კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ჩემი გოგონა 13 წლისაა და 8 წლის ასაკიდან ვმკურნალობთ ჩიყვზე. სამი თვის წინ დაეწყო მენსტრუაცია, მაგრამ, ციკლი 40-დღიანი აქვს. შეიძლება, მოზარდისთვის ეს ნორმალურად ჩავთვალო? ჩიყვის პრობლემას ხომ არ უკავშირდება ციკლის ასეთი ხანგრძლოვობა? 

პასუხი: ამ პერიოდში (დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში) ციკლი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, რის გამოც მისთვის დამახასიათებელია არარეგულარულობა. თუმცა, არიან ისეთი პირებიც, რომელთაც 40-დღიანი ციკლი აქვთ და ეს მათთვის ნორმაა. 

კითხვა: საიდან აღწევს ჰერპესი ორგანიზმში? 

პასუხი: ინფექციის წყაროს წარმოადგენს ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი ადამიანი, ხოლო ინფექციის გადაცემა ხდება სქესობრივი, კონტაქტური, ჰაერ-წვეთოვანი ანტრანსფუზიული  გზით, ასევე, ორგანოთა გადანერგვით; ხოლო ნაყოფის ინფიცირება ხდება ორსულობის დროს ტრანსპლაცენტარული და ტრანსცერვიკალური გზებით. ვირუსი ორგანიზმში შეიჭრება კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.

კითხვა: ვარ 17 კვირის ორსული და ხშირად მეშინია გარეთ გასვლის. განსაკუთრებული პანიკა მაქვს წითელა-წითურა „ბატონებზე.” მაინტერესებს, რამდენად დიდია ქუჩაში და ტრანსპორტში დასნებოვნების შანსი და რა გავაკეთო არიდების მიზნით, პირბადე მიშველის?

პასუხი: ნერვიულობას, გირჩევნიათ, მიბრძანდეთ ლაბორატორიაში და გაიკეთეთ წითელა-წითურაზე გამოკვლევა – გაქვთ თუ არა მათ წინააღმდეგ ანტისხეულები და, ამის შემდეგ მშვიდად იქნებით.

კითხვა: პერიოდულად, თვეში 1-2ჯერ, მაქვს თეთრი ფერის განავალი 2-3 დღე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ღვიძლის ექოსკოპია და ღვიძლის ფუნქცია გაკეთებული მაქვს. საჭიროა თუ არა კვლევის გაგრძელება ამ მიმართულებით?

პასუხი: პირველ ყოვლისა, გეტყვით, რომ აუცილებელია კვლევის გაგრძელება მიზეზის დასადგენად. განავლის ყავისფერ შეფერილობას განაპირობებს ნაღვლის პიგმენტები. სტერკობილინი აძლევს განავალს დამახასიათებელ ფერს. იმ შემთხვევაში, როცა ჩნდება წინააღმდეგობა, ფერხდება ნაღვლის ნორმალური გამოყოფა და მისი საკმარისი რაოდენობა არ ხვდება ნაწლავებში, განავალი ხდება თეთრი. სხვადასხვა სიმსივნური პროცესი, კენჭები სადინარში, ასეთი წინააღმდეგობის მიზეზი  შეიძლება გახდეს მწვავე ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლანგიტი. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს დისბაქტერიოზი; მკურნალობა ინიშნება მიზეზიდან გამომდინარე. უნდა მიმართოთ კვალიფიციურ გასტროენტეროლოგს. 

კითხვა: რას ნიშნავს ტერმინი „ჰიპერაციდული”?

პასუხი: ტერმინი „ჰიპერაციდული” ნიშნავს მომატებულ მჟავიანობას.

კითხვა: ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში უნდა ავიღოთ სპერმის ანალიზი, რათა განისაზღვროს ოპერაციის შედეგიანობა? 

პასუხი: ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ სპერმოგრამის მაჩვენებლების გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ 50-80%-ში  3-12 თვის განმავლობაში. შედარებით უკეთ უმჯობესდება სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარი, ნაკლებად – მათი რაოდენობა და მორფოლოგია.

скачать dle 11.3