კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ კერძს რომელი სასმელი უნდა მიაყოლოთ და როგორ უნდა აიცილოთ ნაბახუსევის უსიამოვნო სიმპტომები საახალწლო დღეებში

ახალ წელს, ყველა ოჯახში, სუფრა ტრადიციული კერძებით, ტკბილეულითა და სასმელებითაა სავსე. ყველა ცდილობს, ეს ღამე სასიამოვნო და დიდხანს დასამახსოვრებელი იყოს. დიასახლისები მთელი დღეები ემზადებიან, რომ ახლობელი და საყვარელი ადამიანები საკუთარი კულინარიული შემოქმედებით მოხიბლონ. ახალ წელს, ვცდილობთ, მივირთვათ საჭმელი, დავაყოლოთ სასმელი, ჩავიტკბარუნოთ პირი ტკბილეულით და მეორე დღისთვისაც შემოვინახოთ თავი. ძნელია, ამ დღესასწაულზე სწორად შევარჩიოთ სასმელი, რომელიც ყველა საახალწლო კერძს მოუხდება. თან, ისე, რომ მეორე დღეს ნაბახუსევმაც არ შეგვაწუხოს და ამით სადღესასწაულო განწყობა არ მოვიშხამოთ. თუ როგორ შევარჩიოთ სადღესასწაულოდ სასმელი, რომელ კერძს რა მოუხდება და რა მივაყოლოთ; როგორ დავლიოთ ალკოჰოლი ისე, რომ მეორე დღეს კარგად ვიგრძნოთ თავი, ამ თემებთან დაკავშირებით გვესაუბრება სომელიე თეიმურაზ ბენიძე. 

თეიმურაზ ბენიძე: ახალი წლისთვის სასმელი ყურადღებით და საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ. არ შეიძლება, ნებისმიერ კერძს, ნებისმიერი სასმელი მიაყოლოთ და ასე ისიამოვნოთ.  გირჩევთ, სადღესასწაულო სუფრისთვის არჩევანი ნახევრად ტკბილ, ცქრიალა ღვინოზე ან ტკბილ შამპანურზე შეაჩეროთ. აქვე გეტყვით, რომ შამპანური, ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრაზე უნივერსალურია. ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ, შამპანურით მომზადებულ კოქტეილებსაც გაუსინჯოთ გემო ან ის თეთრ ღვინოში აურიოთ და ისე დალიოთ. 

– იქნებ, ასეთი კოქტეილის რეცეპტიც გვითხრათ, რომელიც შამპანურით მზადდება და საახალწლო სუფრისთვისაა მისაღები? 

– ასეთი კოქტეილია „კირ როიალ“. ახალი წლის ღამეს ის შეუდარებელი, უგემრიელესი და ულამაზესია. ასე მოამზადეთ: ოცდაათი გრამი შავი ქლიავის ლიქიორი ჩაასხით მაღალფეხიან ფუჟერში და დაასხით ქაფქაფა, შუშხუნა შამპანური. სასმელი დატკბება, მიიღებს იასამნისფერს და სასიამოვნო და ფანტასტიკური დასალევია. სხვათა შორის, მას მადისაღმძვრელი ეფექტი აქვს და სუფრასთან დაჯდომისთანავე შეგიძლიათ, დააგემოვნოთ. ამის შემდეგ თამამად გადადით თეთრ ან წითელ ღვინოზე. საერთოდ, სასურველია, არჩევანი თეთრ, მშრალ, კასრში დავარგებულ, ხავერდოვან ღვინოზე შეაჩეროთ. ახალი წლის ღამეს მისი დალევისას, გაგვახსენდება ტროპიკული ხილის სურნელი და არომატი. შესახედავად კი, მისი ოქროსფერი ლამაზად ჯდება სუფრის ეტიკეტში. 14-15 გრადუსზე ჩაციებული უნდა მიირთვათ გაშლილი, ფეხიანი ჭიქიდან, რომლის ზედაპირიც ოდნავ ვიწროვდება. 

– ხის სტიქიის თხის წელიწადი მოდის. როგორც ასტროლოგები გვეუბნებიან, სუფრაზე რეკომენდებულია ხორცეული და თევზი. ამ პროდუქტებიდან მომზადებულ კერძებს კი დამეთანხმებით, წითელი ღვინო უხდება. და, ზოგადად, რომელ კერძს, რომელი ალკოჰოლიანი სასმელი უხდება?

