კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ზემოქმედებას ახდენს მედია-საშუალებები მოსახლეობის ფსიქიკაზე, რატომ მოგვწონს შეზღუდვები და როგორ იყენებს მედია მაყურებელთა მონობისადმი მიდრეკილებას მანიპულირებისთვის

გარდა ინფორმაციის გავრცელებისა, მასობრივ ინფორმაციას, ანუ მედია-საშუალებებს მაყურებელსა და მკითხველზე ზემოქმედების საშუალებაც აქვს. მეორე მხრივ, როგორც ჟურნალისტი, გამოგიტყდებით, რომ შესაძლოა, მასალის მომზადებისას ბალანსიც დაიცვა, მაგრამ ისე ააგო ფაბულა, რომ მკითხველი სასურველი აზრისკენ თავად მიიყვანო, ბოლოს და ბოლოს – ეს მხოლოდ ტექნიკის საქმეა. გაცილებით მეტი შეიარაღება აქვს, ამ მხრით, ტელევიზიებს. ამჯერად ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ ზემოქმედებს მედია ადამიანების ფსიქიკაზე, პიროვნებასა თუ ცხოვრებაზე.

– ვიდრე სახელდობრ ქართულ მედიაზე ვისაუბრებთ, ზოგადად ვთქვათ იმის შესახებ, ზემოქმედების რა საშუალებებს ფლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები?

– მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები ჰქვია მედია-საშუალებებს და იგულისხმება, რომ არსებობს ინსტრუმენტები, რის საშუალებითაც ხდება მასებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. კომუნიკაცია იდეაში ყოველთვის ორმხრივია –  არის კომუნიკაციის სუბიექტი, ვინც გასცემს ინფორმაციას და მოპასუხე მხარე, რესპონდენტი, ვინც იღებს ინფორმაციას. მაგრამ, როდესაც ლაპარაკია მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებზე, ხშირად კომუნიკაციის პროცესის ეს ორმხრივობა დარღვეულია, იმიტომ რომ, აქტიური მხარე მაინც არის ტელევიზია, ანუ თვითონ მედია-საშუალება. ის ავრცელებს ინფორმაციას და მას აქვს ძალიან დიდი რესურსი იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე, რადგან სხვანაირად მასობრივად ვერ ვრცელდება ინფორმაცია. თითოეულმა ადამიანმა რომ მოინდომოს თავისი იდეების გავრცელება, უნდა უთხრას მეორე ადამიანს, მეორემ –  მესამეს, მაგრამ ასე მთელ მასას ვერ მოიცავ. ამიტომ, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში აქტიური მხარე თვითონ მედია-საშუალებაა, ხოლო მასა, ანუ კომუნიკაციის ობიექტი, ადამიანები, შედარებით პასიურ როლში არიან. ამდენად, ისინი იმთავითვე იმ მხარის როლში არიან, რომელზეც ხორციელდება ზეგავლენა. ასე რომ, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები იმთავითვე ზეგავლენის საშუალებებია. მაგრამ, მეორე მხრივ, მეტ-ნაკლებად არსებობს ინტერაქტიული პროცესები: გამოკითხვები, სატელევიზიო ინტერვიუები ან  როდესაც შოუებში ალაპარაკებ ადამიანებს ამა თუ იმ თემაზე, მაგრამ ეს შედარებით ახალი ნაყოფია. თავდაპირველად, ტელევიზიები მონოლოგური იყო და ინფორმაციას აწვდიდა მასებს.

– რით გამოირჩევიან და ხასიათდებიან ჩვენი ტელევიზიები?

– ჩვენთან ჟურნალისტი ძალიან აქტიურია, ზედმეტადაც კი, შოუების დროს არც კი უსმენენ ხანდახან ადამიანებს, ანუ ისეთი როლი აქვთ აღებული, რომ თითქოს კითხვებს მხოლოდ ისინი უნდა სვამდნენ და მოქალაქე მოპასუხე მხარეა: გამომძიებლებივით ელაპარაკებიან ადამიანებს, ამიტომ შემოვიდა სიტყვა –  ჩაგეკითხები. ჟურნალისტების გარდა, ის სხვისგან არავისგან მომისმენია, რადგან „ჩაგეკითხები“ ნიშნავს, რომ უფლება აქვს აღებული იმაზე, რომ ბდღვირი გაადინოს ადამიანს თავისი კითხვებით. 

