კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამოა „დატორმუზებული“ ვაჟა მანია და როგორ შეხვდა ის თავის ბერკლელ პედაგოგს ფილარმონიაში მასტერკლასზე

შემოდგომაზე ბოსტონიდან საქართველოში ჩამოსულ ვაჟა მანიას თბილისში გარკვეული პერიოდის გატარება მოუწია, რადგან „ბერკლიში“ სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, პრობლემები ჰქონდა. თუმცა, იანვარში ის კვლავ მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად, მანამდე კი მონატრებულ მსმენელს ახალი წლის ღამეს თავისი ნამღერით დაატკბობს.

ვაჟა მანია: მაქსიმალურად ვცდილობდი, ფორმიდან არ ამოვვარდნილიყავი. როგორც მანამდე, ახლაც ისე ვაგრძელებდი ვარჯიშს, მეცადინეობას. ბერკლიში ბევრი რამ ვისწავლე, ისეთი რაღაცეები, რაც მანამდე არ ვიცოდი. ამიტომ, ხან რას ვაკეთებდი, ხან რას და უკვე ვიცი, ყოველდღე რა არის საჭირო, რა უნდა გავაკეთო. მოკლედ, ამ ყველაფერს ვასრულებ ბეჯითი მოსწავლესავით.

– როგორც პიროვნება, ალბათ, კიდევ უფრო  გაიზარდე, მეტად დამოუკიდებელი, მოტივირებული გახდი. 

– დამოუკიდებელი სულ ვიყავი და ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რასაც თავად გადავწყვეტდი. თუმცა, სხვისი აზრის გათვალისწინება მიყვარს და რჩევასაც ყოველთვის ვისმენ. საბოლოოდ კი, ზოგ-ზოგიერთების აზრს არ ვითვალისწინებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, სხვის აზრს პატივს არ ვცემ. რაღაც ისე რომ არ იყოს, არ გამოვიდეს, სხვას უნდა დავაბრალო და მირჩევნია, თვითონ გადავწყვიტო და შესაბამისად, შედეგშიც საკუთარი თავი დავადანაშაულო, საკუთარ თავს დავაბრალო.

– რით იყავი თბილისში დაკავებული, ბოსტონში აქტიური სწავლის შემდეგ?

– ძირითადად, ხალხს მოვესიყვარულე. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ამ ჩავარდნებსაც მივეჩვიე, ალბათ, ასე უნდა მოხდეს. თან, თბილისშიც ხომ უნდა ვიყო, აქაც ხომ ვენატრები ხალხს. შემგუებელი გავხდი, ცოტა ფიცხიც. ბევრ რამეზე გიწევს ფიქრი, წინ იხედები, ბევრი პრობლემაა. ცდილობ, გადაწყვიტო. 

– როდის აპირებ ბოსტონში გამგზავრებას? როგორც ვიცი, ამ ეტაპზე შენს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია. 

– 7 იანვარს ვაპირებ გამგზავრებას. წესით ყველაფერი დალაგდა, მოგვარდა. ჯერ არ ვიცი, როდის დავბრუნდები. დიდი სურვილი მაქვს დიდხანს დავრჩე. 

– ჯერჯერობით ერთი სემესტრის გადასახადი დაგიფინანსეს? 

– კი, ერთი სემესტრის. რადგან ჩავარდნები მქონდა, მინდა გავაგრძელო – გადავაბა ზაფხულიც და შემოდგომაც. არ ვიცი, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, დაფინანსებაზე ვარ დამოკიდებული. მგონია, რომ ამ წასვლაზე უფრო მეტი საინტერესო რამ მოხდება, უფრო მეტი შემართება მაქვს. იმ პაუზამ, რაც ახლა მქონდა, ბევრ რამეზე დამაფიქრა, მუშაობის მხრივ არა, რადგან ისედაც ბევრს ვმუშაობ. სხვა კუთხით უფრო მეტი ნაბიჯები უნდა გადავდგა: თავის დახრა, საკუთარი თავის უკან დაყენება, უნდა დავივიწყო, იქ არ მოსწონთ ასეთი რაღაცეები. მეც არ მეხერხება, მაგრამ იმედია, შევძლებ. გული მიგრძნობს, რომ კარგი სემესტრი მექნება.

– როგორი ინტუიცია გაქვს? 

