ცუდი ნაბახუსევი მაქვს. სამაგიეროდ, ქეიფის დროს ვიცი კარგი ლექსი, სიმღერა, იუმორი... ისტორიას გაიხსენებ და ბევრი კარგი რამ. ქართული სუფრა მოსალხენთან ერთად, შემეცნებითიც არის – ბევრ რამეს სწავლობ. აკადემიას ტყუილად კი არ ეძახიან. უნდათ, რომ ქართული სუფრა, მაინცდამაინც, ხვევნა-კოცნასთან, მტლაშატლუშთან, საცივში ჩაყოფილ თავთან ასოცირდებოდეს. ასე არ არის. მოვიდნენ და ნახონ, რამხელა სიყვარული, ცოდნა და პატივისცემა სუფევს სინამდვილეში.

– საინტერესოა, ბავშვობაში თოვლის ბაბუის თუ გჯეროდათ?

– ჰო, რა ვიცი, თოვლის ბაბუის მჯეროდა და მერე გავიგე, მამაჩემი ყოფილა. ეგრე არის, პატარები უნდა გავანებივროთ, აბა, როგორ?! მეც ვანებივრებდი ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს და ვანებივრებ კიდეც, შეძლებისდაგვარად. ისე, განსაკუთრებულად გააქტიურდებიან ხოლმე და მკითხულობენ, ზუსტად იმ დღეებში, ხელფასი რომ უნდა ავიღო (იცინის). ახალ წელს, მით უმეტეს, ყველას თავის საჩუქარი აქვს.

ერთხელ, თოვლის პაპა ვარ. ორი კონცერტი იყო – 12-ზე და 3-ზე. ერთი რომ მორჩა, შუალედში დავლიეთ. ციოდა, არანაირი გათბობა, სპორტის სასახლე გაყინული იყო. თოვლის პაპა ვარ, ნაბადში გახვეული და ცოტა მომერია ალკოჰოლი. მივჯექი დარბაზში, მივიფარე ჩემი ნაბადი და არ ჩამეძინა? ნახევარი სპორტის სასახლე მაღვიძებდა: თოვლის პაპა, გაიღვიძეო... თან, მიკროფონი ხომ მეკეთა და ჩემი ხვრინვა მთელ დარბაზში ისმოდა (იცინის). რომ გავიღვიძე, ცუდად არის საქმე-მეთქი. „თოვლის ბაბუა, თოვლის ბაბუა, მთვრალი ხარ?“ დამრტიალებენ ეს ბავშვები. თან, ნივრიანი ხაში მქონდა ნაჭამი და „აუ, რა სუნი აგდის თოვლის ბაბუა,“ – იძახდნენ აქეთ-იქიდან. ვუთხარი: წადით, შვილო, რა მოგივიდათ, ნუ ყვირით (იცინის); მე თოვლის ბაბუა არ ვარ, მოადგილე ვარ-მეთქი. ვიფიქრე, წარმოდგენა არ გაუფუჭდეთ ბავშვებს თოვლის ბაბაუაზე-მეთქი. სხვათა შორის, სანამ მძინარე თოვლის პაპა ვიყავი, ვიღაცამ ხანჯალი ამომაცალა, მომპარეს. დავდიოდი უხანჯლოდ და იმათ შინაურებსა და ახლობლებს ვიხსენებდი (იცინის).                                                                                                                                                                                 

скачать dle 11.3