– თუმცა ხანდახან რესპონდენტი თაღლითობს, განსაკუთრებით, პოლიტიკოსები, ერთს ეკითხები და მეორეს გპასუხობს, ამიტომ იძულებული ხარ, ომის გამოცხადებასავით უმეორო ერთი და იგივე შეკითხვა, რომ პასუხი მიიღო.

– ხანდახან ამითაც არ კმაყოფილდებიან და აწყვეტინებენ ადამიანს ლაპარაკს, ერევიან მის საუბარში. ანუ მხარეთა შორის პარიტეტული ურთიერთობა არ არის და, ამდენად, ზეგამვლენი მაინც ტელევიზიაა მასებზე და არა მასები –  ტელევიზიაზე. მეორე მხრივ, თუ ავიღებთ დასავლურ ტელევიზიებს, ისინი რეალურადაა აგებული გამჭვირვალობასა და აზრთა პლურალიზმზე. ისინი ყოველთვის ცდილობენ, გამოვიდნენ საზოგადოების საჭიროებებიდან. ამიტომ წარამარა ატარებენ საჭიროებათა კვლევებს და ამ საიჭროებათა კვლევების მეოხებით ადგენენ, რა თემებია აქტუალური; რა თემები უნდა გაშუქდეს და ეს არის სწორედ უკუკავშირი. შესაბამისად, მასაც ახდენს გავლენას ტელევიზიის თემატიკაზე. ამიტომ ეს სამაუწყებლო ხაზები საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რაც არის „ბი ბი სი“ ან სხვები, მუდმივად ეყრდნობიან კვლევათა მონაცემს, რითაც უზრუნველყოფენ მასებთან უკუკავშირს. ანუ იქ კომუნიკაცია გაგებულია, მაინც როგორც უკუკავშირის სისტემა, განსხვავებით ჩვენთან არსებულისგან. ჩვენთან არ არის უკუკავშვირი, როგორც ძირითადი ინსტრუმენტი.

–  მაგალითად, ერთ-ერთი თოქ-შოუ მიეძღვნა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ და არ განუხილავთ შეთანხმების ტექსტი, მხოლოდ აზრებს გამოთქვამდნენ ზოგადად.

– არცოდნა არცოდვაა, მაგრამ კომპეტენტური პირები უნდა იყვნენ მოწვეულები ასეთი საკითხების განხილვისას, თორემ ყველანი რაღაცაში უვიცები ვართ.

– მე შევსწრებივარ, ჩემი კოლეგები რომ იბევებენ რესპონდენტს, მაგალითად, საკანონმდებლო ცვილილებებზე ან ახალ კანონპროექტზე სასაუბროდ. პოტენციალური რესპონდენტი ეუბნება, წინასწარ გადმოგიგზავნით კანონპროექტს, ჩემი კოლეგა პასუხობს, არ მინდა, თქვენ ხომ იცითო.

–  არაკვალიფიციური სიტუაციაა. ერთხელ მოსკოვში ვიყავი, კარგი დრო რომ იყო, ჩემს იქაურ მეგობარს დავურეკე, მისი ნახვა მინდოდა, მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ მითხრა ვერ შეგხვდები, ბიბლიოთეკაში ვზივარ, ხვალ ინტერვიუ მაქვს და უნდა მოვემზადოო. არადა ჩემთან შეხვედრა მისთვის ზეიმია, მაგრამ უნდა მომზადებულიყო, იმდენად სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს. ამიტომაც გვჯობიან ისინი.

– თუმცა მათი ტელევიზიები ზედმეტად პროპაგანდისტულია.

– არის, მაგრამ დეზინფორმაციასაც ძალიან მაგრად აკეთებენ.

