კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაბახუსევზე კარგია მინერალური წყალი, კიტრის მწნილის წვენი და ხორბლის ბურახი

ნაბახუსევი  განსაკუთრებით მტანჯველია ქრონიკული ალკოჰოლიკებისთვის. მათ აწუხებთ თავის ტკივილი, ციება, ხელების კანკალი, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, დეპრესია, აჩქარებული გულისცემა და ასე შემდეგ. ამიტომ მათთვის აუცილებელია ამ დროს 100 მილილიტრი სასმლის მიღება. 

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იშვიათად სვამენ სპირტიან სასმელებს, ნაბახუსევ მდგომარეობაში იშვიათად არიან, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უხარისხო, მავნე ნივთიერებების შემცველ ალკოჰოლურ სასმელს დალევენ ან ზედმეტი მოუვათ და თან საკვებსაც არ მიაყოლებენ; ან, თუ სხვადასხვა სპირტიან სასმელს, მაგალითად, არაყს, ღვინოსა და კონიაკს ერთმანეთში აურევენ. 

ნაბახუსევის ყველაზე ტიპური სიმპტომია თავის ტკივილი, რაც გამოწვეულია იმით, რომ სპირტი და მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები ნერვულ სისტემას აზიანებს. გარდა ამისა, ალკოჰოლით მოწამვლა შიდა ქალის წნევას სწევს მაღლა. ამ დროს ადამიანს პირის სიმშრალე და წყურვილის გრძნობაც აწუხებს. ალკოჰოლს ორგანიზმის გამოშრობაც შეუძლია. წინა საღამოს გადამეტებული დოზით ალკოჰოლის მიღება მეორე დილას ორგანიზმში სითხის დეფიციტს იწვევს. იმისთვის, რომ ეს დეფიციტი სასწრაფოდ შეივსოთ და წყურვილის გრძნობაც მოიკლათ, სითხე ერთბაშად არ უნდა მიიღოთ. გაღვიძებიდან ორი საათის განმავლობაში ლიტრ-ნახევრამდე სითხე დალიეთ, ოღონდ, არა გაზიანი. კარგია, ასევე, მაგარი ჩაი ან ყავა. 

ნაბახუსევზე ბევრი ამჯობინებს მინერალური წყლის დალევას და, ეს სწორიცაა, რადგან, ორგანიზმი ალკოჰოლის მიღების შედეგად დაგროვილი ტოქსიკური ორგანული ნაერთებისგან გათავისუფლებას გთხოვთ. შეგიძლიათ, მთელი დღის განმავლობაში ორ ლიტრამდე მინერალური წყალი დალიოთ. წყურვილის მოკვლის გარდა, ასევე, უნდა იზრუნოთ ორგანიზმში ელექტროლიტების, კერძოდ, მაგნიუმის, ნატრიუმისა და ფოსფორის დოზის აღდგენაზეც. ამ ნივთიერებებით მდიდარია კიტრის მწნილის წვენი, კომბოსტოს მწნილი და ხორბლის ბურახი. ისაუზმეთ ნოყიერი კერძებით, მიირთვით კარტოფილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები. 

ნუ გაჩერდებით დიდხანს აბაზანაში ცხელი წყლის ქვეშ, რადგან ამით გულ-სისხლძარღვთა სისტემას შეუქმნით საფრთხეს. ეფექტურია ნელ-თბილი შხაპის მიღება – ეს აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ოფლის გამოყოფას, რომელსაც ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან. 

ნაბახუსევზე უნდა მოერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. კარგია, სუფთა ჰაერზე გასეირნება. 

 

თუ კეფაში სიმძიმეს გრძნობთ, დალიეთ მაწონი და მიირთვით ვაშლი

თავის ტვინი ადამიანის ერთადერთი ორგანოა, რომელშიც ტკივილის რეცეპტორები არ არის, თუმცა, რამდენიმე მტკივნეული წერტილი მასზე მაინც არსებობს.

ტკივილის მიმართ უკიდურესად მგრძნობიარეა ტვინის გარსი და სისხლძარღვები, რადგან მათში ბევრი ნერვული დაბოლოებაა. გაითვალისწინეთ, რომ ტკივილგამაყუჩებელი წამლები მხოლოდ ტკივილის აღქმას ახშობს, მაგრამ ტკივილის აღმოცენების მთავარ მიზეზს, კერძოდ, სისხლძარღვების სპაზმებს ან შიდა ქალის წნევის მომატებას არ აღმოფხვრის.

თუ კეფაში სიმძიმეს გრძნობთ, ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ:

საფეთქლები და ცხვირის ფუძე ენერგიულად  დაიზილეთ, რომ თავის სისხლძარღვები რეფლექტორულად გაფართოვდეს;

მიირთვით ერთი ჭიქა მაწონი ან დალიეთ ჩაი; ასევე ჭამეთ ვაშლი – ეს ტვინის გარსიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას ეხმარება და ტკივილს აყუჩებს.


