ცხარე წიწაკის ფესტივალი “გუდვილისგან„
20 დეკემბერს, პირველად საქართველოში, გაიმართა ცხარე წიწაკის ფესტივალი ჰიპერმარკეტ „გუდვილში”. შეჯიბრების მიზანი იყო „გუდვილში” დამზადებული მენიუს სწრაფად შეჭამა. მენიუში კი შედიოდა ოთხი ცალი ცხარე წიწაკა, ხარჩო, აჯიკა და ცხარე შოკოლადი. უამრავი მსურველი ცდილობდა, მათ დაგემოვნებას და ბოლოს, გამოვლინდა სამი ფინალისტი. პირველ ადგილზე გავიდა არჩილ კორძახია, მეორე ადგილზე ნოდარ შალვაძე, მესამეზე კი – ჯუმბერ გნოლაძე.
გამარჯვებულები „გუდვილმა” დააჯოლდოვა სამახსოვრო პრიზებით.
ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ: კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაცია და სპორტული კლუბი „რეკორდი”.
სანახაობა მართლაც სახალისო გამოვიდა, რასაც უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს.