კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავნებდეთ?!

„ვალები არის ჩემი გამხარებელი“

თუმცა სახელდობრ ჩვენს, საბჭოთა დროინდელს ვინღა ჩივის, აი, ის ანაბრებიც კი ვერ დაგვიბრუნებია, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე რომ გაგვაცუცურაკა ჩვენმავე დამოუკიდებელმა ხელისუფლებამ და უკანასკნელი მანეთები შეგვატანინა, დიდ ბრიტანეთში კი მთავრობამ საკუთარ მოსახლეობას ფრიად საშური ამბავი შეატყობინა.

კერძოდ, გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს, დააბრუნოს თვით მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებისა და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ვალები. – . The New York Times  გვაუწყებს, რომ ყველაზე ადრინდელი 1720 წლით თარიღდება.

იმ შორეულ 1720-ში, სამხრეთის ზღვების კომპანიის უხეირო ფინანსური სპეკულაციების გამო, ათასობით ბრიტანელი გაკოტრებულა და ქონების გარეშე დარჩენილა. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა დააზუსტა, რომ სახელმწიფო მოსახლეობის დავალიანებას დაბალი პროცენტით გადაიხდის, საერთო ჯამში კი ამ ისტორიული ვალის ოდენობა 2,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგია (მთლიანად ინგლისის საგარეო-საშინაო ვალი 1,4 ტრილიონ ფუნტ სტერლინგს აღწევს). ამ ჩამონათვალში შედის თვით უინსტონ ჩერჩილის ფინანსთა მინისტრობისას ობლიგაციების გამოშვებით აღებული საშინაო ვალი, ნაპოლეონის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიისა და ყირიმის ომის ვალებიც…

ერთი სიტყვით, დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ თავის სამწყსოს აღუთქვა, რომ 2015 წლის პირველ თებერვლამდე 218 მილიონ ფუნტ სტერლინგს გაისტუმრებს.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა აშკარაა და ასეთი იმპერიისთვის დანებების სურვილიც ძალუმია. – 

скачать dle 11.3