რა პროცესები ვითარდება ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევაში და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს

სამწუხაროდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს, მრავალი სახიფათო პროცესი შეიძლება განვითარდეს, რომელთა ცოდნას, ცალკეულ შემთხვევაში, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 

ალკოჰოლით ინტოქსიკაცია მოწამვლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. მოწამვლას კი ყველაზე ხშირად ის ალკოჰოლური სასმელები იწვევს, რომლებშიც მაღალია ეთანოლის კონცენტრაცია; ესენია: ლუდი, არაყი და ქართული სუფრის მუდმივი ატრიბუტი – ღვინო. საგულისხმო და გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ეთანოლი ნარკოტიკული მოქმედების შხამია. ალკოჰოლის, ისევე,  ყველა ტოქსიკური ნაერთის მიმართ, ბავშვის ორგანიზმი და მოუმწიფებელი ქსოვილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა. პატარა ასაკში მძიმე ინტოქსიკაცია შეიძლება განვითარდეს 20-30 მილილიტრის მიღების შემთხვევაშიც, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილის დაცვაა საჭირო. შესაბამისად, ბავშვს არამცთუ უნდა ვუბიძგოთ დღესასწაულებზე მცირე დოზის ალკოჰოლის მოხმარებისკენ, არამედ, საერთოდ უნდა ავუკრძალოთ მსგავსი ქმედება. მოზრდილებში ინტოქსიკაციას განაპირობებს 100-200 მილილიტრი ეთილის სპირტის მიღება. 

სპირტიანი სასმლის არასახიფათო დოზის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ზრდასრულ ასაკში ის დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე, რომლებიც ყველა ადამიანში განსხვავებულია, რასაც პრაქტიკულადაც ვხედავთ; ზოგი უფრო გვიან თვრება, ზოგი კი – შედარებით სწრაფად. ეთილის სპირტი, ზოგადად, ძალიან კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდა ასაკში. სისხლში ალკოჰოლის მაქსიმალური კონცენტრაცია, სხვა ნივთიერებებთან შედარებით, საკმაოდ მალე, 40-90 წუთში მიიღწევა. სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად მივირთმევთ სხვადასხვა არაალკოჰოლურ გაზიან სასმელს. ალკოჰოლი კი, გაზიან სასმელთან ერთად, უფრო სწრაფად შეიწოვება და ამ დროს ეთანოლით იჟღინთება ყველა ორგანო და ქსოვილი.

მიღებული ალკოჰოლური ნივთიერების მოცულობა პირდაპირ დამოკიდებულებაშია ინტოქსიკაციის განვითარების სისწრაფეზე. ამ დროს ეთანოლი და მისი მეტაბოლიტები მწვავე ნეიროტოქსიკურ ეფექტს ავლენს. მძიმე შედეგები ახლავს ალკოჰოლის მიღებას ნებისმიერი ორგანული დარღვევების თანაარსებობისას. როგორებიცაა: გულის პათოლოგიები, თირკმლისა თუ ღვიძლის უკმარისობა, ინფექციური დაავადებები. განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლის მიღება რაიმე  პრეპარატთან ერთად. ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ხარისხს ასევე განაპირობებს სქესი, რასა, გენეტიკური ფაქტორები და ასე შემდეგ. ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ამოცნობა რთული არაა – ამ დროს დარღვეულია მეტყველების უნარი, არასწორხაზოვანია და დაქვეითებული გარემოში ორიენტირება, დაზარალებულს აღენიშნება გულისრევის შეგრძნება და, საბოლოოდ, როგორც ორგანიზმის თავდაცვის აქტი, გამოვლინდება ღებინება; ასევე, ადგილი აქვს მხედველობის გაორებასა და გონების დაკარგვას. სხეულის ტემპერატურა ეცემა, ისევე, როგორც არტერიული წნევა. სუნთქვა ხდება ზედაპირული და ხშირი; მძიმე შემთხვევის დროს კი, ადგილი აქვს ჰალუცინაციებსაც. კონცენტრაცია ეთანოლისა, რომლის დროსაც ხდება ალკოჰოლით ინტოქსიკაცია, 100 მილიგრამია. ეთანოლის კონცენტრაციის შემდგომი ზრდა სისხლის პლაზმაში გრძელდება მანამ, სანამ არ გაქრება დეჰიდროგენაზების მარაგი და მისი წარმოქმნის უნარი. ამის შემდეგ კონცენტრაცია და ინტოქსიკაციის სიღრმე ერთმანეთზე აღარაა დამოკიდებული. ამრიგად, მოწამვლის შემთხვევა ძირითადად, იმის მაჩვენებელია, რომ ავადმყოფმა ზედმეტი დალია, რამაც გამოიწვია ზემოთ აღწერილი მოვლენები.

