კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუგზავნა ზურაბ წერეთელს თავდაცვის მინისტრმა ბაგებში ექვსი ჩამოწერილი რაკეტა

„...ერთხელ სკამზე ასულა და მთელი კედელი მოუხატავს: მზე, მთები, ხეები, მატარებელი, ყვავილები... – ეს მისი პირველი ნახატი იყო. თურმე, ღელავდა – გამიჯავრდებიანო. მაგრამ, პირიქით მომხდარა – შეუქიათ, მოსწონებიათ და უთქვამთ: რაც შეგიძლია, ბევრი ხატე; დახატე, რაც თავში მოგივაო. ამის შემდეგ ფანქარი ხელიდან აღარ გაუშვია,” – ამბობს ნათელა კობიაშვილი წიგნში „ან იქ, სადაც მზე კაშკაშებს, ბნელი ვერ ჩერდება”. ზურა წერეთლისადმი ქართველი ხალხის ინტერესი და პატივისცემა, მიუხედავად მრავალი წლის წინ გაკეთებული არჩევნისა სამშობლოსგან შორს, რუსეთში ეცხოვრა და ემოღვაწევა, ვფიქრობ არასდროს განელებულა. მართალია, იქ მოიპოვა დიდება და აღიარება, მაგრამ, არასდროს განელებია საქართველოს სიყვარული. საქართველოდან გაჰყვა თავისი სიყმაწვილის დროინდელი მოგონებები ოჯახზე, ნაცნობ-მეგობრებზე, თბილისზე და საყვარელ ცოლზე, ულამაზეს ქალზე – ინესა ანდრონიკაშვილზე, რომელიც უდროოდ წავიდა ამქვეყნიდან. ეს ზურაბ წერეთლის დღიურებია. მე მას გიტოვებთ, არ გამოტოვოთ, ვფიქრობ, ძალიან დაგაინტერესებთ. 

ზურაბი 1934 წლის 4 იანვარს დაიბადა თბილისში, კრილოვის ქუჩაზე, კონსტანტინე წერეთლის ოჯახში. კონსტანტინე წერეთელი – პედაგოგი, დამსახურებული ინჟინერი, პროფესორი, ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. საინჟინრო წრეებში ცნობილი ადამიანი იყო თავისი პროფესიონალიზმით, სიმართლით, პირდაპირობითა და სიკეთით... 

„მამამ 100 წლამდე იცოცხლა. სათვალის გარეშე კითხულობდა. ყოველდღე დადიოდა დედის საფლავზე (მანძილი 10 კილომეტრია) – ბოლო დროს ამით ცხოვრობდა. მაგიდასთან ყოველთვის გამართული იჯდა. ძალიან მინდოდა, ჩემთან გადმოსულიყო, მაგრამ, უარს მეუბნებოდა – თავის სამყარო ჰქონდა. გაზეთებში რაც კი ჩემზე მასალა იბეჭდებოდა, სულ აგროვებდა და კედლებზე ჰქონდა გამოფენილი. მემუარების წერა დაიწყო, მაგრამ, როცა ვნახე, როგორ მაქებს, ჯობია, არავინ წაიკითხოს...” 

