კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გადასცემს მშობელი საკუთარ მანკიერებებს შვილს და რა შემთხვევაში იწყება და მთავრდება ადამიანის აზროვნება პირის ღრუდან კუჭამდე

ბავშვის სწორი აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა, რომელსაც ხშირად მშობლები გაუცნობიერებლად არ ანიჭებენ სათანადო მნიშვნელობას; ან, ანიჭებენ, მაგრამ, ზოგჯერ არასწორ მიდგომას იჩენენ შვილების აღზრდის მიმართ. როგორ უნდა აღვზარდოთ შვილები – ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).

– ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ არსებობს, ან, თუ არსებობს, შეიძლება იყოს ბუნდოვანი, მერყევი, რადგან, ბავშვის, ანუ, ადამიანის აღზრდა ყველაზე რთული საქმეა. ჩვენ, მშობლები, ზრდასრული ადამიანები, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ  ჩვენს შვილებს სწორად ჩამოუყალიბდეთ მსოფლმხედველობა, სტრეოტიპები? ეს ეხება, რა თქმა უნდა, მათ დამოკიდებულებას ეკლესიის მიმართაც. ეკლესიური აზროვნება იმითაც გამორჩევა, რომ ყურადღება ყოველთვის მახვილდება ადამიანის ზნეობრივ სრულყოფაზე. ისევე, როგორც მის სულიერ სრულყოფაზე. ადამიანი ისედაც სულისა და ხორცის ერთობლიობაა, მაგრამ ამ სულს ვარჯიში სჭირდება, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი ფორმირება ხდება, – ბავშვობიდან. ამ ცხოვრებაში ადამიანის ორიენტირი სწორი უნდა იყოს, რასაც ეკლესია იძლევა. თუმცა, ამაში იგულისხმება სახარების სწავლება და არა ის, რომ, შევა თუ არა ადამიანი ეკლესიაში, მას მაშინვე ყველაფერი ეცოდინება, შეიცვლება, სხვანაირი გახდება; მაგალითად, თუ ადამიანი ეკურთხება სასულიერო პირად, მან უკვე ყველაფერი იცის და მისი პირით სულიწმიდა ქადაგებს – რა თქმა უნდა, ასე არ არის. ადამიანმა ბევრი უნდა ისწავლოს, იშრომოს, ბევრი წაიკითხოს, გამოცდილება დააგროვოს და შემდეგ გადასცეს ეს ყველაფერი სხვას. ასეა ადამიანის აღზრდის დროსაც. 

– მშობლები ხშირად ამბობენ, რომ შვილები არ უჯერებენ, არ ესმით მათი. ისინი ცდილობენ, მათ საკუთარი დამოკიდებულებები, მსოფლმხედველობა მოახვიონ თავზე და, დარწმუნებულები არიან, რომ იციან, რა არის კარგი მათი შვილისთვის.

