კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაცვალა ლაშა ჯუღელმა 95 000-ლარიანი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილეობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 42 000-ლარიან თანამდებობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ლაშა ჯუღელი 1975 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ  თსუ მას 2005 წელს დაუმთავრებია (30 წლის ასაკში). თუმცა მანამდე, ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 1998-1999 წლებში პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტში სწავლობდა; 1999-2000 წლებში კი – ნანსის საწარმოთა მართვის ინსტიტუტში ბიზნესადმინისტრირების სპეციალობით. მისი შრომითი ბიოგრაფია პარიზში იწყება  1999 წელს, სადაც ის 2004 წლამდე Price Waterhouse Coopers-ში მუშაობდა (ოღონდ არ ვიცით, რად). 2004-ში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მრჩეველად დაინიშნა. მეტიც, იმავე წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსადაც იმუშავა. 2005 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა (UNDP) და საქართველოს მთავრობის პროექტის ნორმატიული  ბაზის გადასინჯვისა და ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა. მაგრამ 2007-ში კვლავ ჩინოვნიკობას დაუბრუნდა და 2008 წლამდე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. 2008-ში საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 2009 წლის დეკემბრიდან კი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.

ლაშა ჯუღელის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, როდესაც ის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მრჩეველი იყო. იმხანად ის მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა და მათი ქონება შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: ფატმან ჯუღელს (და) ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი სოფელ სვირში და აგარაგი შეკვეთილში, ასევე, ავტომანქანა – 1998 წლის „რენო კლიო“. ავტომანქანა ჰყავდა ქეთევან ჯუღელსაც (დედა)  – 1994 წლის „მერსედესი“ და ჰქონდა ბინა საბურთალოს ქუჩაზე (100 კვ. მ.). თავად ლაშა ჯუღელი კი დეპოზიტზე ინახავდა 15 000 ევროს. აგრეთვე, ჰქონდა ნაღდი ფულიც – 3 000 დოლარი და 12 000 ევრო. 2003 წლის განმავლობაში მურად (მამა) ჯუღელი, იყო რა მოსკოვის ერთ-ერთი სამშენებლო-სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე, სავარაუდოდ, ყოველთვიურად 2 600 აშშ დოლარს იღებდა, ლაშა ჯუღელი კი – ფრანგულ ფირმაში – ყოველთვიურად 3 500 ევროს. 2005 წელს ლაშა ჯუღული იმავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის წევრთა და ქონების რაოდენობა უცვლელია, თუმცა ფატმან ჯუღელს კიდევ ერთი ავტომანქანა შეუძენია – 2000 წლის „მიცუბიში მონტერო“. რაც შეეხება შემოსავლებს: მურად ჯუღელი კვლავ 2 600 დოლარს იღებდა ყოველთვიურად, ხოლო ლაშა ჯუღელი, როგორც გენინსპექციის უფროსი – 1 100 ლარს. 2006 წელს ლაშა ჯუღელი უკვე ყოფილი უფროსის ამპლუაში ავსებს დეკლარაციას და გვამცნობს, რომ მან და მისმა ოჯახის წევრებმა 2005 წლის განმავლობაში მიიღეს შემდეგი შემოსავლები: მურად ჯუღელმა იმავე სამსახურში აწ უკვე, როგორც მთავარმა ინჟინერმა, 35 000 დოლარი, ლაშა ჯუღელმა კი, როგორც გენერალური ინსპექციის უფროსმა, 16 500 ლარი. 2009 წელს ლაშა ჯუღელი უკვე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია, თუმცა დეკლარაცია ინფორმაციას გვაწვდის მისი წინა წლის შემოსავლების შესახებ. კერძოდ, მან 2008 წლის განმავლობაში, როგორც საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილემ,  81 320 ლარი აიღო.

2009 წლის განმავლობაში ლაშა ჯუღელმა, როგორც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, 95 709 ლარი მიიღო, ხოლო, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა – 4 308 ლარი. ლაშა ჯუღელს ორი დეპოზიტი პარიზის ბანკ – „სოსიეტე ჟენერალში“ – ჰქონდა გახსნილი, რომლებზეც 15 900-15 900 ევროს ინახავდა, ხოლო, დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდ ფულად ჰქონდა – 5 000 დოლარი და 15 000 ევრო. 2010 წლის განმავლობაში ლაშა ჯუღელმა, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, 42 000 ლარი აიღო. იმავე წელს, ასევე, შემცირდა თანხა მის დეპოზიტებზე – 16 500 ევრომდე და ნაღდი ფულის ოდენობაც – 4 000 დოლარამდე და 1 000 ლარამდე. 2011 წელს ლაშა ჯუღელს დეპოზიტზე არანაირი თანხა აღარ ერიცხებოდა, თუმცა დეკლარაციის შევსების დროს, მას ნაღდ ფულად ჰქონდა – 15 500 დოლარი და 4 000 ლარი. ეროვნულ ბანკში მისი წლიური სახელფასო შემოსავალი 42 000 ლარი იყო, მაგრამ, როგორც შპს „გეოფიტნესის“ კონსულტანტმა, იმავე წელს დამატებით 60 000 ლარი აიღო და კიდევ ერთი 60 000 ლარი, როგორც სს „პარკთაუნის“ კონსულტანტმა. ამ წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ ლაშა ჯუღელს 2008 წელს ათწლიანი სამომხმარებლო სესხი აუღია 106 000 ლარის ოდენობით.

ბოლო დეკლარაცია ლაშა ჯუღელმა 2013 წელს შეავსო: იმხანად ნაღდ ფულად ჰქონდა 18 500 დოლარი და 5 000 ლარი. ეროვნულ ბანკში მისი ხელფასი კვლავ წლიური 42 000 ლარი იყო, თუმცა აი, სს „პარკთაუნის“ კონსულტანტობამ კი 120 000 ლარი მოუტანა.

скачать dle 11.3