კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ იყო თავის „კამპოტში“ ზურა მანჯავიძე და რატომ ჰქონდათ მას და მზია ორველაშვილს „წამოფრენები” და დიდი ორომტრიალი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წლევანდელი სეზონი ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული იყო. არა მხოლოდ ჩემთვის, ალბათ, ბევრისთვის, ნოდიკო ტატიშვილისა და ზურა მანჯავიძის ცეკვა სიურპრიზი აღმოჩნდა. საბოლოოდ კი მათ ყველა მონაწილე ჩამოიტოვეს და ფინალშიც გავიდნენ. 

ზურა მანჯავიძე: წარმატების იმედი მქონდა, მაგრამ, ნამდვილად არ ვფიქრობდი, თუ ფინალში აღმოვჩნდებოდი – ეს ნამდვილი გამარჯვებაა ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე გამარჯვება და, მერე, ზოგადად – ძალიან დიდი მიღწევა. თან, ეს პირველი სერიოზული კონკურსია, სადაც ასე ინდივიდუალურად ვმონაწილეობდი, გამოცდილება არ მქონია ამ კუთხით და ალბათ, ეს ბოლო კონკურსი იქნება. ძალიან ბევრი ენერგია მიაქვს, სხვა არაფრისთვის აღარ მრჩება დრო, დავიწყებული მაქვს ოჯახი, სამეგობრო წრე – მოკლედ, ყველაფერი. 

– რა შეიწირა ამ პროექტმა? 

– სამსახურიც – ნაწილობრივ კი არა, აღარ ვარ იქ. რამდენ ხანს შეიძლება, ეს გაგრძელდეს? ოჯახში მიჩვეულები არიან ჩემს ასეთ რიტმს. შვილები კარგი გაზრდილები მხვდებიან ხოლმე. კვირაში ერთხელ, პირდაპირი ეთერი რომ გვაქვს, სამშაბათობით, მაშინ ვხედავ ბავშვებს, როცა მგულშემატკივრობენ. ყოველთვის კი ვიყავი დაკავებული, მაგრამ, ამ პროექტს სულ სხვა რეჟიმი სჭირდება, მთელი დრო და ენერგია მიაქვს. მაგრამ, ბევრი დადებითი მხარეც აქვს: გავხდი, რასაც ვერანაირად ვერ ვახერხდები. თან, დიდი გამოცდილება შემძინა და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმდენი ცეკვა ვისწავლე. 

– ალბათ, ქეიფსა და დალევაზეც დროებით აიღე ხელი. 

– მოკლებული ვარ ამ ყველაფერს და 1 იანვრიდან ვიწყებ ანაზღაურებას. მათ შორის, წონაში მომატებასაც – ცოტა უნდა მოვიმატო, თორემ, ფერი აღარ მაქვს აშკარად. 

– მთელი შოუს განმავლობაში შენი მეგობრები და ახლობლები, ალბათ, სულ მობილიზებულები იყვნენ. 

– ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს. ისეთი რაღაცეები გააკეთეს ჩემმა მეგობრებმა, ვერც კი წარმოვიდგენდი: პიარ-აქციები ჩაატარეს, ხალხმრავალ ადგილებში იარეს, არიგებდნენ ჩემს ფლაერებს, ხალხს დახმარებას სთხოვდნენ, ორგანიზებული მხარდაჭერა აღმომიჩინეს. ეს ეტყობოდა კიდეც ნახევარფინალს: ხალხიც ამესიჯებდა, მაგრამ, მათაც დიდი მხარდაჭერა აღმომიჩინეს. ხალხის სიყვარულს ყოველთვოს, ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ასმაგად ვიგრძენი, რისთვისაც მათი დიდი მადლობელი ვარ. უღრმესი მადლობა, ვინც ერთი მესიჯი მაინც გამომიგზავნა. უფრო მეტი ენთუზიაზმით გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. 

– თავად თუ გრძნობდი, რომ ცეკვაში ასეთი ნიჭიერი იყავი, ანუ, მანამდეც აღმოგიჩენია შენში ეს ნიჭი? 

– რაღაცეებს ვატყობდი ჩემს თავს მიხრა-მოხრაში. სამეგობროში ვიღაც რაღაცას რომ აკეთებდა, გამომდიოდა, პლასტიკისა და მოძრაობის პრობლემა არ მქონია. ცოტას ყველგან ვცეკვავდი ხოლმე, მაგრამ, ძალიან დიდი სირთულე იყო, როდესაც პროექტი დაიწყო; უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. როდესაც პროდუქტს გამზადებულს უყურებ, მოცეკვავეები ისე დანარნარებენ, ფიქრობ, ამის გაკეთებას რა უნდაო, მაგრამ, როგორც კი თვითონ მოგიწევს ამის გაკეთება, იქვე ხვდები, რომ შეიძლება, კისერი წაიმტვრიო. 

– მიხვედი კისრის წამტვრევის მომენტამდე? 

– კი, როგორ არა. თავიდან ვფიქრობდი, წამოვალ-მეთქი, რადგან, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, თან, მე სხვა საქმეებიც ხომ მაქვს – ჩაწერები, ახალი წელი მოდის... მოკლედ, სრული საგიჟეთი მაქვს. 

– როგორ ეგუებიან „ფორტეს“ გოგონები ამ ყველაფერს? 

– შეწუხებულები არიან, მითმენენ, როგორც შეუძლიათ, მხარში მიდგანან, ძალიან მეხმარებიან. ჩაწერაზე ვიყავი გუშინ და კბილებს აკრაჭუნებდნენ. 

