კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

სუფთები და მიმზიდველები!

 

როგორი მამაკაცები მოსწონთ ქალებს? – აუცილებლად თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწულები? ჰო, მაგრამ მაინც რანაირები არიან ისინი? უნახავს ვინმეს? თურმე, ქალს რომ მამაკაცი მოეწონოს, ის აუცილებლად სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს.

ქალების დიდ უმრავლესობას ნორმალურად მიაჩნია, რომ კაცი თავს უნდა უვლიდეს: ზრუნავდეს საკუთარ გარეგნობაზე, იწესრიგებდეს ფრჩხილებს, იყენებდეს ძვირფას სუნამოს და იცვამდეს კარგად.

ძლიერი სქესი ჯერ კიდევ ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ, საჭიროა, ისევე უვლიდეს თავს, როგორც საკუთარი თავის პატივისმცემელი ქალები უვლიან.

ყოველდღიურად იცვლება რაღაც, ყოველდღიურად ვხვდებით სხვანაირები – ან კარგები, ან უფრო ცუდები. ქალს შეუძლია, უკეთესობისკენ შეცვალოს სამყაროც კი... მაშინ, რა პრობლემაა მისთვის, შეცვალოს მამაკაცი?! ანუ, თქვენს ხელში ბევრი რამაა.

მამაკაცებმა კი უნდა იცოდნენ, რომ სუფთა ყველაფერი გაცილებით მიმზიდველია, რომ არაფერი ვთქვათ ტანსაცმელზე და იმ ბინაზე, სადაც ვცხოვრობთ. გამოკითხვებს მაინც დაუჯერეთ – ქალებს სუფთები მოსწონთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, შეიყვარეთ თქვენი „მე“ და მაშინ „გარსზეც“ მოგინდებათ ზრუნვა.

მიმზიდველია ის, რაც ბუნებრივიაო, – ამბობს ზოგიერთი მამაკაცი, მაგრამ, ნუ დაუჯერებთ მათ – ყველა კაცს მოსწონს მოვლილი, ეფექტური ქალი, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის. ანუ, დავიწყოთ სისუფთავით და საკუთარი თავის სიყვარულამდე მივიდეთ – აქედან კი ნახევარი ნაბიჯიც აღარ რჩება დიდ და ჭეშმარიტ გრძნობამდე.

 

გადარჩენისთვის...

 

ჩვენ საოცარ ეპოქაში ვცხოვრობთ. შეიძლება, არც ისე საოცარ ქვეყანაში, მაგრამ, თუ თვითონ არ ვაჩუქეთ საკუთარ თავს დღესასწაულები, ამას არავინ გააკეთებს. ნებისმიერი ადამიანი უპირველესად პირად ბედნიერებაზე ფიქრობს და არც ამაშია კრიმინალი, პირიქით, სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.

თუ იფიქრებთ იმაზე, რომ ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს და, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, საშინელ ერთფეროვნებას ვერ შეცვლით, ეს ასეც იქნება. ჰკითხეთ საკუთარ თავს – რატომ უნდა ადამიანს, იყოს ბედნიერი?! იმიტომ, რომ ეს მას გადაარჩენს, რადგან, უსიხარულობა, უსიყვარულობა, ერთფეროვნება და სევდა კლავს... ამიტომ, აიძულეთ თავი, დაიჯეროთ, რომ ხვალინდელი დღე უზარმაზარ ბედნიერებასა და სიხარულს მოგიტანთ და, სასიამოვნო სიახლეებსაც, რა თქმა უნდა... აუცილებელი არ არის, ძალიან მდიდარი ან ძალიან ლამაზი იყოთ... ეს ყველაფერი ზოგჯერ გვეხმარება ბედნიერების მიღწევაში, ზოგჯერ კი, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ხელსაც გვიშლის. ადრე გაცილებით მარტივად იყო საქმე – ადამიანებს არც ამდენი ინფორმაცია ჰქონდათ და არც ასეთი მოთხოვნილებები. პროგრესი კი მოთხოვნილებების პროგრესსაც ნიშნავს. ზოგჯერ პასუხი უნდა გასცე შეკითხვას – დააგროვო თუ დახარჯო და ამაში გრძნობებიც იგულისხმება. რისკი აუცილებელია – ხშირად ის ერთადერთი შანსია ბედნიერებისა, თუმცა, საჭიროა კეთილგონიერებაც, რომელიც მოპოვებული ბედნიერების სტაბილურობის გარანტად უნდა იქცეს.

როგორი სისწრაფით იცვლება გარშემო ყველაფერი! თუ იქნებით რეალისტები, იგრძნობთ, რომ, არის მომენტები, როცა ერთადერთი საყრდენი წერტილი საკუთარი ფეხსაცმლის წვრილი ქუსლია, მაგრამ, თუ ძალიან მოინდომებთ, შეიძლება, იპოვოთ მამაკაცი, რომელიც ამ ქუსლს თქვენი წონასწორობის დაცვაში დაეხმარება და, ესეც კარგია... გადარჩენისთვის...