– ჩვენი ტელევიზიების მუშაობის მთავარი პრინციპია შოუ, როდესაც ერთი მხარე აგინებს მეორეს, თუ დაარტყამს, ხომ მთლად უკეთესი. ამას ამართლებენ იმით, რომ ამას ითხოვს მაყურებელი. შეიძლება, მაყურებელს ერჩივნოს გადაცემა, რომელშიც ოპონენტები, ნაცვლად გამოსავლის ძიებისა, ერთმანეთს ლანძღავდნენ და ეჭიდავებოდნენ?

– აქ, ჩემი აზრით, ასეთი მომენტია: ეს არის ჯადოსნური წრე, რაც უფრო სკანდალური იქნება გადაცემა, მით უფრო ერთვებიან მასში ადამიანები; რაც უფრო ერთვებიან, მით უფრო გაბრაზებულები და აჟიტირებულები არიან –  თუ საღამოს იყო ეს გადაცემა, დილითაც მიჰყვებათ ეს განწყობა და ოჯახის წევრები თუ ნაცნობები კამათობენ ერთმანეთთან. რაც მეტად აჟიტირებულები არიან, მით უფრო უნდათ, რომ კიდევ დაიდგას ასეთი შოუ, რადგან აჟიტირებული გონება აჟიტირებულ სცენარს მოითხოვს და ასე გრძელდება უთავბოლოდ. სკანდალი შეიძლება, თავისთავად მოხდეს, მაგრამ სკანდალი მუშაობს ჟურნალისტზე, იმიტომ რომ, ხალხი უკვე მომზადებულია სკანდალისთვის. ესენიც სკანდალს დაახვედრებენ და ასე მიდის. მაგალითად: რამდენიმე წლის წინათ ქართულ-აფხაზური შეხვედრა მოვაწყვე, აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უხუცესები შევახვედრეთ ერთმანეთს სოხუმში: რვა ადამიანი აქედან, რვა –  იქიდან. ერთობლივი დეკლარაცია დაწერეს, ნდობის ხიდის აშენებას აპირებდნენ, რომელზეც ორივე მხარის პოლიტიკოსებს უნდა გაევლოთ. აქ რომ ჩამოვედით, მოხუცებმა მთხოვეს, იქნებ გავაშუქოთ ეს ამბავი, ქართველმა საზოგადოებამაც გაიგოს, რომ აფხაზებს ომი არ უნდათო. ჩემი თანამშრომელი „რუსთავი-2-ში“ მივიდა აწ გარდაცვლილ გიორგი სანაიასთან, ღმერთმა აცხონოს მისი სული. იკითხა, სკანდალი იყოო? მაგრამ, რომ გაიგო, შეხვედრა კონსტრუქციულად  ჩატარდა, თქვა, მაშინ არ გვაინტერესებსო. აი, ესაა სახასიათო. მეორე მხრივ, სანაიაც გულწრფელი იყო, ასეთი ჟურნალისტური სივრცე შეიქმნა ჩვენთან. ისიც ამ სივრცის ნაწილი იყო და შესაძლოა, ამასაც შეეწირა, დიდი ანგარიშით. მისი მკვლელობაც ხომ რაღაც დიდი, შეიძლება, ითქვას, სკანდალის ნაწილი იყო?!

– თვითონ ჟურნალისტი რას იღებს ამ გაუთავებელი სკანდალით? პოპულარობას მხოლოდ?

– პოპულარობას  და ვითომ დაუნდობელის იმიჯი აქვს: ვიღაც წაეჩხუბება და რაც უფრო წაეჩხუბება და რაც უფრო გამოავლენენ თავიანთ თავს პიროვნებები, ვთქვათ, დედას შეაგინებენ ერთმანეთს, ეს ჟურნალისტს დადებითად ეთვლება. არადა, ეს ჟურნალისტის დამსახურება არ არის, უბრალოდ, ადამიანები არიან ასეთები.