– რა თქმა უნდა, კარგია, თუ მშობელს შვილისთვის კარგი უნდა, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: იცის კი მშობელმა, რა არის მისი შვილისთვის კარგი? ბავშვის სწორი აღზრდა გამორიცხულია, თუ ჯერ მშობელი არ გააცნობიერებს, რა არის კარგი არა მხოლოდ მისი შვილისთვის, არამედ, საერთოდ, ცხოვრებაში, ანუ, მას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს, სწორია თუ არა ის პრიორიტეტები, მიდგომები და მსოფლმხედველობა, რომელსაც ის შვილს სთავაზობს. შვილის აღზრდა მისი მშობლის აღზრდით იწყება. შეიძლება, ბავშვს ყველაფერი მივცეთ, მაგრამ, თუ მას იმავდროულად არ მივცემთ სულიერ საზრდოს, სულიერად არ აღვზრდით, თუ ადამიანში ადამიანობას არ გავაღვიძებთ და დავნერგავთ, მაშინ ეს იქნება არა აღზრდა, არამედ, აღზრდის პროფანაცია. ადამიანმა უნდა დაიწყოს საკუთარ თავზე მუშაობა, რაც ხშირად დაგვიანებულია, თუმცა, გამოსწორება შეიძლება. 60 წლის კაცმა, შეიძლება, ეს ყველაფერი ცხოვრებაში ვერ გაატაროს, მაგრამ, ხომ შეიძლება, ეს გააკეთოს ახალგაზრდა წყვილმა, რომელსაც არ ჰყავს შვილი ან პატარა შვილი ჰყავს?! ანუ, მათ ჯერ თავად უნდა განსაზღვრონ, რა არის კარგი და მისაღები ზნეობისთვის, სულიერებისთვის და მერე იფიქრონ თავიანთი მსგავსის შექმნაზე, რომელიც უნდა აღზრდონ. ის, ვისაც ეს ყველაფერი არ აქვს გაცნობიერებული, ვერ აღზრდის შვილს. თაობებს შორის დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა; მით უმეტეს ოცდამეერთე საუკუნეში, ტექნოლოგიების ხანაში, როდესაც ჩვენთვის, ანუ უფროსებისთვის, ბევრი რამ მიუღებელია, ჩვენი პრიორიტეტები ბევრ რამეს განსაზღვრავს. ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია, შეიძლება, მისაღები იყოს ჩვენი შვილებისთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომლის გონებრივი ფორმირებაც დღეს ხდება. ამიტომაც, მშობელი თავად უნდა იყოს ამ ყველაფერში გარკვეული. თუ არ იცი, ეს წიგნი როგორია, მასზე ვერ ისაუბრებ. შეიძლება, არ გქონდეს ბოლო გამოშვების ტელეფონი ან ძლიერი და დახვეწილი კომპიუტერი, მაგრამ, ამ ყველაფერში უნდა ერკვეოდე, მით უმეტეს – ახალგაზრდა მშობელი, რომ მერე შენს შვილს უთხრა, რა არის კარგი და რა – ცუდი. ვიღაცა რომ ამბობს: ტელევიზორის ყურება ცოდვაა, ან, მარხვაში ყავის დალევა არ შეიძლებაო, რატომ არის ცოდვა, ხომ უნდა ახსნა?! რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით, რადგან, არც ტელევიზორის ყურებაა ცოდვა და არც მარხვაში ყავის დალევა. რაც შეეხება ტელევიზორს, უნდა აღვნიშნო, რომ, ის, რასაც დღეს ხშირად უყურებენ, ეს კი არის სერიალები, ქვეცნობიერად იწვევს ადამიანების ზომბირებას. მათგან ადამიანი ვერაფერს მიიღებს და ისწავლის. რაც არ ემსახურება განათლებას, მის სულიერ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ამაღლებას, არც არის ადამიანისთვის საჭირო. თუმცა, გვინდა არ-გვინდა, გვიწევს ამასთან შეხება, მაგრამ, იმიტომ ვართ ადამიანები და იმიტომ გვიბოძა ღმერთმა თავისუფალი ნება, რომ არჩევანი გავაკეთოთ. ჩემი აზროვნება რაღაცის მიმართ არ უნდა იყოს მოქცეული პირის ღრუდან კუჭამდე. ადამიანის დაცემის ყველაზე მთავარი სიმძიმე უფლისადმი მადლიერების დაკარგვაა. მშობელს, რა თქმა უნდა, სურს, რომ ყველაფერი კარგი გააკეთოს შვილისთვის, ბევრი რამ მისცეს, უზრუნველყოს ყველაფრით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი, ანუ შვილები, ვერ ახდენენ საკუთარ თავში ამ ყველაფრის კულტივირებას, რეალიზებას. შეიძლება, ვინმემ იკითხოს: რა შუაში არიან აქ მშობლები? წმიდა წერილი, კაცობრიობის გამოცდილება გვასწავლის, რომ, თუ ჩვენ არ ვისწავლეთ მადლიერება და შემდეგ ეს არ ვასწავლეთ ჩვენს შვილებს, არაფერი გამოვა. დღეს იქნება თუ ხვალ, ეს თავის შედეგს გამოიღებს ჯერ ჩვენში, მერე კი – შვილებში. თუ ადამიანი ამ დროში, ამ სივრცეში არ ცდილობს საკუთარი თავის გაზრდას, გამოსწორებას, ნაკლოვანებების აღმოფხვრას, ბუნებრივია, ეს ყველაფერი, ანუ მანკიერებები, მასში რჩება და მას კიდევ ბევრი რამ ემატება და, მერე, როდესაც შევქმნი ოჯახს, მეყოლება ჩემნაირი ადამიანი, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით მე ვქმნი, მე ვარ მისი შემოქმედი და არა ღმერთი, უბრალოდ, ღმერთის კურთხევაა, თორემ, მე ვარ მისი შემოქმედი, ჩემი სისხლი და ხორცია, ჩემი გენეტიკაა. ანუ, თუ ეს ყველაფერი ჩემში დარჩა და მოქმედებს, მერე, ბუნებრივია, ეს ჩემს შვილსაც გადაეცემა, რადგან, თავიდანვე არ მოვახდინე ამ მანკიერების ლიკვიდაცია, არ ვიზრუნე ამაზე. გენეტიკა, რა თქმა უნდა, ყველაფერს არ განსაზღვრავს ადამიანში, მაგრამ, მას დიდი დოზით გადაეცემა; ამიტომ, მშობელს, რომელსაც სურს, შვილი კარგად, სწორად აღზარდოს, ბუნებრივია, საკუთარ თავზე ფიქრით, გამოსწორებით უნდა ჩაუყაროს საფუძველი ჯანმრთელ ნიადაგს, სადაც შემდეგ მისი შვილი ჩაისახება, დაიბადება და გაიზრდება. 

