კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნორმატივები რჩეულთათვის

„არ დამღუპო, კოწია“

მართალია, ახალი წელი ახლოვდება, თუმცა ჩვენი რჩეულები მუხლჩაუხრელად შრომობენ (ბიუროს სხდომებსაც ატარებენ და თვით პარლამენტისასაც), თანაც, არა მხოლოდ გონებრივად. – 

ასე, მაგალითად, გასულ კვირას ბიუროს სხდომაზე ხალხის რჩეულები უმრავლესობა-უმცირესობიდან საგანელიძე და ბარამიძე დაუპირიპირდნენ – ღვთის შეწევნით, მხოლოდ სიტყვიერად.

ხალხის რჩეულისთვის შეუფერებელი ამ დიალოგის დეტალებზე არ შევჩერდები, მხოლოდ იმ პასაჟზე გავამახვილებ ყურადღებას, როდესაც უმცირესოელმა ბ-ნმა ბარამიძემ უმრავლესოელ ბ-ნ საგანელიძეს უთხრა – ფეხებსაც ვერ მომჭამო.

მეორე მხრივ, თუმცა ეს ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა, იმ თვალსაზრისით, რომ დეპუტატის ფეხები არავის შეუჭამია, მაგრამ, აი, მეორე ინციდენტი, აწ უკვე პარლამენტის სხდომაზე, გაცილებით დრამატულად განვითარდა, რამეთუ რიგგარეშე სხდომაზე, ამჯერად რჩეულები უმრავლესობა-უმცირესობიდან – დავით ლორთქიფანიძე და ლევან ბეჟაშვილი შეებნენ ერთმანეთს. მთლად „ვეფხვისა და მოყმესავით“ ბდღვირი არ აუდენიათ, მაგრამ კუნთები შეათამაშეს.

კონფლიქტი მანდატურებმა განმუხტეს და ჩხუბია დეპუტატები დარბაზს გაარიდეს (საერთოდაც, ეჭვი მაქვს, რომ ამ ჩვენს რჩეულებს კუნთები კამერების დანახვისას უთამაშებთ, იმიტომ რომ, მათ გარეშე ისე სიამტკბილობენ, ავთანდილი და ტარიელი გეგონება).

ხოლო, რადგან ჩხუბი და დავიდარაბა ჩვერი საპარლამენტო ცხოვრების თანამდევად იქცა, ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, ეს ჩვენი დეპუტატები არა მხოლოდ ნარკოდამოკიდებულებაზე შეგვემოწმებინა, არამედ, მათთვის სავალდებულო გამხდარიყო ფიზიკურ მომზადებაზე ნორმატივების ჩაბარებაც. ის მაინც გვეცოდინებოდა, რომელ კუნთებათამაშებულზე ჩამოვსულიყავით ფსონს. – 

скачать dle 11.3