ბრძნული აზრები
ბოტიჩელი: მხდალნი ერთმანეთს მუქარას უთვლიან, ვაჟკაცნი კი ებრძვიან.
შექსპირი: ფარ-ხმალი დედაკაცისა – ცრემლია.
ბოსიუეტი: ათასი მტრის გაწყვეტას ერთი მამულიშვილის დახსნა ჯობია.
ბუასტი: მაგალითი, რომელიც ბრძენისთვის სასარგებლოა, შესაძლოა, სულელისთვის საზიანო იყოს.
დეკურსელი: წესიერება ერის ჯანმრთელობაა.
დელაბრი: ვისაც საკუთარი აზრი არა აქვს, ის ყოველთვის უპირისპირდება სხვის აზრს.
მოლიერი: სიყვარულს განსჯა არ მართავს.
ჯეფერსონი: შენი საკუთარი გონება ცით ნაბოძები ერთადერთი ორაკულია და შენ პასუხისმგებელი ხარ არა გადაწყვეტილების მართებულობაზე, არამედ, მის პატიოსნებაზე.
დოსტოევსკი: გრძნობა მაშინ იწმინდება, როცა უმაღლეს მშვენიერებასთან და სილამაზის იდეალთან აქვს შეხება.
ადლერი: ის, რასაც ჩვენ ჩავდივართ, შეგვეძლო, გრძნობების გარეშეც გაგვეკეთებინა – გრძნობები, უბრალოდ, ჩვენი მოქმედების თანხმლებია.
ავრელიუსი: თუ რაიმე შენს ძალ-ღონეს აღემატება, ნუ იტყვი, რომ ის საერთოდ აღემატება კაცის ძალ-ღონეს, მაგრამ ის, რაც კაცისთვის მისაწვდომია, ის, რაც ხელეწიფება კაცს, შენც ხელგეწიფება, გწამდეს.
ტოკვილი: გულგრილობა სულის მძიმე ავადმყოფობაა.
შილერი: ფულის შოვნა უფრო ადვილია, ვიდრე გონივრული ხარჯვა.
სპენსერი: ყველამ იცის, ვისაც კი ბუნება უცვნია, რომ თუ სხვადასხვაობა არ არის, არც პროგრესია; სხვაობა რომ არ იყოს, სიცოცხლეს წარმატება არ ექნებოდა.
შოუ: გონიერი ადამიანი სამყაროს ეგუება, უგუნური – იგუებს სამყაროს, ამიტომ, მთელი პროგრესი უგუნურ ადამიანებზეა დამოკიდებული.
გერცენი: მე საკუთარი გამოცდილებით ოჯახური ცხოვრების ყველა ფაზა გავიარე და დავინახე სისხლისმიერი კავშირების არამყარობა; ისინი მყარია მაშინ, როცა მას მხარს სულიერი კავშირი უმაგრებს...
ბრეჰტი: სიტყვებს საკუთარი სული აქვთ.
ლაროშფუკო: ჩვენი მტრების მსჯელობა ჩვენზე გაცილებით ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე საკუთარ თავზე მსჯელობა.
ლაფარგი: ეჭვიანობა კერძომესაკუთრული გრძნობის ნაირსახეობაა.
ფურიე: როცა კი ჰქონიათ ქალებს შესაძლებლობა, თავიანთი უნარი სრულად თავისუფლად გამოეყენებინათ, ისინი ყოველთვის მამაკაცებზე მაღლა აღმოჩენილან ხოლმე.