კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდის რამაზო რომა ქალს სექსუალურს, საინტერესოს და თამამს და როგორ შეუქმნა მან ნინა წკრიალაშვილსა და შორენა ბეგაშვილს სექსუალური, ძვირფასი, ვარსკვლავური „ლუქები“

ის ყოველთვის პოზიტიური, ენერგიული, ხალისიანია და თავის განწყობას გადასცემს სხვებსაც. მის სამოსში გამოწყობილი ქალი უფრო თავდაჯერებული, ლამაზი, სექსუალური და დამაინტრიგებელია. ეს დიზაინერი რამაზო რომაა, რომელსაც არანაირი სირთულე არ აშინებს – არც ცხოვრების თავიდან დაწყება და არც ახალ გამოწვევებთან პირისპირ დარჩენა. 

რამაზო რომა: ახალ წელს დუბაიში ვაპირებ შეხვედრას და ზოგადად, დუბაისთან დაკავშირებით, კარგი გეგმები მაქვს. შემოთავაზებაა – დუბაიში გავხსნა მოდის სახლი. უფრო მეტად beachwear-ზე ვმუშაობ და ამ ქვეყანაში ეს ძალიან აქტუალურია. სტამბულში იყვნენ ჩამოსულები, ნახეს ჩემი beachwear-ები, ძალიან მოეწონათ. შემომთავაზეს, რომ დუბაიში გავხსნა მოდის სახლი. გარდა ამისა, ვაპირებ „ფეშენ-ვიქზე“  მონაწილეობას და ვმუშაობ საზაფხულო კოლექციაზე, რომლის გამოფენა ან ჩვენება დუბაიში მექნება. ცოტა ხნის წინ საქართველოში მქონდა ოტ-კუტიურის გადაღება. ჩემი მეგობარი ვალენტინა, რომელიც ტოპ-მოდელია, სპეციალურად ჩემთვის ჩამოვიდა საქართველოში და ჯიჯიმ გადაგვიღო ძალიან საინტერესო, ლამაზი ფოტოები. ეს იდეა სტამბულში დაიბადა და სამი დღით ჩამოვფრინდით საქართველოში. თამამი, მხიარული, საახალწლო ფოტოები გამოვიდა. ვალენტინას ჩემი სამოსი აცვია, რომელიც ამ გადაღებისთვის შეიქმნა და გამოყენებული მაქვს: შიფონი, ტყავი, სვაროვსკის თვლები, ლითონის ელემენტები. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ეს ფოტოები დაიბეჭდება სტამბულში, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალის „ქუალითის“ ყდაზე. ვალენტინას დიდი ხანია, ვიცნობ. ის საკმაოდ წარმატებულად მუშაობს მოსკოვში, სტამბულში. შემოთავაზება ჰქონდა ამ ჟურნალიდან და შემდეგ რედაქტორმა მე მიმიწვია. თან, რედაქტორიც ჩემი მეგობარია, ისევე როგორც ვალენტინა. 

– ცოტა ხნის წინ, ნინა წკრიალაშვილმა კლიპი გადაიღო, სადაც ნინას და შორენა ბეგაშვილის ჩაცმულობაზე შენ იზრუნე. 

– მომღერალი არ უნდა იყოს „დაკეტილი“. უცხოეთში მომღერლები არ არიან „დაკეტილები“, დახურულები. მომღერალი, ვარსკვლავი უნდა იყოს – სექსუალური, საინტერესო, ვარსკვლავური, ძვირფასი. დახურულ კაბაში სახლის გოგო – სახლში უნდა დარჩეს. თუ ვარსკვლავია, უნდა ანათებდეს – მე ასე ვხედავ მომღერლებს. საქართველოში თუ სხვანაირად ხედავენ, ეს მათი პრობლემაა. შორენასაც და ნინასაც კლიპში ჩემი კაბები აცვიათ და პლუს ამას, მე გავუკეთე სთაილინგი – სექსუალური, ძვირფასი და ვარსკვლავური იმიჯი რომ ჰქონოდათ. ქალი სილამაზეა, სილუეტი და მე ვაჩენ იმას, რაც ქალს ლამაზი აქვს. ქალს, შეიძლება, რაღაც მინუსები ჰქონდეს, მაგრამ თუ გემოვნება აქვს, მისთვის მუშაობს სტილისტი, დიზაინერი, ის ყველაფერს ისე გააკეთებს, რომ ქალი უფრო ლამაზი გახდება – მის სილამაზეს გამოაჩენს და მინუსს დაფარავს. ქალი ყოველთვის დამაინტრიგებელი უნდა იყოს. თან, როცა სცენაზე დგას, ხომ უნდა შეინარჩუნოს თავისი პუბლიკა და მისთვის საინტერესო იყოს. 

– როგორი იყო ნინასთან და შორენასთან მუშაობა? 

– ძალიან დამჯერები იყვნენ და ზოგადად, მიადვილდება მომღერლებთან მუშაობა. ამ ყველაფერს ისინი ისე იღებენ და აკეთებენ, როგორც მე მინდა. 

– შენს ჩამოსვლას საქართველოში ხმაური მოჰყვება ხოლმე. 

– თუმცა, მე ამას დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. ყველაფერი თავისით ხდება და მიხარია... რატომაც არა. ქართველი ვარ, მაგრამ უცხოეთში ვცხოვრობ და სხვა ხედვა, სხვა ხელწერა მაქვს. როდესაც რაღაცას ვაკეთებ და ეს მერე აჟიოტაჟს იწვევს, ეს იმიტომ ხდება, რომ მე საქართველოში არ ვცხოვრობ და შეიძლება, რაღაცეებს არ ვითვალისწინებ. 

