კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აქვს ნუკა კვალიაშვილს სახლში ყველაფერი ალაგებული და ვისთვის შეუძლია მას თავის ბოლომდე გადადება

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი „ერთი ერთში“ პროექტის მესამე სეზონის მონაწილეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ერთი ლაივის გამოტოვება მოუხდა, თუმცა პროექტში მდგომარეობის გაუმჯებესებისთანავე დაბრუნდა. პროექტის გარდა, მისი ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია. ნუკა დამოუკიდებლად ზრდის ათი თვის  შვილს, უვლის ოჯახს და მხარში უდგას დედას, რომელსაც ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

 

– ნუკა, ადვილად მიიღე „ერთი ერთში“ მონაწილეობის გადაწყვეტილება?

– სხვათა შორის, კი. ეს რომ ყოფილიყო მარტო სიმღერის კონკურსი, როგორიც იყო „საქართველოს ვარსკვლავი“, მაშინ ბევრს ვიფიქრებდი, იმიტომ რომ, არ მიყვარს კონკურსში ათასჯერ გამოსვლა. უბრალოდ, აქ სულ სხვანაირი ფორმატია, მნიშვნელოვანია არტისტიზმი და ბევრ რამეს სწავლობ. რომ წარმოვიდგინე, ცხოვრებაში ეს როგორ გამომადგებოდა, დავთანხმდი.

– შენ უკვე მოგიწია მამაკაცად გარდასახვა, რაც ძალიან რთულია. 

– ყველაზე ცუდი ტური იყო ეგ ჩემთვის. როცა გრძნობ, რომ გარეგნულად ვერ ემსგავსები იმ ადამიანს, შინაგანადაც განსხვავებული გრძნობა გაქვს. აღარ ხარ მონდომებული. მაკიაჟი ვერ გამოვიდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ჩვეულებრივი მიკი რურკი ვიყავი და არა რობი უილიამსი. უკვე ისეთი მომენტი იყო, როცა აღარ გაინტერესებს, როგორი იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე რთული იყო, თუმცა, არც ადვილი გახლდათ, ჩვეულებრივი ნომერი იყო. უბრალოდ, საერთოდ არ ვინტერესდებოდი იმ მომენტში. როცა დავინახე, რომ  არ ვგავდი, მონდომების უნარი დავკარგე.

– ყველაზე მეტად რომელი ტური მოგეწონა?

– უიტნი ჰიუსტონი და ფინქი. ყველაზე მეტად ფინქი ვიგრძენი.

– ფინქთან შენი ვიზუალური მიმსგავსებაც არ იქნებოდა რთული.

– ჰო (იცინის). ბედნიერებაა, როდესაც სახეზე სილიკონების გაკეთება არ გიწევს. ფინქზე და უიტნიზე გამიმართლა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ, როდესაც ამ ყველაფერს გიკეთებენ დილით და მერე ოთხი საათი ასე გიწევს ჯდომა, გენერალურ რეპეტიციაზე არ გაქვს უფლება ბოლომდე პირი გააღო, იმღერო. იმიტომ რომ, შეიძლება, მაკიაჟი დაზიანდეს და ვეღარ გაასწორონ.

– მაინცდამაინც მაღალი ქულები არ გაქვს. ჟიურიც ცოტა კრიტიკულად არის განწყობილი. ამაზე გული გწყდება?

– არა, არ მწყდება გული, ყოველთვის მიყვარს, როცა პირდაპირ ამბობენ, რასაც ფიქრობენ. ამიტომ ვაფასებ უცხოელ ჟიურის წევრებს. საქართველო ძალიან პატარაა და ჩვენთან ჟიური, პირდაპირ ვიტყვი, ცოტა შებოჭილია – იქ ვიღაც ახლობელს არ აწყენინოს. სანამ ასეთი დამოკიდებულებებია, სერიოზული კონკურსი ვერ ჩატარდება. 

– პატარა შვილი გყავს. ვინ გეხმარება მის მოვლაში, როცა საქმეებით ხარ დაკავებული?

– ბავშვი დედაჩემთან მყავს დატოვებული და მეგობრები მეხმარებიან, როცა სამსახურებიდან სცალიათ. უკვე დიდია, ათი თვისაა და ეკასთვის არ შეიძლება, სიმძიმის დიდი ხნით ჭერა. მესამე დღიდან, სამშობიაროდან გამოვედი თუ არა, რვა თვემდე დამოუკიდებლად ვუვლიდი. სამ თვემდე გაზებისა თუ კვების პრობლემების გამო, ტიროდა, ისევე, როგორც ყველა ბავშვი. ახლა მშვიდია და უმიზეზოდ არაფერზე არ ტირის. ძალიან ენერგიულია და უკვე თავისებურ სიტყვებს ამბობს. ფეხზე დგება და ნაბიჯებს  დგამს, ოღონდ ჯერჯერობით, რაღაცაზე უჭირავს ხელი. ძალიან ცელქია და ყველაფერს ხელს ჰკიდებს. ამიტომ, სახლში ყველაფერი ალაგებული მაქვს და ზემოთ მიწყვია. გიჟი და არანორმალური დედა ვარ, ოღონდ, როგორც დედა და არა, როგორც ადამიანი. როდესაც საქმე ჩემს შვილს ეხება, გარშემო აბსოლუტურად ყველაფერი ქრება და მხოლოდ ის რჩება. მისთვის ბოლომდე შემიძლია, გადავდო თავი. ღამეების თენება იქნება, საჭმლის გაკეთება, გარეცხვა, დაბანა თუ სხვა. ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ და სხვათა შორის, დღემდე კარგად ვუმკლავდები (იცინის).