მისი წინაპრები, თავადი წერეთლები, დიდი შეძლებით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ, დიდი ვენახები ჰქონიათ და მათი ღვინო იმ მხარეში განთქმული ყოფილა... ზურაბ წერეთელის დედა – თამარ ნიჟარაძეც თავადების შთამომავალი იყო. მის მშობელბს განათლება პეტერბურგში ჰქონიათ მიღებული... კრილოვის ქუჩაზე ამ სტუმართმოყვარე ოჯახში ხშირად დადიოდნენ სტუმრად ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მხატვრები, ინჟინრები, მწერლები, სოფლიდან ჩამოსული ნათესავები. მიუხედავად ხელმოკლეობისა, სუფრაც ხშირად იშლებოდა... პატარა ბიჭი ესწრებოდა ამ საღამოებს და მათმა საუბრებმა წარუშლელი კვალი დაამჩნია მის სულს. „უფრო მეტს ვხატავდი, ვიდრე ვკითხულობდი და ასეა დღემდე... როგორ მიყვარდა მათი საუბრის მოსმენა, განსაკუთრებით, როცა პარიზზე ჰყვებოდნენ – თითქოს მეც მათთან ერთად დავდიოდი პარიზში. დღემდე მახსოვს მათი თავის დაჭერისა და საუბრის მანერა, მათი მამაკაცური პლასტიკა. პატარა ბიჭს საოცარი პატივისცემით მექცეოდნენ; როგორც თანატოლს, ისე მელაპარაკებოდნენ, მასწავლიდნენ. მათი დახმარებით ბევრი რამ ვისწავლე, ისინი ღმერთებად მესახებოდნენ... ძალიან მომწონდა ბიძაჩემი, გიგლა ნიჟარაძე (დედის ძმა, მხატვარი, – ავტორი), საინტერესო და ძალიან ლამაზი მამაკაცი იყო: ტანადი, სიარულის მანერა, ძალა, კუნთები, ხატვა... ქალები ჭკუას კარგავდნენ მასზე, აივნის მხრიდან ყოველ წუთს ეძახდნენ. მთელი ბავშვობა მეგონა, მას დავემსგავსებოდი. დედის მხრიდან ყველა მაღალია, ლამაზი, თან, თითქმის ყველა მღერის, მაგრამ, მოხდა პირიქით: მამას გარეგნობით დავემსგავსე, დედას – ხასიათით“. 

„დამჯერი ბავშვი სულაც არ ყოფილა. დედა სულ უკან დასდევდა, რომ არაფერი გაეფუჭებინა, – იხსენებს მისი და, ქალბატონი ნელი, – ფეხბურთის თამაში მთელი დღე შეეძლო, მეცადინეობა არ გაახსენდებოდა...” „ბურთს თვითონ ვაკეთებდით ბიჭები ქვიშით გატენილი წინდისგან, სტადიონის ბილეთის ფულს ჩვენ ვინ მოგვცემდა, მაგრამ გასაძრომი ადგილები ვიცოდით და  ყველა თამაშს ვესწრებოდით. პირველი ნამდვილი ბურთი პეტრე რომიჩმა მოგვცა, როცა დაგვინახა, რითი ვთამაშობდით. რა სიხარული გვექნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ! მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა არ მიყვარდა.. ქიმიით ახლა დავინტერესდი, როცა მინანქარზე დავიწყე მუშაობა”... ბებიასთან მეგობრობდა, მასთან ყველაზე ლაღად და თავისუფლად გრძნობდა თავს... „მიყვარდა ბებოს მოსმენა. ძალიან კარგი მოყოლა იცოდა, ისე მიყვებოდა, თითქოს ყველაფერს მიხატავდა, ყველაფერს ვხედავდი. მაშინ რა ვიცოდი, რომ, ზღაპრებს კი არა, ბიბლიურ ისტორიებს მიყვებოდა, განსაკუთრებით ქრისტეს სიყვარულს მინერგავდა... ხშირად მიმეორებდა: იცოდე, ლენინი, სტალინი და ორჯონიკიძე ბანდიტები და სისხლისმსმელები არიან, თუ ცუდად მოიქცევი, მათ დაემსგავსებიო... ბავშვობაში ბებიამ მისახსოვრა ჯვარი, რომელსაც დღესაც ვატარებ. უცხოეთში პირველად რომ გამიშვეს, სულ მეშინოდა, არ ჩამოერთმიათ. გამიმართლა – მებაჟემ არ წამართვა. სამშობლოში რომ ვბრუნდებოდი, იმ კაცს ვეძებდი, მადლობა უნდა მეთქვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ ვიპოვე…”  