– კარგი ინტუიცია მაქვს. ხშირად არ მღალატობს. ადამიანების ამოცნობაც მეხერხება: ვხვდები როგორი ადამიანია და ზოგჯერ იმასაც ვგრძნობ, რა უნდა ჩემგან. ახლა ინტუიცია მეუბნება, რომ კარგი წელი მექნება. აქამდე უფრო ბევრს ვმეცადინეობდი, ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, ახლა ვეცდები, უფრო გავიდე, ბევრ რაღაცაში მივიღო მონაწილეობა – ყველაფერი უნდა მოსინჯო. იქაურობა ძალიან მომენატრა. ამას წინათ ვიყავი ფილარმონიაში „ნიუ-იორკ ვოისის“ მასტერკლასზე. ერთ-ერთი მომღერალი ჩემი მასწავლებელი იყო ბერკლიში. გამახსენდა როგორ მასწავლიდა ბერკლიში, როგორი იყო კლასში. ჩემი გამოცდაც მან ჩაიბარა და მიცნო. იქ მივხვდი, იქაური სიტუაცია, სწავლა როგორ მომენატრა. ბერკლის უნიკალურობა ისაა, რომ მასწავლებლების უმეტესობა სადღაც მღერის და არ არის გამორიცხული, თავის კონცერტზე წაგიყვანოს, გამღეროს. მერე იქ ვიღაც გნახავს და ასე ხდება ყველაფერი. მეც შემომთავაზა ჩემმა მასწავლებელმა, რომ მის სოლო კონცერტზე მემღერა. ხომ წარმოგიდგენია, იქ რამდენი მუსიკოსი იქნებოდა, მაყურებელიც და კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მივიღე მონაწილეობა, რადგან იმ დროს თბილისში ვიყავი. ძალიან დამწყდა გული – სერიოზული შემოთავაზება იყო. მასწავლებელი ყველა სტუდენტს არ ეძახის, მათ შორის არჩევს და იმას ამღერებს თავის კონცერტზე. წინასწარ გამაფრთხილა: ხომ აქ იქნებიო, მაგრამ მაშინაც არ ვიცოდი ზუსტად. ეს წასვლა-წამოსვლა საბოლოოდ, პრობლემებს გიქმნის. ასეთ რამეს რომ აკლდები, მერე ავიწყდები იქ ხალხს. არ იციან როგორ ფორმაში ხარ, შეიძლება, სხვა აიყვანონ და ასე შემდეგ. ადრეც ვიცოდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ადგილი იქ არის. 

– როგორი დამოკიდებულება გაქვს ახალ წელთან?

– ძალიან კარგი. ერთხელ ამერიკაში მქონდა გამორჩეული ახალი წელი: თავად ვიყავი სანტა კლაუსი ტრომბონით, თან ახლო მეგობრების წრეში კარგად გავერთე. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ახალი წელი და ნაძვის ხის მორთვა. ახლობელ სანტას სათამაშოები მოჰქონდა: ერთხელ დააკაკუნა და კარი რომ გავაღეთ, საჩუქრები დაგხვდა. ახლაც მყავს თოვლის ბაბუა და მეც ვარ ხოლმე სხვისი თოვლის ბაბუა, მაგრამ როგორი – ამას ვერ გეტყვი. რაღაც სურვილებს ვასრულებ. ისე, ახალი წლის ღამეს ყოველთვის ჩავუთქვამდი სურვილებს. იცი რას? – ამერიკაში მინდოდა წასვლა. კოლეჯში რომ დავდიოდი, იმის მერე მინდოდა წასვლა, თან ყველა მეგობარი მეუბნებოდა: შენ უნდა წახვიდეო. რატომ მეუბნებოდნენ ამას, ვერ ვხვდებოდი, რაღაც გამორჩეული და განსაკუთრებული არ ვიყავი. უფრო არარეალური მეგონა, მაგრამ ამისრულდა. ახლა ისეთი „დატორმუზებული“ ვარ, მხოლოდ კონკრეტულ პრობლემებზე ვფიქრობ. 

– შენს პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლეა: ძალიან კარგი გოგონა გყავს გვერდით. თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გიწევთ ერთმანეთისგან შორს ყოფნა. 

– კი, პირადშიც ძალიან დიდი სიახლეები მაქვს. ეს პერიოდი, რომელიც ახლა ერთად გავატარეთ, ძალიან კარგი იყო. ჩამოსვლა აუცილებელია, თან, როდესაც ასეთი ადამიანია შენს გვერდით, მას ყურადღება სჭირდება.

– მე ვიცი, რომ ნინი მუდმივად გვერდში გიდგას, გეხმარება.

– მუდმივად ჩემს გვერდითაა. როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, შენი წარმატების დიდი ნაწილი მასზეც არის დამოკიდებული. ჩვენს შემთხვევაში ასეა, მას დიდი წვლილი მიუძღვის ბევრ რამეში და ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია. ჩემი წარმატებები ძალიან უხარია, ისევე როგორც მე. შორს ყოფნა, რა თქმა უნდა, რთულია, არ არის მარტივი. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ გამოდის სხვანაირად. მეკითხებიან: ამას როგორ ახერხებთო. როცა საქმეს სჭირდება, ორივე გაგებით ვეკიდებით ამას. რაც მთავარია, ორივეს გვაქვს ერთად ყოფნის სურვილი და სანამ ეს სურვილი გვექნება, სულ ერთად ვიქნებით. ორივეს ჩვენ-ჩვენი მიზნები გვაქვს, ორივე დატვირთულები ვართ და ვცდილობთ, უფრო წინ წავიდეთ – განვვითარდეთ, მეტი წარმატება გვქონდეს. სხვათა შორის, მუსიკის მხრივ კარგ რჩევებს მაძლევს, ზოგჯერ მაკრიტიკებს. ხანდახან ვუჯერებ, ზოგჯერ კი ვბრაზდები და ვჩხუბობთ-ხოლმე – ეს ყველა ურთიერთობაში ხდება. თან, ჩვენ 3 წელია, ვიცნობთ ერთმანეთს და უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის მეგობრები ვართ. ერთმანეთის გვესმის, კომფორტულად ვართ და გვიხარია ერთად ყოფნა. ისეთი ყურადღებიანია, რომ თუ ტელეფონზე ვერ ვუპასუხებ, შეიძლება, გაგიჟდეს, მიწიდან ამომთხაროს და გაიგოს, როგორ ვარ. ნერვიულობს ხოლმე ჩემზე, რადგან ძალიან თბილი და საყვარელი გოგოა.

скачать dle 11.3