– გარდა ამ ყველაფრისა, ახლა დედასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მასაც შენი მხარდაჭერა სჭირდება.

– კი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ვახერხებ, სახლსაც მოვუარო, ოჯახშიც ვიყო და დედაჩემთანაც. მეგობრებთან ერთად ყოფნასაც ვახერხებ, მაგრამ, მერე, როდესაც მოდის ღამე და ძალიან დაღლილი ვწვები, ვითიშები. გადამწვარი მგონია ხოლმე თავი. მაგრამ, როცა იცი, რომ სხვა შანსი არ არის, ძალა უნდა მოიკრიბო და რაც შეგიძლია, ბოლომდე გააკეთო. მე ასეთი ვარ.

 – ეკას მდგომარეობა როგორია ახლა?

– რამდენიმე დღის წინ, ბავშვი ჰყავდა გაყვანილი. მაღაზიისკენ მიდიოდა, რომელიც ჩვენგან ცოტა შორს არის. ცუდად გახდა. დაეწყო სპაზმური ხუთვა და ეგონა, რომ ვერ სუნთქავდა. ასე ემართება ხოლმე. ტელეფონი სახლში დარჩა, ვიღაც გაუჩერებია დახმარების სათხოვნელად და სახლამდე ასე ამოვიდა. მერე ამოვუტანე დექსამეტაზონი, რომელმაც სპაზმი მოუხსნა და ცოტა ხნის განმავლობაში რაღაცაზე მოჭიდებული იდგა და ცდილობდა, ესუნთქა. ხან კრიტიკული მდგომარეობა აქვს და ხან ნორმალური. კარგი ჯერჯერობით არ აქვს.

– ამ ყველაფერის გადატანაში, ალბათ, მეუღლე გეხმარება. პროექტის სამზადისში თუა აქტიურად ჩართული?

– კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ, პროექტების მომენტში ყოველთვის მქონდა პირადში არეულობა და უსიამოვნება. ეს ელემენტარული რამაა. ბევრ დროს ვუთმობ კარიერულ ზრდას და სხვათა შორის, ძალიან დაძაბული მომენტები მქონდა ამის გამო სახლში. მაგრამ, ღმერთის წყალობით, ყველაფერი დალაგდა.

– ახალი წლისთვის რა გეგმები გაქვს?

– ავად გავხდი, იოგების ანთება მქონდა და ჰაიმორიტი ახლაც მაქვს. ხმა საერთოდ არ მქონდა, ვერც ვლაპარაკობდი. ძალიან ბევრმა დამირეკა და შემომთავაზა კონცერტში მონაწილეობა, მაგრამ ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი – ვაიდა, არ გამოვრჯანმთელდე-მეთქი. „რუსთავი 2-იდანაც“ დამირეკეს, გალა-კონცერტიდანაც და სხვადასხვა ბარიდანაც, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძელი. ახლა მდგომარეობა გამოსწორდა და იმედი მაქვს, რამე გამოჩნდება. ამ ასაკში, როცა მე თვითონ ვწყვეტ, რა გავაკეთო ახალ წელს, ეს უფრო სამუშაო დღედ იქცა, ვიდრე გასართობად. მე სხვანაირი სამუშაო არ მაქვს, ჩემი მეუღლეც სწავლობს და  შემოსავალია საჭირო. მით უმეტეს, როცა ბავშვი გვყავს. ამიტომ, ამ დღეს მე უნდა ვიშოვო ის თანხა, რომელიც შემდეგ ჩემს ოჯახს უნდა მოვახმარო. ჩემს საქმეს რომ მოვაგვარებ, მერე თუ მექნება დრო, გავერთობი, როგორც ყოველთვის – მეგობრებთან ერთად.

– სახლში თუ დაიწყე საახალწლო სამზადისი?

– ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს, მაგრამ რაღაც დეკორაციები ვიყიდეთ. არც ვიცი, ნაძვის ხე სად უნდა დავდგათ, რომ ლუკა არ მივიდეს და არ მოგლიჯოს, დაამტვრიოს ყველაფერი. სამზადისი გვაქვს, იმიტომ რომ, ძალიან მიყვარს ეს დღე. ადრე არ მიყვარდა, მაგრამ ვხვედები, რომ ნელ-ნელა უფრო მიყვარდება. ამ დროს ყველა დადებითად არის განწყობილი, რაც ჩემზეც გადმოდის და შინაგანად მახარებს ეს ყველაფერი.

скачать dle 11.3