– ხშირად მშობლები შვილებს ეკლესიის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას უნერგავენ, აიძულებენ მათ ისეთი რაღაცეების კეთებას, რაც არ უნდათ ან მათ ძალებს აღემატება. 

– ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი: არასდროს არ უნდა ვილაპარაკოთ შვილებთან პირველ პირში, მაგალითად: მშობელი მოდის აბიტურიენტ შვილთან ერთად და მათ ხვდებათ ახლობელი, რომელიც მოზარდს ეკითხება, რას აპირებ წელსო და, ამ დროს, შვილის მაგივრად, პასუხს დედა სცემს: „ჩვენ წელს ვაბარებთ“. ეს არასწორი საქციელია, უნდა მისცე ადამიანს იმის საშუალება, რომ თვითონ გასცეს პასუხი! მერე აღარ უნდა გვეწყინოს, თუ ჩვენი შვილები ვეღარ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ცხოვრებისეულ ნიუანსებში ვერ იქნებიან თვითმყოფადები და რაღაცას ისე ვერ გააკეთებენ, როგორც საჭიროა. ჩვენი შვილი ვერ საუბრობს, ენა ებმება იქ, სადაც უნდა ილაპარაკოს, რადგან, ჩვენ ზედმეტად ვერევით მის ცხოვრებაში და არ ვაძლევთ საშუალებას, რომ თვითონ განვითარდეს, დამოუკიდებელი იყოს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება მათ სულიერ აღზრდას, თუ მათ ჯანსაღი აზროვნებით გავზრდით, ჯანსაღი მსოფლმხედველობა და მიდგომები მათ სულიერებაზეც აღიბეჭდება. ჯანსაღი აზროვნება ეკლესიაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ ჩვენ მას ვაძალებთ, ილოცოს, ტაძარში იაროს, იმარხულოს, ან, წლინახევრის გოგონამ შარვალი არ უნდა ჩაიცვას, რათა მერე ვიღაც მამაომ აზიაროს – ეს არის კატასტროფა. ეს მას რელიგიურად, სწორად მოაზროვნე ადამიანად კი არ აღზრდის, არამედ, ის იქნება არაჯასაღი აზროვნების ადამიანი. თუ ჩვენ ვიცით სახარება, იქ ერთი რამ წერია: ღმერთი ჩვენი არის სიყვარული არა დესპოტიზმის, არა ძალდატანების, შეზღუდვის ან ადამიანის თავისუფალი ნების მოსპობის. თუ ადამიანი პიროვნულად თავისუფალი არ გაიზრდება, მისი რელიგიური და სულიერი ცხოვრება კრახის წინაშე დადგება. 

скачать dle 11.3