კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2001 წლის 25 აგვისტოს. რა საქმიანობას უნდა მოჰკიდოს ხელი, რომ სამომავლოდ წარმატებებს მიაღწიოს?

პასუხი: მისთვის კარგი და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო-მობილური და ვიდეოსისტემების ბიზნესი, სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა. 

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 28 სექტემბერს. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ პროფესიაში ვცადო ბედი, რომ ცხოვრებაში მეტ წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის ფართო სპექტრი, მენეჯერული სამუშაო, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიკა და იურისპრუდენცია.

 კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 20 ივნისს, დილის 7 საათზე. რა არის მისი კოსმიური მისია და რომელი პროფესია აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს მიაღწიოს?

პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გამნაწილებელი; უნდა დაამყაროს სტაბილური საოჯახო-სანათესაო ურთიერთობა; სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია; უნდა დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო; უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი, ემსახუროს მას; დაიცვას ტრადიციები და ადათ-წესები;  შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება; დაეყრდნოს ოპტიმიზმს, აქტიურობას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია; მედიცინიდან – პედიატრია; პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო სფერო, ავიაციის ბიზნესი, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია ან ტურიზმი.

скачать dle 11.3