– მითხარი, ოჯახის წევრები მიჩვეულები არიან ჩემს რიტმსო, მაგრამ, მაინც, როგორ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ სულ დაკავებული ხარ და არაფრისთვის აღარ გაქვს დრო? 

– მეუღლემ „გამიჩალიჩა“ ეს ყველაფერი – სულ მეუბნებოდა: როდის იქნება, შენც გახვიდე ამ პროექტში, ვიცი, გამოგივა, მაგარი ხარ, შეძლებო. მაგრამ, მე სულ ვაშაყირებდი და არ ვუჯერებდი. საბოლოოდ, მაინც ახდა მისი სურვილი, მეც გამომივიდა და ფინალი სახეზეა. ჩემი უფროსი შვილები, გიორგი და ანი, უფრო ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მაგრამ, პირველი ცეკვის შემდეგ მგულშემატკივრობენ, მეხმარებიან, ისევე, როგორც ტყუპები – სანდრო და ლუკა. უფროსებს ძალიან არ უნდოდათ ჩემი მონაწილეობა, რცხვენოდათ – კარგად რომ ვერ მეცეკვა და ჩავფლავებულიყავი, ძალიან ეწყინებოდათ. რომ ნახეს, შემიძლია, ძალიან გაუხარდათ: ყოჩაღ, მიდიო. 

– მეწყვილეშიც ძალიან გაგიმართლა. 

– ძალიან გამიმართლა პარტნიორში – მაგარი მოცეკვავეა, ნამდვილი პროფესიონალი, კარგად მასწავლის, ნებისმიერ დონეზე გაქაჩავს ცეკვას. როგორი პარტნიორიც არ უნდა დაუყენო, მსოფლიო დონის მოცეკვავეც რომ იყოს, კაცმა არ იცის, ვინ იქნება მაგარი. ცეკვასა და კომპოზიციასაც ის არჩევს. გიგი და რეზი გვეხმარებიან, ცეკვას დგამენ, მაგრამ, მზია აკეთებს ქორეოგრაფიას და ყველაფერს ითვალისწინებს. წინა პლანზე თვითონ არასდროს გამოდის, თავისი ცეკვა არ გამოაქვს, უნდა, რომ მე უფრო კარგად გამოვჩნდე და ეს მისი ძალიან კარგი თვისებაა, თუმცა, ჩხუბი და კამათიც არის. მტკიცე ხასიათი აქვს, მაქსიმუმს ითხოვს ჩემგან. თავიდან უფრო იყო ჩხუბები, მერე  – აღარ. ხანდახან გვაქვს „წამოფრენები” მასაც და მეც და მერე იწყება დიდი ორომტრიალი, ძირითადად მაშინ, როცა რაღაც არ გამომდის, თორემ, შრომისმოყვარეც ვარ, პუნქტუალურიც და საქმის სიყვარულიც ვიცი, თან სულ ვცდილობ, არავინ შევარცხვინო. ყველაფერი სირთულესთან იყო დაკავშირებული, ჩემს „კამპოტში“ არ ვიყავი; კიდევ, დამახსოვრება იყო რთული. ერთ დღეს მახსოვდა, მეორე დღეს – არაფერი, ამას ნერვიულობაც ემატებოდა და ამიტომ მინდოდა პროექტიდან გასვლა თავიდან. 

– როგორ ფიქრობ: ბინა თუ ავტომობილი (ინტერვიუ ჩაწერილია 25 დეკემბერს, – ავტორი)?

– ბინა მინდა, მაგრამ, გული უფრო ავტომობილს მიგრძნობს. ყველა ტურზე ვფიქრობდი, რომ გავვარდებოდი, ბოლო ტურზეც ასე მეგონა, თუმცა, მაყურებელმა ასე გადაწყვიტა. ახლა მოგების შანსები ნახევარი-ნახევარზეა. როგორც ჩემგან არავინ ელოდა ასეთ ცეკვას, ისე – ნოდიკოსგან და მარიამისგანაც. ასე რომ, სრული სიურპრიზი იყო ჩვენი მხრიდან და სრული მოულოდნელობა. სასიამოვნოდ არის ხალხი გაოცებული, ისევე, როგორც ჩვენ. 

– გოგონები აშკარად დაჩაგრეთ. 

– დაგვეჩაგრნენ გოგონები. ძალიან რთული იყო და, რასაც ჰქვია, ვერ გავიხარე, როდესაც მარიამთან ერთად დავდექი. თან, დარწმუნებული ვიყავი, რომ დავტოვებდი პროექტს. ისე ძალიან მეწყინა მარიამის გავარდნა, რომ ჩემი გადასვლა აღარც კი გამხარებია. მომზადებული ვიყავი, რომ უნდა დამეტოვებინა პროექტი, მაგრამ, ასე მოხდა. ამიტომაც არ მიყვარს ეს კონკურსები და, ალბათ, არასდროს აღარ მივიღებ მონაწილეობას. 

– უკვე დაგეგმილი გაქვს, ახალ წელს როგორ გაატარებ? 

– დიახ, „ტაბლაში“ ვიქნები, წამყვანიც ვარ, „ფორტეც“ იქნება, სხვა მომღერლებიც, მოცეკვავეებიც... საინტერესო საღამო გელოდებათ და ყველას გეპატიჟებით. 

 

P.S. როგორც ზურას, ასევე ნოდიკოს არაჩვეულებრივი ფოტოები მოგვაწოდა ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.

скачать dle 11.3