კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხდებიან მატერიალურად წარმატებულები ლალი მოროშკინას გვერდით მყოფი ადამიანები და რა სვანური შუალედის დაცვით ხვდება ის ახალ წელს

ლალი მოროშკინა ის ადამიანია, რომელიც ცდილობს, გარშემო მყოფებს სრული კომფორტი და იდილია შეუქმნას. აქტიური ცხოვრების მიუხედავად, ყოველთვის რჩება დრო, საყვარელ ადამიანებს სიხარული მიანიჭოს და სითბოთი გაანებივროს. მართალია, 2014 წელი, მისთვის ადვილი გასავლელი არ ყოფილა, თუმცა, მიაჩნია, რომ, რაც ხდება, უკეთესობისკენ მიმავალი გზის თანმდევი ნაწილია და არასდროს კარგავს იმედს. მისთვის განვლილი წელი კომფორტული აღმოჩნდა, როცა მიხვდა, რომ მისი ცხოვრება შედგა – ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა და ამისთვის ბრძოლა, ნამდვილად ღირდა. თუ რატომ არ შეხვდება ის ახალ წელს შვილებთან ერთად, როგორი მეკვლეა, რატომ აღარ რთავს ნაძვის ხეს და როგორი განწყობით ელის 2015 წელს, ამაზე თავად გვესაუბრება.

ლალი მოროშკინა: ისეთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი წელიწადი, როგორც 2014 იყო, ჩემს ცხოვრებაში იშვიათად მახსენდება. მე მაქვს ჩემი რამდენიმე ფრაზა, მაგალითად, ერთ-ერთია: „ცხოვრებაში, კარგ ქმარს, ჯობია, კარგი უფროსი შეგხვდეს!”. 2014 წელმა კი, მე ორივე ერთად მომიტანა, ანუ კარგი ქმარიც და კარგი უფროსიც. თუ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს სრული კომფორტი გხვდება, ჩათვალე, ბედნიერი ხარ და შენი ცხოვრება შედგა. ეს მე ნამდვილად შემიძლია, ვთქვა საკუთარ თავზე. 2015 წელს არ მინდა, რაიმე შეიცვალოს, რადგან მე ჩემი ცხოვრება ლოგიკურად, უკვე დავალაგე. თუმცა, უფრო მეტ წარმატებაზე, სითბოსა და სიმყუდროვეზე, უარს არ ვიტყვი (იცინის). 

დღევანდელი გადმოსახედიდან, ზუსტად ვიცი, რა ნაბიჯებიც გადავდგი და რა გადაწყვეტილებებიც მივიღე, სწორი იყო. როცა ხედავ უსამართლობას, ამაზე თვალი არ უნდა დახუჭო, უნდა დააფიქსირო სიმართლე, მოქალაქეობრივი ვალი მოიხადო და იმოქმედო. ეს ჩემი ცხოვრებისეული კრედოა და ამას ვერ გადავალ. რასაკვირველია, ცუდი პერიოდებიც იდგა 2014 წელს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ კარგიც მოხდა და ამისთვის, ღმერთის მადლობელი ვარ. 

– ახალ წელს ვისთან ერთად და სად ხვდები?

– ახალ წელს სახლში, მეუღლესთან ერთად ვხვდები და მერე, მის უფროს ძმასთან მივდივართ სტუმრად. ასე დავგეგმეთ და ეს ახალი წლის ტრადიციად იქცა. შარშანაც, მის ოჯახში შევხვდით ახალ წელს. მიუხედავად ადაპტირებული სვანებისა, ისინი ინარჩუნებენ ძირძველ ტრადიციებს, როცა უფროსთან, ოჯახში ხდება შეკრება და ახალი წლის დახვედრა. ამ შემთხვევაში, ჯაფარიძეებს შუალედური ვარიანტი აქვთ – არც მამასთან, არც უმცროს ძმასთან, არამედ, უფროს ძმასთან ვიკრიბებით და ვხვდებით ახალ წელს. ახალგაზრდა თაობა სხვაგან ხვდება, ჩვენ კი, შუალედური რგოლი, ერთად ვიკრიბებით. 

– ესე იგი, ახალ წელს სვანური ტრადიციებით ხვდები?

– სვანური ტადიციებით იმ გაგებით, რომ ჩემი ქმრის უფროს ძმასთან, ოჯახში. 

– შენი შვილები?

– ჩემს ბიჭებს, თავისი ცხოვრება აქვთ. ურჩევნიათ, მეგობრებთან ერთად იყვნენ და დრო ატარონ. უკვე დიდები არიან.

– სიმართლე გითხრა, შენი ბუნებიდან გამომდინარე, მეგონა, ახალ წელს უფრო რომანტიკულ გარემოში დაგეგმავდი, მეუღლეს სიურპრიზებს მოუწყობდი, ნაძვის ხეს მორთავდი, გამოეწყობოდი სადღესასწაულოდ, მოამზადებდი გემრიელ კერძებს და ასე შემდეგ.