– როგორ ქალებთან გიყვარს მუშაობა, როგორი ქალია შენთვის განსაკუთრებულად საინტერესო?

– მერლინ მონროა ჩემთვის ყველაზე საინტერესო. თუმცა, ყველა ქალს ვერგები, რადგან ეს არის ჩემი პროფესია. ნებისმიერი ქალისგან შემიძლია, შევქმნა საინტერესო ქალი, რომელიც წავა კონცერტზე ან დაბადების დღეზე, საღამოზე და აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას. სხვათა შორის, ნინა წკრიალაშვილის „ლუქი“ რომ გავაკეთე, თავიდან არ მოსწონდა: ასე არ ავიწევ თმას, ასე არ მომწონსო. დიდი ბრძოლის მერე, ბოლო „ლუქი“ რომ ნახა, მითხრა: ცხოვრებაში ასეთი არ ვყოფილვარ, სასწაული ქალი ვარო. შორენა ძალიან კარგი გოგოა. მივესალმები იმას, რომ საქართველოში მისნაირი თამამი ქალი არ არსებობს.

– რა გეგმები გაქვს კიდევ საქართველოსთან დაკავშირებით? 

– დათუნა სულიკაშვილს ვუკერავ კოსტიუმებს, რომელსაც ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ, ძალიან მნიშვნელოვან საღამოზე ჩაიცვამს. მითხრა: ისეთი კოსტიუმები უნდა შემიკერო, რომ ლოს-ანჯელესში ყველა გაგიჟდესო. მე ჩამაბარა თავისი „ლუქები“, რადგან დათუნას ძალიან ვგრძნობ, ჩემი მეგობარია, ყველაფერი მომწონს ამ ადამიანის: როგორც პიროვნება, მისი ცხოვრების წესი. ორიგინალური ადამიანია და ძალიან ნიჭიერი. ვფიქრობ, მას საქართველოში დიდხანს არ გააჩერებენ. ასე რომ, სანამ აქ არის, მანამდე უნდა დავაფასოთ. მისნაირი საქართველოში ჯერჯერობით არავინაა. მე რეალურად ვაფასებ ყველაფერს და თუ ხარ ასეთი – გაღიარებ. შეიძლება, მეგობარი იყო, მიყვარდე მეგობრულად, მაგრამ არ გაღიარო, რადგან მე ჩემი ხედვები მაქვს. 

– ისევ თურქეთში აპირებ წასვლას. ალბათ, გარკვეული გეგმები გაქვს?

– თურქეთში ჟურნალის ყდას ვაკეთებ, რომელზეც უკვე გესაუბრე. რადგან ძირითადად beachwear-ზე ვმუშაობ, ამიტომ ჩემი აქტიური ცხოვრება მოდის სფეროში უფრო გაზაფხულზე იწყება. ეს იქნება: დუბაი, ანტალია, ბოდრუმი და ასე შემდეგ. ზამთარი დიდად არ მიყვარს, რადგან ცივა. სიცივე კი არ მიყვარს. ამიტომაც მივდივარ დუბაიში. იცი, როგორი პიროვნება ვარ: როცა რომელიმე ქვეყანას ვიპყრობ, მერე ის აღარ მაინტერესებს. ახლა ასე ვარ თურქეთის მიმართ, ცოტა მომბეზრდა. ახალი ქვეყანა, ახალი ხალხი, ახალი ბაზარი მაინტერესებს.

– დუბაის დაპყრობა გინდა? 

– ეს ცოტა ხმამაღლა ჟღერს. ყოველ შემთხვევაში, ვეცდები, რომ რაღაც გავაკეთო. დამაინტრიგებელია, როდესაც ჩადიხარ ახალ ქვეყანაში, ყველაფერს იწყებ თავიდან – ეს მსიამოვნებს. ჩემი შინაგანი ლტოლვაა, გამიცნონ იმათაც, ვინც არ მიცნობს, მინდა, მოვეწონო მათ და უფრო მეტს ვმუშაობ. ახალი ქვეყანა უფრო ბევრს გამუშავებს, მეტად ცდილობ. მე მომწონს სირთულეები, რადგან ეს ყველაფერს გაძლევს და რაც მთავარია, აფასებ იმას, რაც გაქვს, რისთვისაც მიგიღწევია. 

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ წარმატებად? 

– ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა ის, რომ საკუთარ თავს ვაფასებ, პატივს ვცემ. სხვა შემთხვევაში სხვებსაც ვერ დავაფასებ. მე ძლიერი პიროვნება ვარ, ბევრი გადავიტანე, მაგრამ სიცოცხლე ყოველთვის მიხარია. ალბათ 60 წლის რომ ვიქნები, მაშინაც ყველაფერს თავიდან დავიწყებ. შემიძლია, საკუთარი თავის მართვა: რაღაც მოხდა, არა უშავს, ხვალ თავიდან დავიწყებ, რადგან ამ ცხოვრებაში სასირცხვილო არაფერია. საქართველოს ღიმილი, პოზიტივი აკლია და მინდა, ერთმანეთს მივცეთ ეს ღიმილი, პოზიტივი. 

– ახალი წლისგან რას ელოდები, ეს დღე შენთვისაც ასოცირდება სიახლესთან, ახლის დაწყებასთან? 

– დიდი მოლოდინი მაქვს, განწყობა – სასწაული. ველოდები ახალ წელს, ახალ გარემოს, განწყობას. ახალი წელი რომ დგება, ახალი უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. 

– თოვლის ბაბუა ხარ ვინმესთვის?

– არა, თოვლის ბაბუები მოგვყავს ჩვენ: თოვლის ბაბუა, მოდი!

скачать dle 11.3