– ამით პრობლემას რა? მაყურებელი რჩება ფსიქიკადაზიანებული, იმიტომ რომ, აჟიტირებული მდგომარეობა არ არის ნორმალური, პრობლემა რჩება, ვერ იჭრება, არც მისი გადაჭრის გზების ძიებაზეა მსჯელობა, გამოსავალიც არ ჩანს. ერთადერთი ხდება ის, რომ ისტერიული ფონი მატულობს?

– სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული საზოგადოება. 

– ვინმემ შესთავაზა კი პრობლემაზე ორიენტირებული გადაცემა?

– ვიმეორებ, ჩვენი საზოგადოება და ამ საზოგადოების ნაწილია ხელისუფლებაც, ორიენტირებულია არა პრობლემების გადაჭრაზე, არამედ მათ დაგროვებაზე. დააკვირდით, მიდიან ადამიანებთან, რომლებსაც რაღაც უჭირთ, ეკითხებიან, რა ხდება, შემდეგ ყველა უკან მორბის და არავინ ლაპარაკობს გადაწყვეტილების გზაზე. ყველა ლაპარაკობს პრობლემის სიმწვავეზე. არც ეკითხებიან იმ გაჭირვებულ ადამიანს, როგორ გადაწყვეტს  პრობლემას. ის ადამიანიც ხელს ზემოთ იშვერს, ხელისუფლებამ გადაწყვიტოსო. ერთია, რომ არც ეკითხებიან და, მეორე, რომც ჰკითხონ, მანაც არ იცის, რადგან ყველას ჰგონია, რომ მთავარია, გაჭირვება დაინახონ, დააფიქსირონ, აღნუსხონ და იცხოვრონ ამ გაჭირვებაში, ანუ პრობლემაგადაუწყვეტელ სიტუაციაში. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც გვირჩევნია გაჭირვებაში ცხოვრება, ვიდრე ცხოვრების მაღალი სტანდარტის მიღწევა. ცხოვრების მაღალი სტანდარტი მოსახლეობას არ აინტერესებს. აინტერესებთ, რომ რამენაირად შეიცოდონ ან მფარველი გამოუჩნდეს, რომ არ იყვნენ უპატრონოები. ქართულში „უპატრონო“ ხომ საგინებელი სიტყვაა?! ეს კი ნიშნავს, რომ ყველა ეძებდა პატრონს. ამიტომ ამ საზოგადოებამ, მართალია, მიაღწია ქვეყნის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მაგრამ მოქალაქე დამოუკიდებელი არ არის. მოქალაქე არის ტყვე და მონა თავისი წარმოდგენების: ამან ის თქვა, იმან ეს თქვა. საკუთარი აზრები არ აქვთ, რადგან თავად არაფერს წყვეტენ. ურჩევნიათ, ამ ჭაობში იცხოვრონ. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ბაყაყები არიან, რომლებსაც ჭაობში ცხოვრება ურჩევნიათ და არა –  ჭაობიდან ამოსვლა. გაიგუდებიან ჭაობიდან რომ ამოვიდნენ, ამიტომ ურჩევნიათ იქ ყოფნა. ამისთვის არიან გაჩენილები.

– ჭაობიდან როგორ უნდა ამოვიდნენ, როდესაც მედია-გარემოც კი მათ იქ დარჩენას აიძულებს?

– ჭაობიდან ამოსვლის გზა არის მენტალობის შეცვლა. მენტალობის შეცვლაში ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანები ორიენტირებულები იყვნენ არა პრობლემების დაგროვებაზე, არამედ –  პრობლემების გადაწყვეტაზე. პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული მიდგომა არ აქვს ამ საზოგადოებას, ჩვენი მენტალობა ორიენტირებულია პრობლემის არსებობაზე. ამ ადამიანებს პრობლემის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ფსიქოლოგიაში ასეთ პრობლემურ ადამიანებს ახასიათებენ ფსიქოპათების ტერმინოლოგიით. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ფსიქოპათიურია, ანუ ახასიათებს თვისება, რომ სულ სიმწვავეები დაინახოს. პირშიც ცხარე უნდა ჩაიდოს, პილპილი უყვარს, რადგან უპილპილოდ ისე გემრიელი არ არის; ცხოვრება მოსწონს არა დარბაისლური და მშვიდი, არამედ –  ცხარე და კონფლიქტური, გაჭირვების მაჩვენებელი და ასე შემდეგ. რაც ნიშნავს იმას, რომ პრობლემაგადაუწყვეტელი სიტუაცია უფრო უკეთესი ჩანს, ვიდრე პრობლემაგადაწყვეტილი. ამიტომ სულ გაჭირვებაში ვიქნებით.