პირველი სიყვარული სოფელში სწვევია. ჩაის ფაბრიკას აშენებდნენ თურმე. მშენებლობასთან ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. იქ დაუნახავს ქერა, ცისფერთავლება გოგონა – ნატაშა, რომლის დედაც მშენებლობაზე მუშაობდა, მოსწონებია და შეხვედრა დაუნიშნავს. ნატაშა მისულა. მეორე დღესაც დაუნიშნა შეხვედრა და ბებიას ჰკითხა: „ნატაშას ვხვდები. მითხარი, როგორ ვაკოცო?” ბებიამ დაარიგა: „ნატაშას უთხარი – შეხედე, რა ლამაზი მთვარეა. ის აუცილებლად შეხედავს მთვარეს, შენ კი ამ დროს აკოცე.” ბიჭი გაეშურა შეხვედრაზე ბებიას დარიგების შესასრულებლად: „ნატაშას ვუთხარი: ნახე, რა ლამაზი მთვარეა-მეთქი. ის მთვარისკენ შებრუნდა. მე მინდოდა, ბებიას დარიგება შემესრულებინა, მაგრამ უცებ ტირილი დაიწყო და ტრიუკი არ გამოვიდა...” 

წერეთელი უკვე შეყვარებული იყო არა ნატაშაზე, არამედ – სიყვარულზე. მას ბავშვობიდანვე სიყვარული და მოქმედება ესაჭიროებოდა, თუნდაც ეს სიყვარული და მოქმედება უაზრო ყოფილიყო, ოღონდ კი ეგრძნო თავისუფლება... „იმდროინდელი თბილისური ქუჩის სითბო და სიყვარული დღემდე მომყვება. მძიმე ცხოვრება იყო, ყველას უჭირდა, მაგრამ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთმანეთს გაჭირვებას უმსუბუქებდნენ... ყველას გვიყვარდა ერთმანეთი. ნაღდი თბილისური სიკეთე იყო ურთიერთობები... ჩუბჩიკა ჩემი სიყრმის მეგობარი იყო. ახლაც, როცა ვიხსენებ, ახალგაზრდობის დრონდელი თავგადასავლები წამოიშლებიან ხოლმე... ერთად ჩავაბარეთ აკადემიაში, ერთად გვასწავლიდნენ ხელოვნების ცნობილი პედაგოგები... ჩემი პროფესორები პარიზში ცხოვრობდნენ და იცნობდნენ მოდილიანის, პიკასოს, ლეჟესა და ყველა იმათ, ვინც რევოლუცია მოახდინა ხელოვნებაში...” 

1958 წელს დაამთავრა აკადემია. მისი სადიპლომო ნამუშევრით – „სიმღერა თბილისზე”, მოსკოვიდან ჩამოსული მარტიროს სარიანი დაინტერესდა, მაგრამ, სეროვი გააღიზიანა მისმა ყურადღებამ და თქვა: „ეს რა არის? ასეთი სტუდენტები ამთავრებენ თქვენთან? ჩამოხსენით!..” „...ჩემს ტილოზე იყო იისფერ-ვარდისფერი ტონების გამა; ორი გოგონა იჯდა ბალახზე და მღეროდა. რა არ მოეწონა სეროვს, გაუგებარი იყო. დიპლომის დაცვამდე დღეები რჩებოდა, სხვა ნამუშევარი უნდა გამეკეთებინა. ყველა მგულშემატკივრობდა, რას გავაკეთებდი...” მოქანდაკე ალიკა რატიანი დახატა და „ჩაუთვალეს...”

