კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, იძულებითი ქორწინების შემთხვევაში, აქვს თუ არა უფლება იძულებით დაქორწინებულ ერთ-ერთ მეუღლეს, მოითხოვოს განქორწინება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების შემთხვევაში მეუღლეს შეუძლია აღძრას სარჩელი არათუ განქორწინების, არამედ ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან იძულებით დაქორწინების ფაქტი უნდა დაადგინოს სასამართლომ.   

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, აქვთ თუ არა განქორწინებულ მეუღლეებს ხელახლა დაქორწინების უფლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ განქორწინებულ მეუღლეებს უფლება აქვთ, ხელახლა დაქორწინდნენ.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, აქვთ თუ არა საქართველოში მეუღლეებს უფლება, დადონ საქორწინო ხელშეკრულება და, თუ აქვთ, როდის უნდა მოხდეს მისი დადება – ქორწინებამდე თუ ქორწინების შემდეგ?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ მეუღლეებს შეუძლიათ, დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. რაც შეეხება დროს, საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ დროს. ამასთან, საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციიდან.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა ერთ-ერთი მეუღლის პირადი ვალის დაფარვა მოხდეს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისთვის. 

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, ერთ-ერთი მეუღლის მიერ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდეს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული საერთო ქონებიდან?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით.

скачать dle 11.3