– ამას მე ყოველდღე ვაკეთებ (იცინის). ანუ,  მიმაჩნია, რომ ახალი წელი, ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ყოველდღე თენდება. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის ვახერხებ ქმარს დღესასწაული ყოველდღიურად მოვუწყო. ტრადიციად გვაქვს რომანტიკული, განსხვავებული, გვიანი ვახშამი, როცა ერთად ვსხდებით და ამ განსაკუთრებული ვახშმით, ვტკბებით. ვფიქრობ, მე და ირაკლიმ საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრეთ უერთმანეთოდ, ამიტომ, ყოველი დღე ძალიან ღირებულია, რომ ავინაზღაუროთ ეს წლები. 

– ვფიქრობ, კარგი მეკვლეც უნდა იყო?

– კი, ძალიან კარგი ფეხი მაქვს. ეს, წლევანდელმა „ბრავოს” პროექტმაც დაამტკიცა (იცინის). სხვათა შორის, ოთო ნემსაძის ლობისტი რომ გავხდი, მასაც ვუთხარი, ძალიან კარგი ფეხი მაქვს-მეთქი. სამ პროექტში მივიღე მონაწილეობა „რუსთავი 2-ზე” და სამივე მოვიგე. ასე რომ, ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით აღმოჩნდება, მისთვის ფეხბედნიერი ვარ და ყოველთვის უმართლებთ. სულ ვხუმრობ, ჩემი წყალობით, ადამიანებს მატერიალური მხარე უუმჯობესდებათ-მეთქი (იცინის). 

– წარმომიდგენია, რამდენი მსურველი იქნება შენ ირგვლივ, ვისაც ახალ წელს შენი სტუმრობა მოუნდება.

– ასეთი ძალიან ბევრია (იცინის). ბავშვობაში, მეზობლები დედას სთხოვდნენ, ლალიმ შემოგვირბინოს მეკვლედო. ვფიქრობ, ადამიანებისთვის დადებითი მუხტი მომაქვს და კარგი ფეხიც მაქვს. 

სხვათა შორის, ყველას კარგად აქვს დაცდილი ჩემი ნაქონი საფულე და დიდი მოთხოვნაა, რომ გავაჩუქო (იცინის). ასე რომ, ერთი და იგივე საფულე, დიდხანს არ მიჩერდება. 

– ტრადიციულად, ახალი წლის დღეებში, უცხოეთში მიდიხარ ხოლმე. წელს არ გეგმავ მსგავს ტურს?

– იანვრისთვის ვგეგმავთ მე და ჩემი ქმარი საფრანგეთსა და შვეიცარიაში წასვლას და ვნახოთ. ახალი წელი, ჩემთვის მოგზაურობასთან არის დაკავშირებული და ამ სიამოვნებას ვერც წელს მოვიკლებ (იცინის). პარიზში გვინდოდა, წელს შევხვედროდით ახალ წელს, მაგრამ სამსახურის გამო ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ, იანვრისთვის გადავდეთ. სხვათა შორის, ბევრჯერ შევხვედრივარ ახალ წელს უცხოეთში და ისეთი გრანდიოზული და ტემპიანი არ არის, როგორც საქართველოში. იქ უფრო შობაა დღესასწაული და ამ დღეს აღნიშნავენ. ახალი წელი, უცხოეთში ლამაზი საოჯახო დღესასწაულია, საქართველოში კი უფრო ტრადიციული. 

– საახალწლოდ როგორ ემზადები და თუ გაქვს შენეული, განსხვავებული ტრადიცია ან რიტუალი?

– ტრადიციად მაქვს, ყოველ ახალ წელს ახალი სათამაშო ვიყიდო, მაგრამ ნაძვის ხეს აღარ ვაწყობ. ოჯახში ყველას ეზარება მისი აწყობა, გაიზარდნენ და ნაძვის ხისთვის ვის სცალია?! ამიტომ, უბრალოდ, ბარს ვრთავ საახალწლო ატრიბუტიკით და ფანჯარაზე ვამაგრებ წვიმებსა და ნაძვის ტოტებს. ბართან, ლამაზი ცხენი მყავს ამხედრებული, ანუ 2014 წლის სიმბოლო, ახლა კი მას ცხვრით შევცვლი. რაც შეეხება რიტუალს, საახალწლოდ, აუცილებლად ძველს ვიშორებ და ვყიდულობ ახალ ნივთებს, იქნება ეს ტანსაცმელი თუ სახლის მოსართავი ელემენტი. აღარ ვაკეთებ საჭმელებს. ვყიდულობ ნახევარფაბრიკატებს, დელიკატესებს  და გემრიელ რაღაცეებს, რაც დიდხანს ინახება მაცივარში. ახალი წლის დღეებში, სულ გარეთ გვიწევს ყოფნა და საჭმელი რომ მიფუჭდება, მენანება. ამიტომ, მირჩევნია აღარ გავაკეთო. თუ სტუმარი მოვა, მაცივარში სულ მაქვს გემრიელობები.

скачать dle 11.3