– გამოდის, რომ ქართულმა მედიამ ზუსტად აუღო ალღო იმას, რაც ხდება?

– ტელევიზია საზოგადოების ნაწილია. ტელევიზიის მუშაკიც ჩვეულებრივი ადამიანია და აქვს ამ სოციუმისთვის დამახასიათებელი მენტალიტეტი. ამიტომ მიიჩნევს, რომ ამაზეა მოთხოვნა, განა იმიტომ, რომ საკითხი კვლევით შეისწავლა? არა –  რადგან ის ამ სოციუმის ნაწილია, ფიქრობს, რადგან ჩემს ტვინში ასეა, ასეა საზოგადოებისთვისაცო და მარტივად წყვეტს ამ საკითხს.

– ტელევიზიამ რომ უარი თქვას ჩვენი ტვინების გამოლაყებაზე და გაწონასწორებული, ხარისხიანი გადაცემები შემოგვთავაზოს, გვეშველება?

– წარმატებაზე, გამარჯვებაზე, პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული გადაცემები… კიდევ რა მომენტია, იცით?! ტელევიზიაც და საზოგადოებაც იმ ფაზაშია, როდესაც ყველაფერი კეთდება რეგულაციებისთვის. არ დაკვირვებიხართ, რომ ძირითადი სალაპარაკო თემაა, შევიმუშაოთ რეგულაცია. რეგულაცია კი რას ნიშნავს? რომ რაღაც იზღუდება. ბიჰევიორისტული მიდგომის თანახმად, ადამიანს ორი ძრავა აქვს: ერთი სასჯელის შიში და მეორე –  წახალისების სურვილი. რეგულაცია ნიშნავს, რომ, თუ რაღაც არ გააკეთე, დაისჯები; წახალისება კი იმას, რომ, თუ რაღაც გააკეთე, შეგაქებენ, ანუ დაჯილდოვდები. ამ ორი ძალიდან წამყვანია სტიმულირება, ანუ წახალისება. ამიტომ რეგულაციებს უნდა სჭარბობდეს წახალისება და მაშინ სისტემა ვითარდება. მაგრამ, თუ ყველაფერი კეთდება რეგულაციებისთვის, შეზღუდვისთვის, მაშინ ადამიანები ეძებენ მათი დანგრევის გზებს, ამიტომაც ვართ სულ ქაოსში. რაც მეტი რეგულაციაა, მით მეტი ქაოსია; რაც მეტი ქაოსია, მით მეტი რეგულაცია იქნება საჭირო და ასე შემდეგ. ხომ შემოიღეს ღვედები? არადა, ღვედები არ ამცირებს მსხვერპლით დამთავრებული ავარიების რიცხვს, მაგრამ არავის აზრად არ მოუვიდა, რომ არა მარტო დააჯარიმოს, არამედ სტიმული მისცეს ადამიანებს იმისთვის, რომ ღვედი გაიკეთონ. ამდენად, ეს არის არდაფასების საზოგადოება, სადაც მხოლოდ რეგულაციებია. ჟურნალისტიც ხედავს ამას და ამის მიხედვით მოქმედებს თავადაც. არადა, შეზღუდვებზე ორიენტირებული საზოგადოება წინ ვერ მიდის, პრობლემებს ვერ წყვეტს. პრობლემებს წყვეტს ადამიანი, რომელიც განვითარებასა და სტიმულის მიღებაზეა ორიენტირებული.

скачать dle 11.3