კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სეპარატისტები და კომპანია

ვინ გადაიხდის მეტს?!

გასულ წელს ჩვენმა ოკუპანტმა რფ-მ, იმას გარდა, რომ ეს ჩვენი აფხაზეთი სულ რაღაც 5 მილიარდ რუბლად შეიძინა, ამ ჩვენმა აფხაზეთმა კი თავის თავზე აიღო სანქციების გამო რფ-ის ბაზარზე შექმნილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დეფიციტის შევსება, ეს ჩვენი „იუჟნაია ოსეტია“ თამაშგარედ დაგვიტოვეს.

ან კი როგორ არ დაგვიტოვებდნენ, როდესაც ამ უკანასკნელს მხოლოდ სამხედრო ბაზის ფუნქცია აქვს?! ჰოდა, ამიტომაც, ფრიად აქტიურობენ ჩრდილოელთა გულის მოსაგებად: იმას გარდა, რომ რუსეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულებას თავად წერენ, კიდევ ერთხელ მოითხოვეს მასთან შერწყმა.

ამასობაში კი ცხინვალს ეგრეთ წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „საგარეო საქმეთა მინისტრი,“ ვინმე ალექსანდრ კოფმანი, სამუშაო ვიზიტით ეწვია და ეგრეთ წოდებულ „იუჟნაია ოსეტიასთან“ „მიაღწიეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ“.

საქმეში თვით „პრ.“ ლეონიდ თიბილოვიც ჩაერთო (მოწყენილია და დროს კლავს) და მხარეები შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერას 2015 წლის დასაწყისშივე აპირებენ. თავის მხრივ, უკრაინელმა სეპარატისტმა ჩვენს აღუთქვა, რომ მისი სეპარატისტული სამწყსო არასდროს დაივიწყებს, რომ ისინი პირველებმა „იუჟნაია ოსეტიელებმა“ აღიარეს.

და თუმცა ეს ის შემთხვევაა, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა, არც უმისობაა: „ორივე მტკვარში დაგვახრჩობინა, შენც (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგულისხმება უკრაინა) დაისვენებ, მეც (ოღონდ, თუ თურქეთმა მტკვარში წყალი გამოუშვა). – 

скачать dle 11.3