ასეთ დროს თავდაპირველად საჭიროა ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზება. აუცილებელია, პირისა და კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა, რათა გამოვიღოთ ზემო სასუნთქ გზებში არსებული მასები. ხშირია, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად სუნთქვის შეჩერება, რომლის დროსაც აუცილებელია ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. კუჭი უნდა გამოირეცხოს მხოლოდ სუნთქვის აღდგენის შემდეგ. სახლის პირობებში, მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, სასარგებლოდ მოქმედებს ცხელი ჩაი. მატონიზებელი ფუნქციის გარდა, მსგავს სიტუაციაში მას სხვა აუხსნელი სასარგებლო ზეგავლენაც აქვს ორგანიზმზე.

 

როგორ მოვუწყოთ ორგანიზმს განტვირთვის დღეები სადღესასწაულო სუფრის შემდეგ

დიდი რაოდენობით ნიგვზიანი კერძების ჭამა, ძირითადად, იწვევს ქრონიკული ქოლეცისტიტისა და გასტრიტის გამწვავებას. ამ დროს იწყება კუჭისა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში სიმძიმის შეგრძნება, ბოყინი, გულძმარვა, ტკივილი. საერთოდ, მონელების თვალსაზრისით, მძიმე საკვებად ითვლება ნიგვზიანი კერძები, ცომეული და ტკბილეული. ამიტომ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს, სასურველია, ახალი წლის დღეებში მიირთვას მოხარშული ხორცი, თევზეული და სალათები, რომელიც მომზადებული იქნება მცენარეული ზეთით და არა მაიონეზით. ასევე, ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის მავნებელია ცხარე, მწარე, მჟავე და ტომატიანი კერძების ჭამა. თუ ახალი წლის დღეებში ზედმეტად გადატვირთეთ კუჭი, აუცილებელია, ერთდღიანი განტვირთვა მოაწყოთ და მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში, მაგალითად, ერთი კილოგრამი ხილი, 500 გრამი ხაჭო ან მოხარშული ხორცი, ჩაი და ყავა – უშაქროდ, ორი ლიტრი მინერალური და ონკანის წყალი, ამას კი დააყოლოთ ერთი აბი პოლივიტამინი. ეს განტვირთვის დღე ახალი წლის დღეებში სასურველია, მოაწყონ იმ ადამიანებმა, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აქვს. მაგრამ, აქვე გაფრთხილებთ, რომ ეს განტვირთვის დღე არ უნდა გააკეთონ დიაბეტით დაავადებულებმა.  თუ წნევა გაწუხებთ, განტვირთვის დღეს უნდა ჭამოთ უმარილო საკვები. როცა უმარილო საჭმელს ჭამთ და აყოლებთ სითხეს, ეს მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება და ამ დროს იწყება ორგანიზმიდან წიდების გამოდევნა; მაგრამ, თუ მარილიან საკვებს იღებთ და თან სითხესაც აყოლებთ, ამ დროს ორგანიზმში სითხე შეკავდება და იწყება სისხლძარღვების გადატვირთვა, შეშუპება და წნევის მომატება. ამიტომ, არ შეიძლება, ინფარქტიანმა, ინსულტიანმა და წნევიანმა ადამიანმა მიიღოს დიდი რაოდენობით მარილიანი საკვები და საფრთხე შეუქმნას საკუთარ ჯანმრთელობას. რაც შეეხება დიდი რაოდენობით საჭმლის მიღების შემდეგ მის უკეთ მონელებას, შეგიძლიათ, მიიღოთ ფერმენტები, მაგალითად, ისეთები როგორიცაა: „ფესტალი“, „მეზიმფორტე“, „პანზინორმი“, „პანკრეატინი“. გართულებების დროს კი აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა მისი რეკომენდაციით დაინიშნოს მკურნალობის კურსი შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად. 

საკმაოდ რთულია ახალი წლის დღეებში შემწვარ-მოხრაკული და ნიგვზიანი კერძების ჭამისგან თავის შეკავება, მაგრამ, თუ იცით, რომ თქვენს დაავადებას ეს გაამწვავებს და საახალწლო დღეებს ჩაგიშხამებთ, მაშინ თავი უნდა მოთოკოთ. თუ გაწუხებთ თორმეტგოჯა ნაწლავი ან ნაღვლის ბუშტი, ნიგვზიან კერძებს, ცხიმიან ხორცს, მჟავეს, ცხარეს, მლაშეს და ალკოჰოლს საერთოდ არ მიეკაროთ. გაფრთხილებთ, თუ ზომას არ გადახვალთ, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებიც არ შეგექმნებათ. 

скачать dle 11.3