„...ერთხელ, ფერადი სიზმარი მესიზმრა – წმინდა გიორგი შუბით ანადგურებდა ბირთვულ რაკეტებს. გაოცებული დავრჩი. გაოგნებული ვიყავი, იმდენად ცხადი სიზმარი იყო. „ოგონიოკის’ კორესპონდენტს მოვუყევი. ორი კვირა სახელოსნოში ჩავიკეტე, გარეთ გასვლა არ მინდოდა. ყველას უცხოეთში ვეგონე. სიზმრის განხორციელება მინდოდა, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ. ბოლოს და ბოლოს, გავაკეთე ესკიზები, ჩემთვის კი ვამბობდი: სიგიჟეა! იცით რატომ? წმინდა გიორგი ჩემთვის, როგორც ყველა ქართველისთვის, განსაკუთრებული წმიდანია...” მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წერეთელმა მაგიური სიზმარი განახორციელა – რაც დასაწყისში თვითონვე „სიგიჟედ” მონათლა, პრაქტიკულად უმოკლეს ხანში განახორციელა: მშვიდობის დაცვის კომიტეტის თხოვნით, თავდაცვის მინისტრმა ექვსი ჩამოწერილი რაკეტა – „სს-20” გაუგზავნა ბაგებში. გაეროს მდივნის, პერეს დე კუელიარის მოთხოვნით კი ამერიკული  პურშინგები მიიღო. არავის მოსვლია აზრად, ამ შეუთავსებელი სიმბოლოების შეთავსება: ამერიკის ცათამბჯენებს შორის აღმართული, 30 მეტრი სიმაღლის ქრისტეს მხედარი – წმინდა გიორგი, მეოცე საუკინის მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილ ურჩხულს, ჰა და ჰა, ამერიკის მიწაზე მოკლავს... წერეთლის მონუმენტს ხელოვნებათმცოდნეებმა „ავანგარდული სითამამე” უწოდეს (თუმცა, სითამამე წერეთლის არცერთ ძეგლს არ აკლია). 

... მთელი ცხოვრების განმავლობაში ზურაბ წერეთელს მშვიდად არ შეუხედავს ყვავილებისა და ძვირფასი სახისთვის... იგი ინესას ერთგულია. მან იცის, რომ ინესასავით აღარავინ შეუყვარდება – ასე შორეული და ასე ახლობელი ინესა, რომელიც გაჭირვებასა და სიმდიდრეში მისი ერთგული იყო, ერთგული იყო ყოველ წუთს; რომელიც მისი დროით ცხოვრობდა და მისი სიყვარულით სავსე გადავიდა სხვა სამყაროში. მაგრამ სილამაზე დღემდე დაუფარავ სიხარულს იწვევს მასში. მისი გაურკვეველი, უპიროვნო გატაცებები და ურთიერთობები სხვა ქალბატონებთან მისი ცვალებადი ხასიათის მაჩვენებელი როდია, პირიქით, ის, შეიძლება, სილამაზის შეუნელებელი ძიებით  იყოს გამოწვეული... მაგრამ, მაშ ვინ არიან ის ქალები, დღემდე რომ ახვევიან გარშემო, რა გრძნობა აკავშირებს მათთან? ერთხელ ვნახე, როგორ გაუხარდა გვირილების დანახვა ღობის ძირას... მანქანა შეაჩერა და გადავიდა – პატარა ბიჭს ჰგავდა... 

ცნობილმა კანადელმა ჟურნალისტმა ჰაიდმა დაწერა ზურაბ წერეთელზე: „...რაც შეეხება ქალებს, ისინი მას ძალზე უყვარს, გამუდმებით ფლირტაობს და მათ მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს; უყვარს მათი მოხიბლვა და შთაბეჭდილების მოხდენა – რას იზამ, ქართველია!” 

ინესა ყოვლისმიმტევებელი ღიმილით შესცქეროდა მის თამამ იმპროვიზაციებს, სხვათა შორის მის მხატვრულ დონჟუანურ გატაცებებსაც. „სილამაზე ძალიან მოქმედებს ჩემზე. ყვავილებსა და ქალებზე ჩემი მეუღლე არ ეჭვიანობს. ის ყველაზე კარგად მიცნობს”... სიყვარულმა და ხელოვნებამ ჩამოაყალიბა ეს წყვილი... ინესა ლამაზი, ჭკვიანი და ხელგაშლილი ქალი იყო, ხელგაშლილი ქალი კი იშვიათობაა ცხოვრებაში. 

скачать dle 11.3