კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იპოვა მამა და ნახევარძმები რუსეთიდან საქართველოში და სად შეხვდებიან დიდი ოჯახის წევრები ერთმანეთს

რუსუდან სიხარულიძე ეძებდა: მამას – ილიას და ნახევარძმებს – შოთა და ირაკლი სიხარულიძეებს.

ისტორია: ვეძებ მამას – ილიას და ნახევარძმებს – შოთა და ირაკლი სიხარულიძეებს. ბოლოს ისინი საქართველოში, ქალაქ ბათუმსა და ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუაგანახლებაში ვნახე. იქ დასასვენებლად ჩადიოდნენ ხოლმე. წლებია უკვე, მათთან კავშირი არ მაქვს. ძალიან მინდა, ვიპოვო  და შევხვდე მათ. თავად მე, დედასთან ერთად რუსეთში, ტვერსკაიას მხარეში ვცხოვრობ. დამოუკიდებლად მამა და ძმები ვერ ვიპოვე. გიგზავნით ჩემს ხელთ არსებულ ერთადერთ სურათს. იმედია, მათ მოძებნაში დაგეხმარებათ. ჩემი გაგზავნილი წერილები ადრესატამდე ვერ აღწევს. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ ჩემი ნათესავები.

(ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ 2014 წლის ნოემბრის ერთ-ერთ ნომერში გამოვაქვეყნე. საბედნიეროდ, სიხარულიძეების ოჯახი ნაპოვნია და აღმოჩნდა, რომ ისინიც ეძებდნენ რუსუდანს, მაგრამ, წლების განმავლობაში – უშედეგოდ. იანვრის დასაწყისში, იგეგმება მათი შეხვედრა რუსუდანთან, ქალაქ მოსკოვში, გადაცემა „ჟდი მენიაში“. სიხარულიძეების ოჯახიდან სამი ადამიანი გაემგზავრება რუსიკოსთან შესახვედრად. მხოლოდ 2014 წლის განმავლობაში რუბრიკა „დაკარგულებმა“ ერთმანეთს 187 ადამიანი აპოვნინა. იმედია, მომავალ წელს ნაპოვნ ადამიანთა რიცხვი უფრო მეტი იქნება. მინდა, ყველა ჩვენს მკითხველს და სრულიად საქართველოს მივულოცო  ახალი წელი და ვუსურვო მეტი თბილი და სასიკეთო შეხვედრა, ჩემს რუბრიკას კი – მეტი და მეტი ადამიანის მოძებნა

ინტერვიუ ჩვენ მიერ მოძებნილ 28 წლის ირაკლი სიხარულიძესთან (რუსუდანის ნახევარძმა).

– ირაკლი, როგორ გაიგეთ, რომ რუსიკო გეძებდათ?

– ჩვენი ოჯახი, რომელიც ქალაქ ბათუმში ცხოვრობს, თქვენი დიდი მადლობელია. ჩვენც წლების განმავლობაში ვეძებდით რუსუდანს. თქვენი სტატია წაიკითხა ბიძაჩემის ჯარის მეგობარმა და მაშინვე დაგვირეკა: არიქა, მგონი, გეღირსათ იმ გოგოს პოვნაო! მაშინვე ვიყიდეთ ჟურნალის ის ნომერი და წავიკითხეთ სტატია. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს ამბავი განსაკუთრებით მამას გაუხარდა – ის წლების განმავლობაში დარდობდა შვილთან კავშირის შეწყვეტას. ისე აეწყო ცხოვრება, რომ რუსუდანი დედამისთან დარჩა რუსეთში. სულ ვცდილობდით მის მოძებნას, სად არ დავრეგისტრირდი და როგორ არ ვეძებე. „ჟდი მენიას“ საიტზეც არაერთხელ ვცადე განაცხადი გამეკეთებინა მის მოძებნასთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ.

– რუსუდანი თქვენ ჩოხატაურის რაიონში გეძებდათ, ანუ ასე ჰქონდა მითითებული.

– დიახ, იმიტომ რომ, ადრე იქ ჩავდიოდით დასასვენებლად და ის მისამართი იცოდა. როგორც ჩანს, მასაც შეუცვლია მისამართი და ამიტომ დავკარგეთ ერთმანეთი. მამა ამჟამად ისეთი ბედნიერია... სამზადისშია, უხარია, რომ მოკლე პერიოდში შვილს შეხვდება. ასეთი საახალწლო საჩუქარი არავის გაუკეთებია ჩემთვისო. დიდი მადლობელია თქვენი.

– რუსუდანმა არც იცის, რომ თქვენ მოგძებნეთ და ამას პირდაპირ გადაცემაში გაიგებს.

– ძალიან გაუხარდება. როგორც ჩვენ გვიხარია და დღეებს და წუთებს ვითვლით, ვფიქრობ, მასაც დიდი ემოცია ექნება. თავიდან, რომ დაგირეკეთ და გავიგეთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის მოცდა მოგვიწევდა, ვინერვიულეთ, ვეღარ ვითმენდით. სამაგიეროდ, იმის შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ერთმანეთს შევხვედროდით. ვერ ვითმენდით, მამა ნერვიულობდა და ახლა, როცა უკვე ყველაფერი ნათელია და რამდენიმე დღეში უკვე ერთმანეთს ვნახავთ, უფრო ადვილია ამაზე საუბარი. მადლობა, რომ ერთმანეთი გვაპოვნინეთ და გვახვედრებთ კიდეც. მოსკოვში სამივე მივფრინავთ – მე, ჩემი ძმა შოთა და მამა.

– ყველაზე მეტად ეს ამბავი, ალბათ, მამას გაუხარდა?

– მამაჩემი 64 წლისაა და მისთვის ეს მართლაც დიდი სიხარულია. მოუთმენლად ელის თავის შვილთან შეხვედრას. მართალია, ცოტა ავად გვყავს, მაგრამ თავი კარგად უჭირავს. 

 

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3