 

ბედნიერება სიმარტივეშია

 

ადამიანებს – ქალებსაც და კაცებსაც – აქვთ მიდრეკილება, ყველაფერი გაართულონ, მით უფრო – ურთიერთობები. ადამიანის მოგონილია კამათი, მსჯელობა, ფიქრი, ყოყმანი, ანგარიში, პროგნოზი, ანალიზი... სინამდვილეში, ცხოვრება ბევრად უფრო მარტივია. მაგალითად, რა საიდუმლო შეიძლება ჰქონდეს გათხოვილ ქალს – ფლირტი ვიღაც სხვა კაცთან? თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ, მისი ცხოვრება უკვე გართულებულია. რატომ არ გაეყრება ქმარს, მაშინ ხომ ფლირტსაც თავისუფლად შეძლებდა, ყველანაირი ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე?!

თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა ის, რომ გრძნობებს ან საერთოდ არ ვაფასებთ, ან ვაფასებთ გადაჭარბებით. ემოციური ეკვილიბრისტიკა პრობლემების მეტს ვერაფერს მოგვიტანს, მთავარია სიყვარული, ნდობა და პატივისცემა. თუ ურთიერთობა ამ პრინციპებზეა დამყარებული, ის ყოველთვის მყარია. გყავდეს ქმარი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა – შემომხედეთ, მე მარტო არ ვარო, შეცდომაა და, ადრე თუ გვიან, ის თავის სავალალო  შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ბევრად ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ, თუ მამაკაცთან ურთიერთობას ააგებთ პრინციპზე – „პირდაპირ და მარტივად,” ანუ, ეს ნიშნავს: „თუ მოგწონს, უთხარი მოურიდებლად ზედმეტი კეკლუცობის გარეშე.” კარგად გაიცანით საკუთარი თავი და მხოლოდ ამის მერე დაიწყეთ იმ მამაკაცის გაცნობა, რომლის გვერდითაც აპირებთ ცხოვრებას.

წვრილმანებზე თვალის დახუჭვასაც ცოდნა უნდა – მაშინ თქვენი და თქვენი მამაკაცის უთრიერთობაში ყველაფერი მარტივად, ესე იგი, ბედნიერად იქნება...

 

ქალის ამოცანა

 

რაშია ქალის ძალა და რა არის მისი ამოცანა? – თუ ამ საკითხს ბიოლოგიისა და ბუნების კანონებით მივუდგებით, ქალი გამრავლების მთავარი წყაროა და უნდა იპოვოს შესაფერისი პარტნიორი, რათა თავისი მისია შეასრულოს. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქალი ეძებდეს კაცს, მით უმეტეს, რომ კაცებიც ეძებენ ქალებს, თუმცა, ისინი ნაკლებად აცნობიერებენ საკუთარ მისიას. ქალის ამოცანა ის არ არის, რომ თავად გადადგას პირველი ნაბიჯი და აგრძნობინოს კაცს, რის ნებას აძლევს. ბევრ მამაკაცს ძალიან ეშინია იმის, რომ სასურველი ქალის თვალში სასაცილო გამოჩნდება, ამიტომ, შეუძლია, დიდხანს გაუბედავად იაროს ერთ წრეზე და მთავარი სათქმელიც ვერ უთხრას, თუმცა, თვითონ შესანიშნავად ხვდება „მინიშნებებს“. ასე რომ, თუ მოგწონთ, თუ მზად ხართ მასთან ურთიერთობისთვის – აგრძნობინეთ!

ძალიან ხშირად, ქალები მამაკაცებს უყურადღებობაში ვადანაშაულებთ და ვსაყვედურობთ კიდეც, მაგრამ, იქნებ, ჯერ საკუთარი თავით დავიწყოთ?! ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე მამაკაცების მხარეს არის... დაფიქრდით, რაში გამოიხატება თქვენი ყურადღება საყვარელი მამაკაცის მიმართ – მხოლოდ იმაში, რომ უმზადებთ საკვებს და ურეცხავთ ტანსაცმელს?! დასაწყისისთვის შეცვალეთ მასთან საუბრის ტონი, ანუ, მაქსიმალურად „დაარბილეთ“; კიდევ, შეძელით და გახდით, უბრალოდ, მეგობარი და, ასევე, იყავით ადეკვატური საკუთარ რეალობასთან. არ არსებობს გარანტიები და არაფერია მარადიული, მაგრამ, თქვენს ხელშია ერთიც და მეორეც. 

ქალის ამოცანა საკუთარი ხელით ბედნიერების გამოჭედვაა – ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია...

скачать dle 11.3