– საახალწლო სუფრაზე თევზი აუცილებლად უნდა იყოს და, გირჩევთ, ის ბაჟეში ჩააწყოთ. ზამთარს ნიგვზიანი კერძები უხდება და არა მაგალითად, კალმახი ბროწეულის წვენში ან სხვა რომელიმე სოუსის გარნირით. თეთრი ღვინო კი ნიგვზიან კერძებს უხდება. აი, კუჭმაჭს, კუპატს, მწვადს და ხორცისგან მომზადებულ სხვა კერძებს, აუცილებლად წითელი ღვინო უნდა მიაყოლოთ. თევზისგან მომზადებულ კერძებს წითელი ღვინო ნამდვილად არ უხდება. ის მის გემოს გააფუჭებს, ვერ აღიქვამთ კერძის მთავარ აზრს, ჯობია, თეთრი ღვინო მიაყოლოთ. რაც შეეხება სალათას და ფხალეულს, რომელიც სადღესასწაულო სუფრის განუყრელი ნაწილია, მათ არც ერთი ალკოჰოლური სასმელი არ უხდება და ეს გაითვალისწინეთ. თუ გინდათ, გოზინაყის, ტორტის, ნამცხვრის თუ შოკოლადიანი კანფეტებისგან მიღებული სიამოვნება დიდხანს გაგყვეთ, მიაყოლეთ ცქრიალა შამპანური ან თეთრი, ნახევრად ტკბილი ღვინო და არა – ტკბილი ლიქიორი.

– სადღესასწაულო სუფრის მერე, ბევრს თავის ტკივილი აწუხებს, რასაც „პახმელიას“ ვეძახით. ამისგან რომ თავი დავიზღვიოთ, რას გვირჩევთ?

– დიახ, მართალია, საახალწლო სუფრის შემდეგ, ბევრს სტკივა თავი, ამტვრევს ძვლებში, უგუნებოდ და შეუძლოდაა. ეს გადამეტებულად მიღებული ალკოჰოლის ბრალია და ამ დროს 50 გრამი ჭაჭა ჩაარტყით, მიაყოლეთ შემწვარი ყველი, ხაჭაპური, წვნიანი კერძი და დაიძინეთ. თუ დამიჯერებთ, საღამოს ჩიტივით იქნებით (იცინის). ცუდია, როცა არ იციან, სუფრასთან რომელ კერძს რომელი სასმელი მიაყოლონ. 

– სამწუხაროდ, სტუმრად მისულს სხვა გზა და, ხშირ შემთხვევაში, სხვა არჩევანიც არ გაქვს, ყველა კერძი ერთ კონკრეტულ სასმელთან უნდა დააგემოვნო. 

– ასე, ვერც კერძის გემოთი ისიამოვნებთ და ვერც სასმელს აღიქვამთ როგორც საჭიროა. მაგრამ, თუ მასპინძელი სუფრის მრავალფეროვნებას გთავაზობთ, არჩევანი სწორად უნდა გააკეთოთ. მაგალითად, ბაჟეს, ბადრიჯანს, ნიგვზიან კერძებს, ხაჭაპურს, პომიდორს და კიტრს რომ წითელი ღვინო არ უნდა მიაყოლოთ, ეს აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ და გაითვალისწინოთ. ასეთ კერძებს თეთრი ღვინოები უხდება ისევე, როგორც ფრინველის ხორცს, თევზსა და ყველეულს. წითელი ღვინო კი კეცზე მომზადებულ კუჭმაჭს, მწვადს, ხბოს ჩაშუშულს და სხვადასხვა ხორცისგან მომზადებულ კერძს უნდა მიაყოლოთ. დამეთანხმეთ, ღვინისა და კერძის გემო სიამოვნებას უნდა განიჭებდეს და არა პირიქით, ვერ აღიქვამდე რას ჭამ და სვამ. მით უმეტეს ახალ წელს, საზეიმო სუფრასთან მოკალათებული. 

– დაბოლოს, ერთი სამარხვო, გემრიელი კერძის რეცეპტიც გვითხარით, რომელიც ადვილად მზადდება და საახალწლო სუფრასაც დაამშვენებს.

–  ასეთია, ინგლისური სამარხვო კერძი „მსუბუქი შოკი“. მისი მომზადების წესი ასეთია: ორი თავი ხახვი და სამი ცალი მოზრდილი სტაფილო დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. ხახვი არ უნდა გაყავისფრდეს, უბრალოდ, უნდა დარბილდეს. ამას დაამატეთ სამი ჭიქა წინასწარ მოხარშული, ცივ წყალში გავლებული ბრინჯი და ერთი ქილა სოკო. ეს ყველაფერი მოშუშეთ კვლავ და შეაზავეთ მხოლოდ შავი პილპილითა და მარილით. აქვე გეტყვით ქართული სამარხვო კერძის რეცეპტსაც. მისთვის დაგჭირდებათ: ერთი თავი კომბოსტო, ორი ცალი მოზრდილი ფორთოხალი, ნიახური, 1,5 ჭიქა ნიგვზის ლებნები, 1 ქილა სამარხვო მაიონეზი. მისი მომზადების წესი ასეთია: კომბოსტო წვრილად და გრძლად დაჭერით, ფორთოხალი კი საშუალო ზომის კუბიკებად, ნიგვზის ლებნები შუაზე გატეხეთ. დაჭერით ნიახური და ეს ყველაფერი ამოურიეთ კარგად, მოასხით სამარხვო მაიონეზი, აურიეთ კვლავ და შემდეგ, დაახლოებით, ნახევარი საათით შედგით მაცივარში. დამიჯერეთ, ეს სამარხვო, უგემრიელესი, შოკის მომგვრელი, უმაგრესი და უუცნაურესი საჭმელია. 

скачать dle 11.3