რა მოხდა ამ დღეს
29 დეკემბერი
1845 – ტეხასი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ, გახდა ამერიკის 28-ე შტატი.
1941 – ლონდონის დიდი დაბომბვა გერმანული ავიაციის მიერ.
1963 – გაზეთ „სანდი თაიმსის“ ჟურნალისტმა რიჩარდ ბაკლმა ჯონ ლენონსა და პოლ მაკარტნის უწოდა „უდიდესი კომპოზიტორები ბეთჰოვენის შემდეგ“.
30 დეკემბერი
1887 – ინგლისელმა ქალბატონებმა დედოფალ ვიქტორიას მიმართეს ოფიციალური პეტიციით – დაეკეტათ კვირაობით ყველა ბორდელი. პეტიციას ხელს აწერდა 900 000-ზე მეტი ქალი.
1927 – პირველად მიიღეს სითნეზური კაუჩუკი საწარმოო მასშტაბებით.
31 დეკემბერი
1857 – ქალაქი ოტავა გახდა კანადის დედაქალაქი.
1865 – ლონდონში შემოიღეს გადასახადი ფანჯრებზე და რეაქცია სავსებით მოსალოდნელი იყო: მოსახლეობამ ფანჯრების უმრავლესობა ამოქოლა.
1935 – ჩარლ დაროუმ დააპატენტა ეკონომიკური თამაში „მონოპოლია“.
1999 – ბორის ელცინი გადადგა რუსეთის პრეზიდენტის პოსტიდან.
1 იანვარი
ძველი წელთაღრიცხვით 46 – გაიუს იულიუს კეისრის რეფორმით, რომაელებმა ახალი წლის დაწყების აღნიშვნა 1 იანვარს დაიწყეს.
1800 – დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა ირლანდიის ავტონომია.
1801 – იტალიელმა ასტრონომმა პალერმო პიაციმ აღმოაჩინა ყველაზე დიდი ასტეროიდი – ცერერა.
1881 – ცნობილი მოთხრობის მიხედვით, ამ დღეს ექიმმა ჯონ უოტსონმა გაიცნო კერძო დეტექტივი – შერლოკ ჰოლმსი.
1925 – ნორვეგიის დედაქალაქს გადაერქვა სახელი – ქრისტიანიის ნაცვლად ეწოდა ოსლო.
2 იანვარი
1769 – გაიხსნა ლონდონის სამხატვრო აკადემია, რომლის პირველი რექტორი გახდა გამოჩენილი მხატვარი ჯოშუა რეინოლდსი.
1839 – ლუი დაგერმა გადაიღო მთვარის პირველი ფოტოსურათი.
1944 – ვერტმფრენების პირველი საბრძოლო გამოყენება.
3 იანვარი
1803 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვერმონტში, გარდაიცვალა ვინმე ჯონ ბარნსი, რომლის ქვრივმაც საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა გაუკეთა: „ჩემი ქმრის ხსოვნას – მისი სიცოცხლით სავსე, მშვენიერი 23 წლის უნუგეშო ქვრივისგან, რომელსაც აქვს მოზრდილი სახლი და კარგი დიასახლისის ყველა თვისება“.
1882 – ამერიკაში ჩასულმა ოსკარ უაილდმა, მებაჟის მოთხოვნას, წარმოედგინა დოკუმენტები და ბარგი, უპასუხა: „მე არაფერი გამაჩნია, გარდა გენიისა!”
1888 – ვაშინტონელმა სტოუნმა დააპატენტა წვენებისა და კოქტეილების დასალევი მილაკი.
1962 – რომის პაპმა ანათემას გადასცა ფიდელ კასტრო.
4 იანვარი
1493 – ამერიკის აღმომჩენი, დარწმუნებული იმაში, რომ აღმოაჩინა აზია, გაუდგა უკანა გზას ესპანეთისკენ.
1896 – იუტა, მას შემდეგ, რაც იქ მცხოვრებმა მორმონებმა უარი თქვეს მრავალცოლიანობაზე, ოფიციალურად გახდა ამერიკის 45-ე შტატი.
1943 – ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ წლის ადამიანად იოსებ სტალინი დაასახელა.
1961 – კოპენჰაგენში დასრულდა მსოფლიოში ყველაზე უფრო ხანგრძლივი გაფიცვა: ადგილობრივი პარიკმახერები გაფიცულები იყვნენ 1928 წლიდან.